loading...

«

»

აპრ 23

Sony Ericsson Satio U1i

Sony Ericsson_ის ტოპ–მოდელი 12მპ–იანი ინტელექტუალური კამერით, სმარტფონი S60 პლატფორმაზე სენსორული ეკრანით, დღეისათვის ერთ–ერთი პროდუქტიული გადაწყვეტაა – ყველაფერი ეს Satio_ს შესახებაა. ჯერ კიდევ თებერვალში Idou–ს სახელით ანონსირებულმა აპარატმა, როგორც იქნა მიაღწია საცალო გაყიდვების სტადიას. მოდით გავეცნოთ მას დეტალურად.

Sony Ericsson_ის შვედურ–იაპონური ალიანსი დაარსებიდანვე აქტიურად ავითარებდა კამეროფონების ხაზს. ზოგიერთი წინა მოდელი, მაგალითად К800i, მნიშვნელოვნად უსწრებდა ბაზარს ფუნქციონალობით ფოტოგრაფიულ ნაწილში. დღეისათვის ტექნოლოგიური ლიდერობის შენარჩუნება უფრო რთული გახდა, თუმცა კომპანია ამას მაინც ცდილობს. Mobile World Congress 2009–ზე ანონსირებული სმარტფონი 12მპ კამერით მოწოდებულია გახდეს კომპანიის ფლაგმანური ფოტოგადაწყვეტა, ერთადერთი არჩევანი მობილური ფოტოს ენთუზიასტებისთვის.

დიზაინი:

პირველი შთაბეჭდილებით სმარტფონი შედარებით დიდი გეჩვენება. ამას განაპირობებს კორპუსის მკაცრი ფორმები (თითქმის სწორკუთხოვანი, მომრგვალებული აქვს მხოლოდ ზემო და ქვემო ტორსი), აგრეთვე შავი ფერი, რომელსაც ძნელია უწოდო ჰაეროვანი. ასევე იწარმოება კორპუსები ვერცხლისფერ და ბორდოს ფერებში, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეგზოტიკურ ფერებს გაყიდვაში ვერ იპოვი. სხვა სენსორულ ტელეფონებთან Satio–ს შედარებით შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მისი ზომები არც ისე დიდია – ოდნავ გრძელია, თითქმის შეუმჩნეველად ფართო, ტარებისას პრობლემებს თითქმის არ გვიქმნის. ეს (სიდიდე) საზღაურია დიდი (3,5″) დისპლეისათვის, რასაც ვერსად გაექცევი.

მწარმოებელის გაცხადებით სატიოს (იგივე U1i) სისქე – 13მმ–ია. ქვემო ნაწილში ეს მართლაც ასეა, თუმცა ზემოთ აქვს კამერის მოდული და მისი საფარი ფარდა. ხარისხიანი კამეროფონებისთვის გარდაუვალი გასქელება, ამ შემთხვევაში იკავებს კორპუსის ნახევარს და სისქეს ზრდის 18 მმ–მდე.
გაფორმებაში დომინირებს შავი როიალის ბზინვარე ფერი, კიდეები მოპირკეთებული აქვს პრიალა მოვერცხლილი პლასმასისგან, ეკრანიც პლასმასის საფარველითაა დაცული, კამერის ობიექტივის დამცავი ფარდა კი მეტალისაგანაა დამზადებული. გაპრიალებული ალუმინის ტექსტურა ტელეფონს ჰმატებს შარმსა და ”ზეკომპაქტ” კლასის ლუქს ციფრულ კამერებთან დიდ მსგავსებას. დამცავ ფარდაზე ბრწყინავს წარწერა – Sony Ericsson და მატრიცის გაფართოებია 12,1 MP – საკმაოდ თვალში საცემი ინფორმაცია.

Satio–ს კორპუსზე არ არის გათვალისწინებული ბუდე სტილუსისთვის. პრინციპში, ამ აქსესუარის გამოყენება სულაც არაა აუცილებელი, თუმცა ”უფრო ზუსტად ჩარჭობის” მოყვარულთათვის იგი კომპლექტს მოჰყვება. პატარა ზომის, სამგზავრო ტუშის მაგვარი პენალი შეიძლება ჩამოვკიდოთ ტელეფონის ქვემო ტორსზე არსებულ მარყუჟზე. ხმარებაში U1i საკმაოდ კომფორტულია. იგი კომფორტულად შეიგრძნობა პიჯაკისა თუ პალტოს ჯიბეში, ადვილად მოსაძებნია ჩანთაში. ჯინსების ჯიბეები – უფრო რთული გამოცდაა. წინა ჯიბით ტარება შესაძლებელია, თუმცა სმარტფონი შეიგრძნობა, ეს ბევრისთვის უკომფორტო იქნება.

