loading...

«

»

აპრ 30

ნიკო გომელაურის ლექსების კრებული


ეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი აუცილებლად დაგაინტერესებთ
მეტის სანახავად შედით სრულიადში

 

***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
***
იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი…
***
მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…
***
აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?…
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…
***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება…
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა…
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის…
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია…
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები…
***
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები…
***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
– მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს…
***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?
***
,,რა მემართება? რა მემართება?”
– მაინც თავისით წარიმართება . . .
***
…რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი…
***
რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში…
***
ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
***
ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
– მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
***
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .

Share Button

217 comments

Skip to comment form

  1. avatar
    ნათია

    avatarნიკო გომელაურიი არის ადამიანიი რომლის მსგავსიი პოეტი ჯერ არ არის 21 საუკუნშიი ძალიან საწყენიაა მისი იმ ქვეყნად წასვლაა მაგრამ ის ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებ :(:(:(:(:(

  2. avatar
    ნათია

    avatarნიკო გომელაურიი არის ადამიანიი რომლის მსგავსიი პოეტი ჯერ არ არის 21 საუკუნშიი ძალიან საწყენიაა მისი იმ ქვეყნად წასვლაა მაგრამ ის ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებ :( :( :( :( :( :( :|:|

  3. avatar
    ანი

    avatarუმაგრესი ადამიანიი… ! ძალიან მიყვარსს.. ! ჩვენ დავკაგეთ დიდი პოეტი მაგრამ ის მუდამ ჩემ გულში იცოცხლებს… ! :*:*:* :((:(:(:(

  4. avatar
    ნატია

    avatarნიკო გომელაური 21 საუკუნის ყველაზე მაგარი მწერალი იყო,,,დზალიან მომენატრება მაგრამ მისი სჰემოქმედება მუდამ ცჰვენ გვერდიტ იქნებააააა

  5. avatar
    ელეონორაა :)))

    avatarნიკო გომელაური მართლაც უძლიერესი მწერალი იყო… მაგრამ ცუდიააა რო მას სიკვდილის მერე ვაფასებთ… :(( მაგრამ ყველა გენიოსი ხო საერთოდ სიკვდილის მერე უფრო ფასდება…:(:(:( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :(

  6. avatar
    მარიამი

    avatarვაიმეე ვაფრენ ნიკო გომელაურზეეეეეე <3<3 რატომ გარდაიცვალა

  7. avatar
    გრიზლი

    avatarნიკო გომელაური ლეგენდა მას უყვარდა პოეზია წრპელი მას არ ერქვა ვიგაც გულის შური და ამიტომ დაპასა ყველამ რომ წავიდა ჩვენი კიკო ჩვენგან

  8. avatar
    სვანი

    avatarყველაზე მაგარი ადამიანი არასდროს დაგივიწყებს ქარტველი ხალხი უდიდესი პოეტი და მსახიობი…… :((

  9. avatar
    tatikuna_18

    avatar :o:o:o:o@ ანანო:როგორ ხარ?გეთანხმები მაგაში

  10. avatar
    aaNNiiiee!!!!

    avatarvgiiiiijdeeeeebiii aaaaammm aaadaaaamiiiaaaannnnzeeee maaaaboooodeeebbsss aaiii meeekeeteebaa daaa cuddiiiaa roooom chveeeenntaaan aaaagaaaar aaariiiisss :( :( :( :( :( :( :( :(

  11. avatar
    მეგი

    avatarძაან მაგარი ლექსებია ნიკო გომელაური…. ნატელსი აცხუნოს მისი სული :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  12. avatar
    ლალა

    avatar@ ანანო:
    გეტანხმებიი

  13. avatar
    giorgi

    avatarგაიხარე გაიხარეე.. მადლობ ძლივს ვიპოვე ეს .. კრებული მადლოოოობ :-) :-) :-) :-)

  14. avatar
    ხატუნა

    avatarდზაან მაგარია ნიკო გომელაურიი :D:D (K) :) :@

  15. avatar
    შაკო

    avatarმაგარი ადამიანი

  16. avatar
    სოფო

    avatarაი! დაიმალა სამარტალი და ნეტა რატო ვის გამო ასეთი უმაგრესი პოეტი დავკარგეთ და ეს ძალიან ცუდია :( :( მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არის შესაძლებელია მასავით კარგი ადამიანი კიდევ გამოჩდეს :wink::wink: იმედს ნუ დავკარგავთ :-) :-)

