loading...

«

»

აპრ 23

HTC HD 2


კომუნიკატორების მწარმოებელმა ლიდერმა კომპანიამ HTC, წარადგინა თავისი ახალი პროდუქტი, სახელწოდებით Touch HD 2, როგორც მივხვდით, იგი წარმოადგენს უკვე ასე პოპულარული HD_ს გაგრძელებას. თავის წინამორბედისგან ახალი კომუნიკატორი მეტი სიმძლავრითა და ფუნქციონალურობით გამოირჩევა.

სიახლე ახალ HD2_ში ბევრია, მაგალითად მულტი თაჩ ფუნქცია ტექსტის აკრეფისას, Wi-Fi როუტერი, 1 გიგაჰერცი პროცესორი და ა.შ. იგი იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Microsoft Windows Mobile 6.5 Professional და ექნება 448 MB ოპერატიული მეხსიერება. ალბათ ყველასთვის გასაგებია, თუ რამდენად კარგი ტელეფონი გამოუვიდა HTC_ს.

რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 2100 მეგაჰერცი
  • 480 x 800 პიქსელის მქონე სენსორული ეკრანი
  • 1 გიგაჰერცი Qualcomm Snapdragon QSD2850 პროცესორი
  • 448 MB ოპერატიული მეხსიერება
  • microSD ბარათის სლოტი
  • 5 MP კამერა LED განათებით
  • Wi-Fi უკაბელო ინტერნეტი
  • Wi-Fi როუტერი (გადამცემი)
  • Bluetooth v2.1A2DP ფინქციით
  • GPS ნავიგაცია
  • FM რადიო
  • AVI(DiVX/XviD)/MP4/WMV/H.264/H.263 ვიდეო ფორმატები
  • საოფისე დოკუმენტების კლიენტი
  • კომპასი
  • Li-Ion 1230 mAh აკუმულატორი

HTC HD2 გაყიდვაში 2009 წლის ნოემბერში გამოვა და მისი ღირებულება დაახლოებით 1500 ლარამდე იქნება.

იხილეთ ვიდეო:

წყარო: mobi.ge