მართვის ელემენტები:

Satio_ს წინა პანელის ზედაპირი თითქმის სრულად ეკრანს უკავია. მის ქვემოთ შეფარებულია სამი თხელი ღილაკი ”გამოძახება”, ”გათიშვა” და ”მენიუ” ძლივს შესამჩნევი განათებით. მცირეა მათი მიჭერის სვლა და უკუგდებაც არ აქვთ მთლად მკაფიო, თუმცა მათზე დაჭერა ხშირად არ არის საჭირო, ხოლო სამი ფიჭვი (პირდაპირი გაგებით) კი ერთმანეთში არ აგერევა. ეკრანის თავზე ლოგოს გარდა განთავსებულია სასაუბრო დინამიკი, ფრონტალური კამერა და მიახლოვების სენსორი. ოდნავ ზემოთ აქვს სიგნალური შუქდიოდი, რომელიც ტელეფონის დატენვისას მუშაობს.

ზედა ტორსზე ხმამაღალი კავშირის დინამიკი და ჩამრთველი ღილაკია, რომელიც S60–ში ხმოვანი პროფილების გადართვაზეა აგრეთვე პასუხისმგებელი. დინამიკი ისეა განთავსებული, რომ მას ნაკლებად თუ მიეჭირება რამე, მაგრამ თუკი ეს მაინც მოხდება ჩანთაში ან ჯიბეში, ხმის სიძლიერე საგრძნობლად დაიკლებს. ქვედა ტორსზე სამაგრი მარყუჟის მეტი არაფერია.
მარცხენა ტორსზე განთავსებულია microSD სლოტი(ბუდე), დაცული გვერდზე გაწევის უნარის მქონე ჩაჩით, ახლანდელი SE–ბისთვის სტანდარტული FastPort როზეტი, აგრეთვე ეკრანის ბლოკირების ზამბარიანი ცოცია. მას მოსახერხებელი მდებარეობა აქვს და FastPort–ის ხელში აღებისთანავე ხვდება თითის ქვეშ.

რადგანაც U1i ფოტოგადაწყვეტაა, გადაღებისათვის რეკომენდირებულია აპარატის ჰორიზონტალურად დაჭერა, ასეთ რეჟიმში მარჯვენა ტორსი ზემოთ მოექცევა. შესაბამისად, აქ განთავსებულია საკეტის დიდი ღილაკი (კამერის რეჟიმში ნათდება ცისფრად), ფოტო/ვიდეო გადაღებაზე გადართვის ღილაკი, სურათების ნახვაზე გადამყვანი ღილაკი, ასევე ტელეფონისა და მუსიკალურ რეჟიმებში ხმის მარეგულირებელი ზუმირების საქანელა. უკანა პანელი სრულად ეთმობა კამერას. ფარდის ქვეშ ობიექტივია, ავტოფოკუსის სენსორი, ნათების ნათელი შუქდიოდები და ქსენონის ელვანათება. ასეთი შეთავსება ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც ელვანათება ღამით გადაღებას ავსებს შუქით, ხოლო შუქდიოდები ეხმარება ფოკუსირებას და ცვლიან ელვანათებას ვიდეოს გადაღების დროს. ობიექტივის ქვეშ დაწერილია ოპტიკური სისტემის პარამეტრები: f=5.9mm, 1:2.8. ავღნიშნავთ, რომ ეს სევდიანი წარწერაა – კამეროფონებისთვის სავსებით ჩვეულებრივი ოპტიკაა, არავითარი ოპტიკური ზუმით და რეგულირებადი დიაფრაგმით.


აკუმულატორის და SIM-ბარათის მისაწვდომად, საკმარისია ქვემოთ ჩავწიოთ პლასტიკის ხუფი, რომელსაც უკანა პანელის ნახევარი უკავია.

