loading...

«

»

აპრ 29

კავკასიური სამზარეულო. ნაწილი 2


სანახავად შედით სრულიადში

კვერცხის სალათა

10 კვერცხი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
2 ცალი სტაფილო
2 ცალი ბოლოკი
1 კონა მწვანე სალათა
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
200 გ მაიონეზი
შავი პილპილი
მარილი გემოვნებით

მოხარშული კვერცხი დავჭრათ 4 ნაწილად.შევურიოთ გახეხილი სტაფილო , ბოლოკი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა , ოხრახუში, უცხო სუნელი, მარილი,მაიონეზი და კარგად ავურიოთ. ავიგოთ თეფში, დავაწყოთ სალათის ფოთლები, დავდოთ გამზადებული სალათა და ზემოდან მოვასხათ ბადისებირად მაიონეზი.
———————————————————————————————————
”საზაფხულო”

5 კარტოფილი
1 კონა მწვანე ხახვი
5 კვერცხი
1 კონა ქინძი
1 ქილა მაწონი
1 კონა კამა
1 ქილა არაჟანი
2 ცალი კიტრი
200 გ წყალი
მარილი გემოვნებით

წვრილად დავჭრათ მოხარშული კვერცხი და კარტოფილი. შევურიოთ მაწონი, არაჯანი,წყალი (გადადუღებული, ცივი), მწვანე ხახვი, ქინძი, კამა და დაჭრილი კიტრი. გავაციოთ მაცივარში და ისე მივიტანოთ მაგიდასთან.
———————————————————————————————————

ხორცის სალათა
1 კგ ხორცი
3 თავი ხახვი
1 ქილა მაიონეზი
1 კონა ოხრახუში
6 კბილი ნიორი
უცხო სუნელები, ქონდარი. წიწაკა, მარილი გემოვნებით

მოხარშული ხორცი დავგლიჯოთ. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი, ნიორი, ოხრახუში და სანელებლები დავუმატოთ ხორცს და კარგად ავურიოთ. ბილოს მოვასხათ მაიონეზი და მივიტანოთ მაგიდასთან.
———————————————————————————————————

ბადრიჯანი ნიგვზით

საჭირო პროდუქტი:
1-2 კგ. ბადრიჯანი
1,5-2 ჩიქა ნიგოზი
3-4 თავი ნიორი
3-3 ძირი ოხრახუში, ნიახური, რეჰანი,
ქინძი, ძმარი, წიწაკა, მარილი – თქვენი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბადრიჯანს დავაჭრათ ყუნწები. დანით ღრმად დავსრისოთ. ჩავყაროთ ქვაბში და ვხარშოთ თავისივე წვენში. ამოვიღოთ, დავაწყოთ ლანგარზე და ზევიდან დავადოთ რაიმე მძიმე საგანი, რათა მაქსიმალურად გამოიწუროს წვენი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი და მწვანილი კარგად ავურიოთ და ამ მასით ამოვავსოთ ბადრიჯანი. დავალაგოთ თეფშზე და მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
———————————————————————————————————

ქათმის ჩიხირთმა
საჭირო პროდუქტი:
ქათამი, 800-900გ.
4 კვერცხი
4-5 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი ძმარი
3 ჩაის კოვზი პურის ფქვი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა)
ნახევარი ჩიქა წვრილად დაჭრილი ქინძი
მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და თავისივე წვენში მოვშუშოთ, მანამ სანამ მისი ხორცი ვარდისფერს არ მიიღებს. შემდეგ ჩავამატოთ ხახვი და ქინძი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით წვრილად უნდა იყოს დაჭრილი. ვხრაკოთ ნელ-ნელა და თან ვურიოთ. შემდეგ მოვაყაროთ მარილი გემოვნებს მიხედვით და დავუმატოთ დაახლოებით ათი ჭიქა ცივი წყალი. ვადუღოთ.  იმავე ქათმის ბულიონში ავლესოთ პურის ფქვილი და კვლავ ვადუღოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, კარგად ავურიოთ 4 კვერცხის გული, დავამატოთ თეთრი ღვინის ძმარი. ერთ ჩაის კოვზ ზაფრანას დავასხათ ერთი მესამედი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათის შემდეგ გადავწუროთ. სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.
———————————————————————————————————

ლობიო ნიგვზით

საჭირო პროდუქტი:
1 კგ. ლობიო
2 თავი ხახვი
1,5 ან 2 ჭიქა ნიგოზი
ნახევარი ჭიქა ძმარი
2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი
3-4 ძირი ოხრახუში
მარილი, ნიორი და წიწაკა თქვენი გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარგად მოხარშულ ლობიოს, წვენი მოვაცილოთ. ძმარში ავურიოთ დანაყილი: ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, ქინძის თესლი, ოხრახუში, მარილი და ყველეფერიეს ლობიოსთან შევზილოთ. ზემოდან მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში.
———————————————————————————————————

ლობიოს ძალიან უხდება მჭადი და ღომი.

ღორის კუჭმაჭი
საჭირო პროდუქტები:
1 კგ. კუჭმაჭი
2-3 თავი ხახვი
2 ჩიქა ნიგოზი
5-6 ძირი ქონდარი
2 კბილი ნიორი
1 ცალი ბროწეული
დანარჩენი: (ყვითელი ყვავილი, წიწაკა, ქინძი, სუნელი) გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:

კუჭმაჭი კარგად გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, ჩავყაროთ წყალში და ვხარშოთ. შემდეგ გავაცივოთ, მოხარშული ხორცი დავჭრად წვრილად.  დავუმატოდ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, სუნელი, ნიორი, მარილი. ყველაფერ ამას დავასხათ ბულიონი. დავამატოთ გემოვნების მიხედვით ძმარი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში.  თუკი გამზადებული კერძი ზედმეტად მშრალი მოგეჩვენებათ, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ, მოვაყაროთ ბროწეულის დარჩეული მარცვლები.

წყარო: elen.ge