loading...

«

»

აპრ 22

კავკასიური სამზარეულო. ნაწილი 1


სრულიადში იხილავთ: ტოლმის, ინდაურის საცივის, ხორცი ტომატის გარნირის, ხბოს ხორცის რულეტის, შემწვარი ქათამი არაჟნის, აჯაფსანდალის, ქათმის ხორცის სალათის, ძროხის ხორცის სალათის, სალათა შებოლილი სულგუნისა და ბადრიჯანი ნივრის მომზადებას…

ტოლმა

  • 0,5 კგ ძროხის ხორცი
  • 3-4 თავი ხახვი
  • 0,5 კგ. ღორის ხორცი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1-1 კონა ქინძი
  • ოხრახუში
  • 1 ჩ/ჭ ბრინჯი
  • 1 ღერი ქონდარი
  • კომბოსტო ან ვაზის ფოთოლი
  • წიწაკა, მარილი გემოვნებით

თანაბარი პროპორციით ძროხისა და ღორის ხორცი გავატაროთ მწვანილთან, ხახვთან და ნიორთან ერთად, შევურიოთ ბრინჯი, წიწაკა, მარილი (შეიძლება ცოტა ქონდარიც). შევახვიოთ კომბოსტოს ან ვაზის ფოთლებში, ჩავაწყოთ ქვაბში, მოვასხათ ტომატის წვენი ან გახეხილი პამიდორი და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

ინდაურის საცივი

  • 1 ინდაური
  • 2,5 ლ წყალი
  • 0,5 კგ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 400 გ. ხახვი

დაჭრილი ინდაური მოვხრაკოთ, სანამ წვენს დაიშრობს. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ მოხრაკვა, შემდეგ დავამატოთ ცოტა წყალი, ხორცი კარგად რომ მოიხარშოს. ცალკე ჯამში გავხსნათ ნიგოზი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, მარილი, წყალი, ჩავასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ.

ინდაურის საცივი

  • 1 ინდაური
  • 2,5 ლ წყალი
  • 0,5 კგ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 400 გ. ხახვი

დაჭრილი ინდაური მოვხრაკოთ, სანამ წვენს დაიშრობს. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ მოხრაკვა, შემდეგ დავამატოთ ცოტა წყალი, ხორცი კარგად რომ მოიხარშოს. ცალკე ჯამში გავხსნათ ნიგოზი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, მარილი, წყალი, ჩავასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ.

ხბოს ხორცის რულეტი

  • 1,5 კგ ხბოს ხორცი
  • 1-1 კონა ოხრახუსი
  • ქინძი
  • ნიახური
  • 3-4 კბილი ნიორი
  • წიწაკა
  • მარილი
  • კოწახური გემოვნებით

ხბოს სუკი (ან ბარკლის რბილი ნაჭერი) გავჭრათ 2 სმ სისქის ბრტყელ ნაჭრად. ცალკე გავაკეთოთ ნარევი: ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიორი, მწვანილი, წიწაკა, მარილი, კოწახური ავურიოთ კარგად და წავუსვათ ხორცს. გადავახვიოთ რულეტის მსგავსად, შევკრათ კაპრონის ძაფით და შევწვათ აირღუმელში. გაციების შემდეგ შემოვაცალოთ ძაფი და დავჭრათ ძეხვისებურად.

ხორცი ტომატის გარნირით

  • 1 კგ ხბოს ხორცი
  • 2 ს/კ ტომატის პასტა
  • 4 თავი ხახვი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • მარილი
  • ზეთი საჭიროებისამებრ.

ბრტყლად გაჭრილი ხბოს ხორცი ჩავდოთ ზეთიან ღრმა ტაფაში ისე, რომ სანახევროდ ფარავდეს და შევწვათ. გავაკეთოთ ტომატის სოუსი: ცალკე მოვშუშოთ ხახვი ტომატის პასტაში და დავუმატოთ მოშუშული ფქვილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მარილი. დავჭრათ ხორცი სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ თეფშზე და გვერდით გარნირად დავასხათ მომზადებული ტომატის სოუსი.

შემწვარი ქათამი არაჟნით

  • 1 ქათამი
  • 1 ჩ/ჭ ორცხობილას ფხვნილი
  • 50 გ კარაქი
  • 1 ჩ/ჭ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი, დავდოთ ტაფაზე, მოვასხათ კარაქი და შევდგათ გახურებულ აირღუმელში. შეწვის შემდეგ ქათამი გადავიტანოთ თეფშზე. ტაფაზე დარჩენილ წვენს დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი ან ბულიონი, დავაყაროთ დანაყილი ორცხობილა, მოვშუშოთ, დავასხათ არაჟანი და შემზადებული წვენი დავასხათ დაჭრილ ქათამს. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში.

აჯაფსანდალი

  • 2 კგ ბადრიჯანი
  • 1 კგ პამიდორი
  • 3-4 ბულგარული წიწაკა
  • 2 სტაფილო
  • 1 კგ კარტოფილი
  • 1-1 კონა მწვანილი

გათლილი, რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი შევწვათ ორივე მხრიდან, ცალკე ზეთში მოვშუშოთ ხახვი, წვრილად დაჭრილი სტაფილო და წითელი ბურგალური წიწაკა. ასევე ცალკე ზეთში შევწვათ კარტოდილი. ღრმა ჭურჭელში ფენებად ჩავაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ მოშუშული ხახვი, შემწვარი კარტოფილი. წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა ავურიოთ გახეხილ პამიდორში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ ქვაბში ჩალაგებულ ბადრიჯანს და კარტოფილს.

ქათმის ხორცის სალათა

  • 1 ქათამი
  • 1,5 ჩ/ჭ ბრინჯი
  • 3-4 თავი ხახვი
  • 3 სტაფილო
  • 1 კონა კამა
  • 200 გ მაიონეზი
  • უცხო სუნელი, შავი პილპილი გემოვნებით

მოხარშულ ქათმის ხორცს მოვაცილოთ ძვლები და წვრილად დავჭრათ. ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუსოთ გახეხილ სტაფილოსთან ერთად. ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთსი, დავუმატოთ მწვანილი, უცხო სუნელი, შავი პილპილი, მარილი და მოვასხათ მაიონეზი.

ძროხის ხორცის სალათა

  • 500 გ. კომბოსტო
  • 300 გ. ხორცი
  • 200 გ. მაიონეზი
  • 3 თავი ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მოვხარშოთ ხორცი და დავკეპოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კომბოსტო, პილპილი, მარილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.

სალათა შებოლილი სულგუნით

  • 300გ კარტოფილი
  • 300 გ შებოლილი სულგუნი
  • 2 თავი ხახვი
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მოხარშული კარტოფილი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ ასევე წვრილად დაჭრილი სულგუნი, ხახვი და შევანელოთ მარილით, პილპილი და მაი

ბადრიჯანი ნივრით

1 კგ ბადრიჯანი
6-7 თავი ხახვი
ზეთი საჭიროებისამებრ
ძმარი
ნიორი
მარილი გემოვნებით

სიგრძეზე დაჭრილ ბადრიჯანს დავაყაროთ მარილი და 1 საათის შემდეგ გავწუროთ. შევწვათ ორივე მხრიდან. წვრილად დაჭრილი ხახვი ავურიოთ ბადრიჯანში და დავაწყოთ თეფშზე. ზემოდან მოვასხათ ძმარში გახსნილი დანაყილი ნიორი.

წყარო: elen.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>