მთავარი:

U1i–ის ეკრანის დიაგონალია 3,5″ (88 მმ), გაფართოება 360х640 და ასახავს 16 მლნ. ფერს. მხარეთა ფარდობა 16:9, დისპლეის ტექნოლოგია TFT, სენსორული ეკრანი რეზისტიული. დისპლეი ძალიან ხარისხიანია: სასიამოვნო ფერგადმოცემა, არცთუ ცუდი ტექსტების გარჩევადობა მზეზე, ხედვის დიდი კუთხეები. დიდი კუთხიდან შეხედვისას ფერებს პრაქტიკულად არ იცვლის, თუმცა გამოსახულება მუქდება. ეკრანის ნაკლოვანებებს განეკუთვნება სიკაშკაშის რეგულირების სუსტი დიაპაზონი და მისი არ არსებობა ავტომატურ დაყენებებში. ეკრანის ძალიან გამკრთალება–დაბინდდვა არ ხერხდება, იგი ყოველთვის საგრძნობლად ანათებს, ეს ხანდახან ხელშემშლელია სრულ სიბნელეში ტელეფონის გამოყენების დროს. სახლის პირობებში მედიაკონტენტი შეიძლება გამოვიყვანოთ დიდ ეკრანზე სპეციალური სადენი TV Out–ის მეშვეობით.
Satio–ს ბირთვს წარმოადგენს ახალი პლატფორმა OMAP3440. მასში შედის პროცესორი Cortex-A8 ვარირებადი სიხშირით 600 მეგაჰერციდან, ხოლო ვიდეოს დეკოდირებაზე და სხვა ვიზუალურ ამოცანებზე პასუხისმგებელია სპეციალური აქსელერატორი. მხოლოდ ასეთ მწარმოებადი ბირთვითაა რეალური 12–მეგაპიქსელიანი ფოტოების სწრაფი დამუშავება, ასევე სპეცეფექტებით დატვირთული ინტერფეისის ქონა. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერებაა 256 მბ, აქედან სისტემის გაშვების შემდეგ თავისუფალია 144. მონაცემთა და დანართთა შესანახი შიდა მეხსიერებაა 78 მბ, თავისუფალია 72. ერთი სიტყვით, მეხსიერების ბარათის გარეშე არ გამოვა, კომპლექტაციის 8 გბ_იანი microSD ყველას ეყოფა, ვიდეოს გადაყოლილი მოყვარულების გარდა. ტელეფონი აღიქვამს ბარათებს 16 გბ–მდე.
დამატებით სტანდარტულ უსადენო მოდულების (GSM/UMTS, Wi-Fi, Bluetooth) და კამერის გარდა, აპარატი აღჭურვილია FM-მიმღებით, AGPS მოდულით და სივრცეში მდებარეობის სენსორით. უკანასკნელი გამოიყენება ეკრანის ავტომატურად შემობრუნებისთვის, ასევე შესაძლებელია მაღვიძარას გათიშვა და ზარის სიგნალის დახშობა, უბრალოდ თუ ტელეფონს ეკრანით ქვემოთ გადავაბრუნებთ. ამ სამი ფუნქციიდან თითოეულის ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია ცალ–ცალკე.

ინტერფეისი:

Satio–ს პროგრამული პლატფორმაა S60v5 Symbian 9,4. იგია გამოყენებული Nokia N97 და 5800–შიც. რა თქმა უნდა, SE–ს შესრულებით ეს სხვაგვარად გამოიყურება, თუმცა საერთოც ბევრია. ძალიან ნაცნობია მენიუ, სამისამართო წიგნი, დაყენებები და სხვა. პლატფორმის ნაკლოვანებები, რომელთა სათავეც მის ”არასენსორულ” წარსულშია, არსად გამქრალა: ბევრი ქმედება, ისეთი როგორიცაა პუნქტის არჩევა ჩამონათვალში, საჭიროებს ეკრანზე ორჯერ დაჭერას, არ აქვს კინეტიკური გადახვევა, ზოგიერთიმართვის ელემენტი პატარაა. Sony Ericsson–ის შემუშავებულ დანართებში ინტერფეისი უფრო სასიამოვნო და თანამედროვეა, მაგრამ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს S60v5 სტანდარტულ საფუძველთან კონტრასტს.