  17. avatar
    sopo

    avatarაი! დაიმალა სამართალი ასეთი მაგარი პოეთიდავკარგეთ და ნეტა რატო????? :( :( :( :( იმიტორო ჩვენ ვერ შევიდახეთ ასეთი ადამიანი ასეთი პოეთი მაგრამ გამოსავალი ყოველტვის არის გული არ უნდა დავიწყვიტოთ გამოჩდება ასეთი ადამიანი დამიჯერეთ :-) :-) :-) :-)

  18. avatar
    ნო

    avatarმიყვარს ეს კაცი უზომოდ მისი სახელი სულ ჩემს გულში იქნება….არ უნდა კვდებოდეს ასეთი ადამიანები მაგრამ ეს ყველაფერი უფლის ნებაა :( :( :( :( :( :( :( :(

  19. avatar
    ირაკლი

    avatarყველაზე მაგარი ადამიანი

  20. avatar
    tevzi

    avatarმართალია ნიკო წავიდა იმ ქვეყნად მაგრამ ჩვენს გულებში ის მუდამ იქნება და არასოდეს წავაააააააააა

    მეთანხმებით?

  21. avatar
    tevzi

    avatarმაგარი ადამიანი იყო არის და იქნებაქნებააააააა

  22. avatar
    ვლადიმერი

    avatarმართლა ძალიან საწყენია ესეთი ადამიანი რო გამოაკლდა საქართველოს. ძალიან საწყენია :( :( :( :( :( :(

  23. avatar
    ნატა

    avatardzaaaaaan magariiii leqsebia
    :arrow::arrow:

  24. avatar
    ნიკა

    avatar@ ნათია:
    მე ძალიან მიყვარს ნიკო გომელური და ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენც გიყვართ…იმედი მაქ როგორც ეხლა არიან შ :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) ოტა ილია აკაკი ისე იქნება მომავალში ნიკო გომელაური :( :( :( :( :( :( ძალიან მეცოდება და მუდამ იქნება ცჰემს გულში მის მოგონებები მე მას პირადად ვიცნონდი და თავისებური ადამიანია და ამითარის გამორჩეული და ამიტომაც მიყვარს

  25. avatar
    ნიკა

    avatarმე ძალიან მიყვარს ნიკო გომელური და ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენც გიყვართ…იმედი მაქ როგორც ეხლა არიან შ :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) ოტა ილია აკაკი ისე იქნება მომავალში ნიკო გომელაური :( :( :( :( :( :( ძალიან მეცოდება და მუდამ იქნება ცჰემს გულში მის მოგონებები მე მას პირადად ვიცნონდი და თავისებური ადამიანია და ამითარის გამორჩეული და ამიტომაც მიყვარს

  26. avatar
    levani

    avatarmagari xar niko :oops::oops::oops::oops::oops::oops::oops: :oops
    :

  27. avatar
    ლუკა

    avatarგომელაური არის ჩემი სიცოცხლე მე უიმისოდ ცხოვრება არ ვიცი როგორ გავაგრძელე მიყვარს და მეყვარება ჩემი ცხოვრეის ნაწილია და როგორც ის იტყოდა მე მასში მიყვარს ღმერთი! 8O8O8O8O8O8O8O8O

  28. avatar
    ნანა

    avatarნიკო უკვდავია ჩვენს გულრბში.როგორც ილია,ვაჯა,აკაკი….. :-) :-) :-) :-)

  29. avatar
    ნია

    avatarვაიმე რა მაგარი ადამიანი იყოოო და ძაან მაგარ ლექსებსაც წერდა. :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  30. avatar
    ნია

    avatarძალიან მაგარი ადამიანი იყო და ძაან მაგარ ლექსებსაც წერდა :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  31. avatar
    ეკო

    avatar :cry::cry::cry::cry::cry::cry:

