loading...

«

»

აპრ 26

Sony Ericsson XPERIA X2

მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანია სონიერიქსონმა დააანონსა ახალი ტელეფონი XPERIA X2, იგი იქნება უკვე ასე პოპულარული X1_ის გაგრძელება და გაუმჯობესებული ვარიანტი. X2 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Microsoft Windows Mobile 6.5 Professional_ზე და გამორჩეული იქნება თავისი შესაძლებლობებით…

Sony Ericsson XPERIA X2 აღჭურვილი იქნება 800 x 480 პიქსელის მქონე სენსორული ეკრანით, რომელსაც შეეძლება 65 ათასი ფერის ასახვა, ასევე სრული QWERTY კლავიატურა და ოპტიკური ჯოისტიკი, რომელიც საკმაოდ მოხერხრბულია და აპარატთან მუშაობას საკმაოდ აადვილებს. ახალი ”ჯიბის კომპიუტერი” გამოირჩევა ასევე მუსიკალური შესაძლებლობებითაც, მუსიკის ჟღერადობაზე იზრუნებს ორი მძლავრი დინამიკი, რომლებიც მოთავსებულია ტელეფონის ზედა და ქვება მხარეს…
კიდევ ერთი შესამჩნევი სიახლეა 8 მეგაპიქსელი კამერა სახის ამოცნობის ფუნქციით. უნდა ითქვას, რომ ესაა პირველი Windows Mobile, რომელსაც აქვს კამერის ასეთი რეზოლუცია…

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 1900 / 2100 მეგაჰერცი სიხშირე
  • QWERTY კლავიატურა
  • TFT სენსორული დისპლეი 800 x 480 პიქსელით
  • 3,5 მმ. აუდიო/ვიდეო გამომსვლელი
  • 110 MB შიდა მეხსიერება
  • microSD ბარათის სლოტი მაქს. 16GB
  • 256 MB ოპერატიული მეხსიერება
  • HSDPA, 7.2 მბ/წმ მესამე თაობის სტანდარტი
  • Wi-Fi უკაბელო ინტერნეტი
  • Bluetooth v2.1 A2DP მხარდაჭერით
  • 8 MP კამერა განათებით
  • GPS ნავიგაცია
  • MP4/Xvid/WMV9/H.263/H.264 ვიდეო ფლეერი
  • TV Out
  • Word, Excel, PowerPoint, OneNote, PDF კლიენტი
  • Li-Po 1500 მა/ს აკუმულატორი

Sony Ericsson XPERIA X2 გაყიდვაში გამოვა ამ წლის მეოთხე კვარტალში და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ იგი გაყიდვებში პირველ ადგილს დაიკავებს. მისი სავარაუდო ღირებულება ჯერ უცნობია.

იხილეთ ვიდეო:

წყარო: mobi.ge