ტექსტის შეყვანა ხორციელდება ერთ–ერთით 4 საშუალებიდან: სრულეკრანიანი QWERTY-კლავიატურა (ეკრანის ალბომურ ორიენტაციაში მუშაობს ყოველთვის), მინიატურული QWERTY-კლავიატურა, ტელეფონის კლავიატურის სრულეკრანიანი ანალოგი Т9 მხარდაჭერით და ბოლოს, ხელნაწერი ტექსტის ცნობა–წაკითხვა. ყველაზე მისაღებად მივიჩნიე პირველი მეთოდი გრძელი შეტყობინებების ასაკრეფად. ზოგიერთ სხვა touch-მოდელს ეკრანული კლავიატურა უფრო მოხერხებელი აქვს, მაგრამ რადგანაც Satio–ს აქვს შეყვანის 4 მეთოდი, საკუთარი გემოვნებით სასურველი ვარიანტის არჩევა ყველას შეუძლია.

მედიაფლეერი:

მედიათეკა რამდენადმე განსხვავდება Walkman ტელეფონებში რეალიზებულისგან, სადაც იგი პირდაპირ Playstation–დანაა კოპირებული. თუმცა, იდეოლოგია იგივეა: პირველ ეკრანზე უნდა აირჩეს კონტენტის სასურველი ტიპი (მუსიკა, ფოტო, ვიდეო), რის მერეც გამოჩნდება მძლავრი ბრაუზერი, რომელიც პირადი მონაცემების ადვილად დახარისხების საშუალებას გვაძლევს. რეჟიმში ფოტო, სორტირება–დახარისხება წარმოებს დასმული თარიღის ან თეგების მიხედვით. მუსიკის რეჟიმში ხელმისაწვდომია ბაზისური ფილტრები: ალბომი, შემსრულებელი, ყველა ბილიკი. აუდიოპლეერი სიმპატიურია, მაგრამ აშკარად არ წარმოადგენს Satio–ს ”სასიკვდილო” დანართს.



ყველგანაა შესაძლებელი ონლაინ–სერვერებთან ინტეგრაცია: ქვეკასტების ჩატვირთვა, ფოტო ვებ–ალბომებიდან, ვიდეო Youtube–დან. წინასწარ დაყენებული სამსახურები მიეკუთვნებიან Sony (Playnow)–ის ეპარქიას ან Google–ს (Youtube, Blogger, PicasaWeb). ამასთან, ეკრანის ავტომობრუნება მუშაობს მედიათეკის ყველა რეჟიმზე. ფოტოალბომი Satio–სთვის წარმოადგენს საკვანძო დანართს, ამიტომ მისი რეალიზება ძალიან მიმზიდველია. ფოტოების ნახვისას ერთი დაჭერითაა შესაძლებელი გაუგზავნოთ იგი მეგობრებს თუ წავშალოთ, ხოლო კონტექსტური მენიუდან მისაწვდომია სხვადასხვა ოპერაციების ფართო სპექტრი, უკაბელო დაბეჭდვის, სლაიდ–შოუს გაშვების და გამოსახულებათა რედაქტირების ჩათვლით.
ფოტორედაქტორი მდიდარია: ადვილია სურათის ჩამოჭრა, მობრუნება, წითელი თვალების ეფექტის მოშლა, ამა თუ იმ ფერში ტონირება, ჩარჩოებისა და წარწერების დამატება. მაგრამ ყოველივე ამის მერე ახალი სურათი ჩაწერას საწმაოდ დიდ ხანს ანდომებს – საკვირველია, რატომ ასე ნელა ამ სწრაფ პლატფორმაზე.
მედიაფორმატების მხარდაჭერის თაობაზე ვადასტურებთ შემდეგს: აისახავს გრაფიკა JPEG, GIF, PNG, ვიდეო MP4, FLV, აუდიო MP3, AAC, WMV. სამწუხაროა, რომ არ აქვს ვიდეფაილები AVI და მუსიკა OGG მხარდაჭერა (მაგრამ შესაძლებელია შესაბამისი სოფტის ჩაწერა).

