loading...

«

»

აპრ 22

iPhone OS 4


როგორც მოგეხსენებათ დაანონსდა Iphone OS 4 , რომელმაც მართლაც რომ ბევრის მოლოდინს გადააჭარბა. ახალ ვერსიაში იქნება მულტიტასკინგი , საქაღალდეები აპლიკაციებისთვის , სოციალური ქსელი თამაშებისა და კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი.

1. Multi-tasking

მულტიტასკინგის აიფონზე მორგებას 3 წელზე მეტი დრო დასჭირდა. ეს შესანიშნავი ფუნქცია ერთიორად დაამშვენებს ამ ისედაც ყველაზე პოპულარულ ოპერაციულ სისტემას. ჩნდება ერთი კითხვა. იმოქმედებს კი ეს ენერგომომარაგებაზე? სტივ ჯონსი გვპირდება , რომ მულტიტასინგი არ გამოიწვევს ელემენტის მალე დაცლას.

ამ ფუნქციის ჩასარ უბრალოდ ვაწვებით ორჯერ ძირითად ღილაკს და ეკრანის დაბლითა ნაწილში იშლება დოქი რომელზეც განთავსებულია ყველა გაშვებული აპლიკაცია.

მულტიტასკინგი მოიცავს 7 ქვესერვისს:

  • Background audio
  • VoIP
  • Background location
  • Push notification
  • Newly implemented local notifications
  • Task completion
  • Fast app switching service

2. Folder

მეორე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნქცია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ფაილ მენეჯერი (ჯერ-ჯერობით).
ეს ფუნქცია დაგვეხმარება ჩვენი სურვილისამებრ კატეგორიების მიხედვით დავყოთ და დავალაგოთ ჩვენი iPhone/iPod Touch -ის აპლიკაციები, თამაშები და ა.შ. ყოველივე ეს დაგვეხმარება ადვილად და გაცილებით მალე ვიპოვოთ და ჩავრთოთ სასურველი აპლიკაცია.

3. Improved email

გაუმჯობესებული მაილ ფოსტა გულისხმობს იმას , რომ ახალ ვერსიაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ერთ ყუთში მოუყაროთ თავი ყველა შემოსულ ელექტრონულ ჩანაწერს. აგრეთვე სასიამოვნოა ერთი გარემოებაც. დღეიდან შესაძლებლობა გვექნება ვიქონიოთ ერთზე მეტი ე.წ Exchange ექაუნთი

4. iBooks

მეოთხე ანუ iBooks ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პუნქტია. ეს არის კოპიო თქვენთვის აქამდე ცნობილი ელექტრონული წიგნისა iPad-ზე. ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება iPhone/iPod Touch-ზე , თავისივე iBookStore-ით საიდანაც სასურველ წიგნებს ჩამოვტვირთავთ.

5. New features for enterprise

ყოველივე ეს მიმართულია იმისკენ რომ თქვენი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული. (ელექტრონული ფოსტის გაშიფვრა პინ კოდის საშუალებით). აგრეთვე: Exchange Server 2010 , SSL VPN -ის მხრადაჭერა და მართვა.

6. Gaming Center

iPhone OS 4.0 – ში ვიხილავთ ახალ სოციალურ სათამაშო ქსელს , რომელიც პირაპირ კონკურენტია Windows Phone 7’s Xbox Live-სა. ამ ოს-ზე შექმნილი თამაშები დიდ კონკურენციას უწევენ. (შეიძლება ითქვა ძირავენ კიდეც) PSP-სა და ნიტენდო დს-ს.

ახალი სათამაშო ქსელით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიპატიჟოთ მეგობრები და გაერთოთ ქსელში მათთან ერთად თამაშით. გამოაქვეყნოთ თქვენი შედეგები და მოხვდეთ ლიდერთა სიაში.

7. iAd mobile advertising solution

ბოლო პუნქტი მოიცავს ახალ სარეკლამო სისტემას iPhone, iPad და iPod touch–თვის , რაც ჩვენთვის “iAd”-ის სახელით იქნება ცნობილი.
დეველოპერებს შესაძლებლობა ექნებათ დაარეკლამონ თავისი პროდუქცია, სხვადასხვა საშუალებებით. იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო რეკლამა. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს იმას , რომ კიდევ უფრო და უფრო ბევრი და საინტერესო აპლიკაცია შეიქმნება.

დამატებით

ეს ვერსია აგრეთვე აღჭურვილი იქნება ძალიან ბევრი საინტერესო მახასიათებლით. მაგალითად უკანა ფონის შეცვლა. ეს კარგახანია შესაძლებელი იყო დაჯეილბრეიქებული ტელეფონებისათვის , მაგრამ ძალიან სასიამოვნოა როდესაც ეს ნეითივ ფუნქციად იქცა.

აგრეთვე ახალი ვერსია მოიცავს:

  • Bluetooth კლავიატურის მხარდაჭერა
  • ძიება SMS/MMS-ში
  • Tap To Focus ვიდეო გადაღებისას
  • სურათების განთავსება ე.წ geotagging-ის საშუალებით
  • ინტერნეტ ძიება
  • ფოტოს ბრუნვა (აქსელერაცია)
  • Nike +
  • Gift აპლ და ა.შ.

გამოსვლის დრო და თავსებადობა

ახალ ვერსიას სავარაუდოდ ვიხილავთ ზამხულისათვის. მაშინ როდესაც დაანონსდება ახალი თაობის iPhone. მანამდე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იხმაროთ დემო ვერსია.
რაც შეეხება თავსებადობას ავღნიშნავ , რომ ეს მაჟორული განახლება ორიენტირებული იყო iPhone 3GS-სა და iPod Touch 3rd 32/64 Gb-ზე. თავსებადი იქნება iPhone 3G და iPod Touch 2nd-სთვისაც , მაგრამ არ ექნება ყველა სპეციფიკაცია. მაგალითად მულტიტასკინგი.. ახალი ვერსია თავსებადი იქნება iPad-თვისაც. iPhone 2G თამაშგარე სიტუაციაში დარჩა.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ეფლის ოფიციალურ საიტზე.

წყარო: mobi.ge