  32. avatar
    ეკო

    avatarწავიდა ჩვენგან შორს ,http://love-love.ucoz.com/_nw/0/68707133.jpg შედიტ აქ

  33. avatar
    T.V

    avataryoveltviis…mudam.. yovel wams… yovel wuts… yovel dge.. icocxlebs Chvens gulebshIiiiiii… umagresi msaxiobi.. adamiani da poetii…. :( :( :( :(

  34. avatar
    თენგო

    avatarნიკო მართლა ბუმბერაზი პოეტი იყო. მისი ლექსების არსი მართლაც რომ ყოველი ადამიანს ტრიუმფალურ გზაზე მიმავალს და საერთოდ უბრალო ადამიანსაც აფიქრებს და ასევე ამით ცხოვრებასაც სწავლობს.

  35. avatar
    თენგო

    avatarნიკო წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ის მაინც დარჩა ჩვენთან; დიახ ნიკოს შემოქმედება, უდიდწესი განძი ჩვენთანაა. დიახ ის ჩვენთანაა.

  36. avatar
    ELEE :**

    avatar :wink::wink:@ ნათია:

  37. avatar
    qeti

    avatar@ ანანო:
    MiyVars nIkoo GomeLaurii.GhmerTma AcxovNos misii Suli

    (Tu Ar mikeTia Satvale Brma Var Chatvale) :lol::lol::lol::lol::P :P :roll::roll:

  38. avatar
    qeti

    avatarტუ არ მიკეტია სატვალეე ბრმა ვარ

  39. avatar
    pufi

    avatar :|:|:|:|:|:| მომენატრაა ((((((((

  40. avatar
    მზია

    avatarაი წასვლაც ამას ქვია კაცის
    სიყვარული არ წაიღო დარჩა
    დაბრუნდება ის ფიფქებად მოდის
    ყველა მისთვის ვინს უმისოდ დარჩა.

  41. avatar
    მაია

    avatarნიკო თავის ლექსებით ტერენტი გრანელს მაგონებს :cry::cry::cry::cry:

  42. avatar
    დინა

    avatar@ pufi:
    ცჰვენც მოგვენატრა:(:(:( :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  43. avatar
    თიკო

    avatarმაგარია :)

  44. avatar
    გიო

    avatarძალიან მაგარი კაცი იყოოოოო..: მაგარი ლექსები ქონდა………

  45. avatar
    მარი

    avatar :arrow::arrow:მიყვარდა,მიყვარს და მეყვარება ნიკო :( :( :( :(

  46. avatar
    ანი

    avatarძალიან მიყვარს ნიკო გომელაური…ყოველთვის პატივს ვცემდი მის შემოქმედებას…მიყვარს მისი ლექსები…პიროვნება…ადამიანი…ძალიან მენატრებაა….

  47. avatar
    გიორგი

    avatarყველასტვის სანატრელი,,ყველასტვის საყვარელი…

  48. avatar
    ეთერი

    avatarძალიან გვიან გავეცანი მის ლექსებს. აღფრთოვანებული ვარ. მენანება ასეთი ადამიანის გარდაცვალება.

  49. avatar
    მარიამი

    avatarეს ადამიანი არ არის უბრალოდ პოეტი რომელსაც პატივს ვცემ.ეს არის ადამიანი რომელმაც ჩემს გულს შეეხო და იმდენადაც კი რომ დიდი კვალი დატოვა მან ჩემში.დატოვა იმ დიდი ადამიანის იმ დიდი ლეგენდის კვალი რომელსაც ნიკო ქვია.ის მუდამ იყო არის და იქნება თანამედროვეობის დიდი მამა რომლის გარეშეც ჩვენ გაგვიჩირდება.მაგრამ უნდა ვიცოცხლოთ ნიკოსთვის იმისთვის რომ იმას ვინც არ იცნობს ნიკოს შემოქმედებას გაიცნოს და ჩვენსავით შეიყვაროს იგი. გაუმარჯოს ნიკოს ყველა მოყვარულს. :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::roll::roll::roll::roll::roll::roll::roll::roll:

  50. avatar
    ნინო

    avatarამ კაცმაკიდევ ერთხელ გვითხრა, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. სიცოცხლე მშვენიერია და სიყვარულით სავსე თუ კი ამას შევძლებთ , დავინახავთ, რომ ………

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>