კამერა:

აი მივაღწიეთ Satio–ს ყველაზე მთავარ, გემრიელ ნაწილამდე. კამერაში გამოიყენება, კამეროფონებისთვის ტრადიციული, ფიქსირებული ოპტიკური სისტემა. მასიური წარმოების მოდელებისაგან განსხვავება არის უფრო ხარისხიან სენსორში (Sony–ის წარმოება), რთული ავტოფოკუსის ქონაში, ”გაორმაგებულ” ელვანათებასა და რა თქმა უნდა, სურათის ინტელექტუალური დამუშავების ალგორითმების უდიდეს რაოდენობაში, რომლებსაც უბრალოდ ვერ გაუშვებ უფრო ნელ პროცესორზე.
ფარდის ჩხაკუნიდან კამერის გაშვებამდე საჭიროა 3–4 წამი, ფოკუსირებაზე სიტუაციის მიხედვით მიდის 2–4 წმი, დამუშავებაზე ფოტოების ჩაწერიდან – 1დან 3 წამამდე. მოკლედ, ”სწრაფმსროლელობა” საშუალოა – ზოგჯერ ეს არასააკმარისად სრაფად ხდება, ჩვეულებრივ კი პრობლემებს არ ქმნის. Sony-style–ის ინტერფეისი საკმაოდ ინტუიციურია – ეკრანის მარჯვენა ნაწილში გადაღების რეჟიმიდან გამოსვლასა და დეტალური დაყენებების გამოძახებაზე პასუხისმგებელი ორი ღილაკია. დისპლეის მარცხენა კიდის გასწვრივ ჩარიგებული არიან კამერის ძირითადი რეჟიმების გადამრთველიპიქტოგრამები.

პირველი ააქტიურებს სხვადასხვა სიუჟეტურ პროგრამებს (ავტო, პორტრეტი, პეიზაჟი, დოკუმენტების გადაღება, ღამის პორტრეტი, პლაჟი/თოვლი), მეორე მართავს გადაღების რეჟიმს (ჩვეულებრივი, პანორამა, BestPic, ღიმილის აღმოჩენა, გადაღება შეხებით), მესამე აკონტროლებს ელვანათების მუშაობას, მეოთხე ეხმარება ექსპოზიციის კორექტირებას (-2…+2 EV), ხოლო მეხუთეთი ჩაირთვება ”სრული ავტომატი”, როდესაც არანაირი დაყენება აღარაა მისაწვდომი.
ყველა ჩამოთვლილიდან კომენტარს საჭიროებენ გადაღების რეჟიმები. პანორამა – ესაა რამდენიმე სურათის პროგრამული შეწებება ერთ ფართოში. BestPic – SE–სთვის ტრადიციული სისტემაა, როცა მიყოლებით 9 სურათი კეთდება, რომელთაგანაც შემდეგ აირჩევა ერთი ან რამდენიმე იღბლიანი შესანახად. ღიმილის აღმოჩენა – ავტომატურად ცნობს კადრში სახეს, ფოკუსირდება მასზე, და თუ ნაპოვნი ადამიანი გაიღიმებს, ეკრანზე გამოაქვს მიმათითებელი პიქტოგრამა, რომ ყველაფერი მზადაა გადასაღებად. გადაღება შეხებით – სენსორული ეკრანის უპირატესობის რეალიზების საშუალებას იძლევა. ფოკუსირებაზე ზრუნვა აღარაა საჭირო – Satio მიმართეთ საჭირო მხარეს, შეეხეთ ეკრანზე მთავარ ობიექტს, რის შემდეგაც მასზე ფოკუსირება და სურათის ფიქსაცია თავისთავად მოხდება. კამერის დაყენებები თანამედროვე <<სასაპნეების>> ტიპიურია: გადაღების შეყოვნების ტაიმერი ავტოპორტრეტებისთვის, გამოსახულების ზომისა და პროპორციის არჩევა (2–დნ 12 მპ–მდე), ფოკუსირების მართვა (ავტო, მაკრო, უსასრულობა, სახეების ამოცნობა), თეთრის ბალანსის დაყენება და გამოსახულების ტონალური დამუშავება (შ/თ, სეპია და ა.შ.), აგრეთვე გამოსახულების ციფრული სტაბილიზატორის ჩართვა და გამორთვა. უკანასკნელი გვეხმარება ცუდი განათებულობის პირობებში ელვანათების გარეშე გადაღებების წარმოებაში.
დამატებითი დაყენებებიდან ავღნიშნავთ გეო–თეგინგის ჩართვასა და გამორთვას, გამოსახულების ავტომობრუნებას და BestPic–ის რეჟიმში ”სროლის” სიჩქარეს.

