loading...

წესები

1. ავტორებისა და პოსტების დამმატებელთათვის!

1.1 აუცილებელია ყველა პოსტი გაფორმდეს სურათით (გარდა ვიდეო პოსტისა) და მცირე კომენტარით. სწორად იყოს შევსებული ყველა აუცილებელი ველი.
1.2 აკრძალულია ყველანაირი პოლიტიკური თემატიკის პოსტები!
1.3 აკრძალულია ყველანაირი სახის რელიგიური პოსტები! (გარდა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების მილოცვებისა)
1.4 აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
1.5 აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს.
1.6 აკრძალულია პოსტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.

2. ავტორებისა და პოსტების დამმატებელთათვის გასათვალისწინებელია

2.1 icode.ge-ზე პოსტის დამატება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ წევრს.
2.2 icode.ge-ზე პოსტი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოხდება პოსტის გადამოწმება ბლოგის ედიტორების და ადმინისტრატორების მიერ.
2.3 icode.ge-ზე პოსტის დამატება შესაძლებელია გაჭიანურდეს 1-2 დღით, რისი მიზეზიც არის ბლოგის კონტენტის დაბალანსება.
2.4 პოსტების გამოქვეყნება-არ გამოქვეყნებას წყვეტს მხოლოდ ედიტორი ან ადმინისტრატორი. პოსტების არ გამოქვეყნება ან წაშლა არ თანხმდება ავტორებთან.

3. ზოგადი დებულებები

3.1 icode.ge არის ბლოგის ტიპის შემეცნებით/გასართობი რესურსი, სადაც ქვეყნდება ნებისმიერი რესურსებიდან აღებული/ნათარგმნი და თვითონ ამ საიტის ავტორების მიერ შექმნილი სტატიები, სურათები, ვიდეობი და ა.შ.
3.2 icode.ge-ზე შემოსვლით და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს/მითითებებს.
3.3 icode.ge ეკუთვნის მხოლოდ რამდენიმე ფიზიკურ პირს, ჩვენ საკუთარი ხარჯებით ვამუშავებთ და ვინარჩუნებთ ამ საიტს და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება საიტის მართვა/ადმინისტრირებას ვიღებთ ჩვენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ და არ გვაინტერესებს საიტის მომხმარებლის აზრი, პირიქით ყველანაირ კითხვას, აზრს, იდეას, შემოთავაზებას მივესალმებით და შევეცდებით თქვენი აზრი არ დავტოვოთ უყურადღებოდ.
3.4 icode.ge-ის მუშაობაში ჩართვა ან განვითარებაში ხელის შეწყობა სხვადასხვა ხერხით შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
3.5  icode.ge არ არის შეზღუდული არანაირი ცენზით და აქ შემოსვლა შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა.შ.
3.6 icode.ge-ის წესები საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად და ყველანაირი პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვინდა ეს საიტი გავხადოთ თქვენთვის საყვარელ ადგილად, სადაც გაერთობით, იხალისებთ და მიიღებთ უამრავ ინფორმაციას რამდენიმე კლიკით.
3.7 icode.ge-ის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც (თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას საიტის წესები.

4. პასუხისმგებლობის საკითხი

4.1 icode.ge-ზე დადებული ყველა მატერიალი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. საიტის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
4.2 icode.ge-ის ავტორები არიან პასუხისმგებლები თავიანთ მასალებზე, რომლებსაც გამოაქვეყნებენ საიტზე.
4.3 icode.ge არ კისრულობს პასუხისმგებლობას არანაირ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საიტზე.
4.4 icode.ge-ის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს მისი წევრების პირად მონაცემებს და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის ip მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია საიტის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცაღა ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად და ასევე მისი საიტზე ყოფნის მიზანშეწონილობაზეც სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან(კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ანაც მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონის და ფორმის შესაბამისად.

5. წევრები

5.1 icode.ge-ზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს და ამ შემთხვევაში ის ავტომატურად ხდება საიტის          წევრი.
5.2 icode.ge-ის წევრები იყოფიან რამდენიმე პირობით კატეგორიად.

  • სტუმარი – არარეგისტრირებული საიტის მომხმარელი, რომელსაც გააჩნია უფლება მხოლოდ კომენტარის დატოვებისა (თუ არის საიტზე ჩართული ეს ფუნქცია)
  • წევრი – რეგისტრირებული საიტის მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარის დაწერა და საიტზე პოსტის/სტატიის დამატება. პოსტი/სტატია გაივლის მოდერაციას საიტის მოდერატორებთან.
  • ავტორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარების დაწერა და პოსტის/სტატიის დამატება. პოსტი/სტატია დაემატება საიტზე მომენტალურად, ყველანაირი შემოწმების გარეშე.
  • ედითორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს თითქმის ყველა უფლება რაც ადმინისტრატორს გარდა საიტის ძრავის და დიზაინის რედაქტირებისა.
  • ადმინისტრატორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც გააჩნია ყველა უფლება რაც ვრცელდება საიტზე.

6. დანაშაული და სასჯელი

6.1 –icode.ge-ზე აკრძალულია ნებისმიერი სახით უცენზურო სიტყვების გამოქვეყნება. ასეთი შემთხვევის  გამეორების შემთხვევაში საიტის წევრი ან მომხმარებელი მიიღებს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
6.2 – icode.ge-ზე აკრძალულია სხვა საიტის რეკლამირება ნებისმიერი სახით. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას მიიღებთ ბანს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
6.3 – icode.ge-ზე აკრძალულია კომენტარებში ფლუდი. (რაც ნიშნავს კომენტარებში პირადი ან პოსტთან არადაკავშირებული საკითხების განხილვა) ასეთი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღებთ ბანს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
6.4 – icode.ge-ზე აკრძალულია რამდენიმე ექაუთის (ანგარიშის) რეგისტრაცია სხვადასხვა სახელებით. თუ დაგჭირდებათ სახელის შეცვლა, მიმართეთ ადმინისტრაციას და ძველი ანგარიშის წაშლის შედეგად, შეძლებთ ახალი ექაუნთის რეგისტრაციას.

წესები შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს საიტის მომხმარებლებთან და წევრებთან შეუთანხმებლად!

Icode.ge გისურვებთ წარმატებებს!