ვიდეოგადაღებას ტრადიციულად მოკრძალებული დაყენებები აქვს – შესაძლოა ამორჩევა გაფართოების (640х480–მდე), თეთრის ბალანსის და დამუშავებისშემდგომი ფერადი ეფექტების დაყენება. პირდაპირ ხედმძებნის ეკრანიდან შეიძლება ასევე გამორთვა და ჩართვა ღამის რეჟიმის, მინათების ნათურის, ექსპოზიციის დარეგულირება. ერთიანობაში, ჩამოთვლილი შესაძლებლობები საკმარისია ”მიმართე და გადაიღეს” ტიპის კამერისათვის, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ Satio მარჯვედ იკატუნებს თავს ციფრულ სასაპნედ, მწვავედ შეიგრძნობა მასში ოპტიკური ზუმის უკმარისობა. ასევე უცნაურია, რომ არაა გათვალისწინებული ISO-მგრძნობელობის რეგულირება, რომელიც ზოგჯერ არასპეციალისტებსაც ჭირდებათ. სამწუხაროდ, მწარმოებელი არ უთითებს მატრიცის ფიზიკურ ზომებს, მაგრამ არა მგონია იგი ტიპიური ტელეფონებისაზე –1/2.5″ დიდი იყოს. როცა ამ ძალიან მცირე ფართობზე განთავსებულია 12 მლნ. შუქმგრძნობი ელემენტი, მაშინვე ჩნდება კითხვა – როგორ არის საქმე გამოსახულების დეფექტებთან დაკავშირებით? ვჩქარობ გაუწყოთ – ისინი არსებობენ და საკმაოდ შესამჩნევადაც. EXIF–ის მონაცემების მიხედვით გრაფიკული ფაილებიდან, როდესაც სურათები კეთდება ISO100–ით, სურათი ზიანდება ყვითელი არტეფაქტების საგრძნობი რაოდენობით. გვახარებს ის, რომ კომპიუტერის ეკრანზე სრული ფოტოს ნახვისას ან ნაბეჭდზე დეფეკტები უბრალოდ არ ჩანს, ისინი ძალიან პატარები არიან. ISO80–ის შემთხვევაში, შენობის გარეთ, დებექტები ბევრად უფრო მოკრძალებული რაოდენობითაა.

ჩაყენებული დანართები:

კამერისა და მედიათეკის გარდა, Satio–ს მოდური მენიუ გვახარებს სტანდარტული დანართების S60 ფართო არჩევანით მცირე საფირმო დამატებებით. ვებ–ბრაუზერი Webkit–ის ბაზაზე კარგად ასახავს რთულ ვებ–გვერდებს, ხანდახან აჩვენებს ფლეშ–რგოლებსაც, მხარდაჭერას უცხადებს გვერდების გონივრულ მაშტაბირებასა და მინიატურულ რუქაზე ნავიგაციას, მთლიანობაში, სრულიად ერგონომიურია. საინტერესო გადაწყვეტებია ადაპტირებული ჩანართები – ისინი ფორმირდებიან ვებ–სერფინგის ისტორიის ანალიზის საფუძველზე და ხშირად მონახულებადი საიტები გადადიან ჩანართებში ავტომატურად.
შეტყობინებათა გაცვლის პროგრამა სტანდარტულის იდენტურია S60–ის პლატფორმიდან. იგი დიდად არ განასხვავებს SMS და MMS–ს, მისაღებ დონეზე მუშაობს ელექტრონულ ფოსტასთან და რამდენიმე ყუთთან, მაგრამ წერილებს HTML–ში არ ასახავს, უფრო ზუსტად, ასახავს მათგან მხოლოდ ტექსტს. ამასთან დამატებით SE გვაწვდის მოსახერხებელ დანართს, რომელიც აჯგუფებს SMS–ს ჩატში, მაგრამ იგი რატომღაც გადავიდა მენიუ ”გართობებში”. აქვეა დიქტოფონი (ჩაწერის დროის შეზღუდვა 1სთ–ია), FM-რადიომიმღები მარტივი ინტერფეისით, აგრეთვე საფირმო დანართი – TrackID მიკროფონიდან ჩაწერილი ფრაგმენტით მელოდიის ამოსაცნობად.

მენიუში ”ადგილმდებარეობა” მოთავსებულია ტრადიციული Google Maps, სტანდარტული დანართები GPS-ის დემონსტრირებისთვის, აგრეთვე სანავიგაციო პროგრამა WisePilot. იგი ეფუძნება ონლაინ სერვერების აქტიურ გამოყენებას, ამიტომაც ითვლება ტრაფიკის ნამდვილ შთამთქმელად. რუქა გამოიტანება რასტრული სახით, მაგრამ ამასთანავე აქვს კარგი ფუნქციონალობა: შესაძლებელია მარშუტების გაყვანა, რეალურ დროში ხმოვანი მითითებების მიღება მიზნისკენ მორიგი მანევრის განსახორციელებლად, და რაც მთავარია – ქსელში ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაციის მოძიება. მაგალითად, რამდენიმე შეხებით Wikipedia–ში შეიძლება იმ სტატიების წაკითხვა, რომლებიც ეძღვნება თვენგან უახლოეს ღირსშესანიშნაობებს. რაღათქმაუნდა, მისაწვდომია ტრადიციული POI, როგორებიცაა გასამართი სადგურები და აფთიაქები. შესაძლებლობები პროგრამას ბევრი აქვს, მაგრამ ყველა არ მუშაობს საქართველოში, მაგალითად, კონკრეტული ადამიანის მისამართის ძებნა. WisePilot–ის ინტერფეისი სასიამოვნო და გასაგებია.
კალენდარი და კონტაქტები S60–ს სტანდარტული და საკმაოდ ფუნქციონალურია, Nokia–სგან არ განსხვავდება მაღვიძარა მსოფლიო დროის ფუნქციით, განზომილების ერთეულთა კონვერტერი, PDF კითხვის პროგრამა, ტელეფონში მონაცემთა ძიება, ჩანიშვნები და კალკულატორი.
თავის მხრივ Sony Ericsson–მა დაამატა საბაზო ვერსია QuickOffice 4.2 (დოკუმენტების მხოლოდ დათვალიერება – რედაქტირებისთვის მოგიწევთ თანხის დამატება), Google–ში საძიებელი დანართი, ბლოგებში ფოტოსა და ტექსტების პუბლიკაციის ოსტატი, დანართი SMS preview–ი შემოსული შეტყობინებების პირდაპირ მორიგე ეკრანზე სანახავად, თამაშები ”ლაბირინთი” და ”სუდოკა”, აგრეთვე დეკორატიული პროგრამა MyLook, რომელიც რეგულარულად ცვლის სამუშაო მაგიდის ფონს ფერადოვან სურათებზე, პატრონის სურვილის მიხედვით. მიწოდების კომპლექტში არ შედის Java-დანართები, და არცაა საჭირო, მაგრამ მათი დაყენების შემთხვევაში წარმადობა იქნება კარგი.

კავშირი:

Satio–ს GSM-მოდული ოთხდიაპაზონიანია, მხარდაჭერილია მონაცემთა გადაცემა GPRS–დან HSPA–მდე. საუბრის გადაცემის ხარისხს ვერ უსაყვედურებ. დინამიკების სიმძლავრე საკმარისია როგორც საუბრის გადასაცემად, ასევე გამოძახების სიგნალების ჯეროვანი გახმოვანებისთვის. აქვს მორიდებული ვიბროზარი.
მონაცემთა გადაცემა ასევე წარმოებს Bluetooth 2.0–ითაც (პროფილები Serial Port, Dial-Up, File Transfer, Object Push, Headset, Handsfree, A2DP, Phonebook access), Wi-Fi (802.11 b/g) და USB. კომპიუტერში ჩართვისას შესაძლოა მუშაობის ერთ–ერთი რეჟიმის არჩევა (PC Suite, მედია გადაცემა, ბეჭდვა, გადაცემა ფაილებისა – mass storage), უკანასკნელში კოპირების სიჩქარე აღწევს 4 მბ/წ.
Bluetooth–თან და Wi-Fi–სთან მუშაობისას პრობლემები არ გვქონია, ისინი წყნარად მუშაობენ ერთდროულად, Wi-Fi–ს სიგნალის მიმართ მგრძნობელობა კარგია, დაცულ ქსელებში ჩართვა მიმდინარეობს ნორმალურად. ასეც იყო მოსალოდნელი კომუნიკაციის მხრივ კარგად აწყობილი S60–ის პლატფორმიდან.

აკუმულატორი, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა:

Satio–ში დაყენებულია ლითიუმ–პოლიმერის აკუმულატორი BST-33, 1000 მა/ს ტევადობით. მწარმოებლის განცხადებით ეს უზრუნველყოფს 11 საათამდე კავშირ–ურთიერთობას და 360 საათამდე ლოდინის რეჟიმში მუშაობას 2G ქსელში. ყოველდღიური მოხმარებისას, მცირე დატვირთვის შემთხვევაში აპარატი საჭიროებს დღეგამოშვებით დატენვას, რამდენადმე აქტიური მოხმარება კამერის, ბრაუზერის ან მედიაპლეერის იძულებულს გაგვხდის ყოველ საღამოს დავტენოთ ტელეფონი. ვიდეოჩვენების რეჟიმში გამორთული რადიომოდულით მუხტისაგან დაიცლება 4 საათის შემდეგ, ხოლო აუდიოპლეერმა იმავე პირობებში 11 საათზე ცოტა მეტხანს იმუშავა.

კომპლექტაცია:

  • მეხსიერების ბარათი microSD 8 გბ.
  • სტილუსი
  • სტერეოგარნიტურა MH300
  • USB-სადენი DCU-65
  • ქსელური ადაპტერი CST-75
  • ტყავის ფუტლიარი
  • სახელმძღვანელო ექსპლოატაციისათვის
  • CD დრაივერებით და პროგრამებით  Windows–სთვის

დასკვნა:

ყველაფრის გათვალისწინებით სატიო ძალიან კარგი და მძლავრი ტელეფონი გამოვიდა, შესანიშნავი მულტიმედიური შესაძლებლობებით და ფოტო გადაღების ხარისხით. მისი ღირებულება საწყის ეტაპზე 1500 ლარამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვაშიიგი რამდენიმე დღეში გამოჩნდება, სატიოს უკვე მრავალი ”ფანი” ყავს და მისი პოპულარულობა ეჭვს არ იწვევს.

იხილეთ ვიდეო:

სისტემური მახასიათებლები:

გამოშვების წელი: 2009
2G ქსელი: GSM 850/900/1800/1900
3G ქსელი: HSDPA 900/2100
ზომა: 112 x 55 x 13 მმ.
წონა: 126 გ.
ბატარეა: Li-Po 1000 mAh


დისპლეი:

  • ფერები: 16M
  • სენსორული ეკრანი
  • გაფართოება 360 x 640
  • ტიპი TFT
  • გამოძახების სიგნალები:

  • პოლიფონიური მელოდიები
  • ვიბროზარი
  • დიზაინი:

  • კორპუსის ტიპი: სლაიდერი
  • გართობა:

  • Java Yes, MIDP 2.0
  • FM-რადიო Radio Stereo with RDS
  • მედია ფლეერი MP3/WMA/WAV/RA/AAC/M4A music player
  • თამაშები
  • მეორე კამერა ვიდეო ზარებისთვის VGA
  • ფოტოკამერა: 2 MP
  • ავტოფოკუსი
  • ვიდეო
  • განათება
  • მობილური ინტერნეტი:

  • E-Mail-ის კლიენტი
  • WAP 2.0
  • HTML ბროუზერი HTML, RSS reader
  • EDGE Class 10, 236.8 kbps
  • GPRS Class 10 (4+1/3+2 slots), 32 – 48 kbps
  • HSCSD
  • ორგანაიზერი:

  • კალკულატორი
  • დიქტოფონი
  • დამგეგმავი
  • მაღვიძარა
  • საათი
  • კალენდარი
  • მეხსიერება:

  • შიდა მეხსიერება 128 MB
  • მეხსიერების ბარათის სლოტი microSD (TransFlash), up to 32GB, 8GB included
  • შეტყობინებები:

  • MMS
  • SMS
  • კომუნიკაცია:

  • BlueTooth v2.0 with A2DP
  • USB Interface v2.0
  • WLAN Wi-Fi 802.11 b/g, DLNA
  • 3G HSDPA, 7.2 Mbps; HSUPA, 3.6 Mbps
  • GPS-მიმღები with AGPS support
  • მართვა:

  • ხმით დარეკვა
  • სხვა:

  • Loud Speaker
  • ოპერაციული სისტემა Symbian Series 60, 5th edition
  • წყარო: mobi.ge