loading...

«

»

აპრ 30

ნიკო გომელაურის ლექსების კრებული


ეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი აუცილებლად დაგაინტერესებთ
მეტის სანახავად შედით სრულიადში

 

***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
***
იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი…
***
მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…
***
აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?…
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…
***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება…
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა…
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის…
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია…
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები…
***
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები…
***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
– მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს…
***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?
***
,,რა მემართება? რა მემართება?”
– მაინც თავისით წარიმართება . . .
***
…რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი…
***
რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში…
***
ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
***
ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
– მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
***
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .

Share Button

217 comments

Skip to comment form

  1. avatar
    ანი

    avatarძაან მაგარი ლექსებია.ბრავოოო

  2. avatar
    ტამარა

    avatarნიკო გომელაური არასოდეს მოკვდება… :-) :-) :-) :-)

  3. avatar
    ტამარი აა

    avatarნიკო გომელაური არასდროს მიკვდება ის მუდამ იქნება ცჰვენს გულებსჰი და მეხსიერებასჰი..

  4. avatar
    skdfs

    avatarნეტავ კიდევ ცოცხალი იყოს :oops::oops::cry::cry::( :(

  5. avatar
    ლუკა

    avatarნიკო გომელაური არის ისეთი ადამიანი რომელიც მუზას გულიდან გლეჯდა და შემდეგ წერდა ლექსს

  6. avatar
    სოფო

    avatarნიკო არ მოკვდება სანამ ჩვენ არ მოვკვდებით:)))))))

  7. avatar
    jilda

    avatarniko gomelauri ar momkvdara, arc mokvdeba is kidev bevr saukuneebs gauzlebs…………………………………………………………………………….
    .

  8. avatar
    ლაშა

    avatarნიკო გომელაური იყო ისეთი ადამიანი რომელსაც უყვარდა საქარტველო მას უყვარდა თავისი საქმე საცართველომ დიდი ადამიანი დაკარგა მისი სახით ის ისეტ დროს დააფასეს როდესაც მას ეგონა რომ არავის აგარ ახსოვდა და ის დაგონებული იკო რომ მისი შრომა ესე იფანტებოდა ხალხმა ის სულ ბოლოს დააფასა

  9. avatar
    ლუკა

    avatarნიკო გომელარუი არის კველაზე კარგი კაცი ის ცოცხალია და ამ საქართველოს არ გამოაკლდება ის არის დზალიან კარგი კაცი კეტილი,
    მას დზალიან უკვარს ადამიანები და მეც დზალიან მიკვარს იმიტომ რომ დზალიან კეტეილი და ჯკვიანია მე ვუსურვებ რომ დიდხანს იცოცხლოს
    :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-)

  10. avatar
    ლუკა

    avatar@ ეკა:
    იგი კიდე ცხვორობს ამ ქვეკანაზე

  11. avatar
    მარი

    avatarეს ადამიანი დზალიან მიყვარს უზომოდ :cry::cry::cry::cry::cry::cry:

  12. avatar

    avatarniko miyvarxar caan magrad da caan magrad menatrebi :( :( :( :( :( :(

  13. avatar

    avatarmiyvarxaar

  14. avatar
    qrisw

    avatarnikooo rogor minda cocxali iyoooo cudia rom gardaicvale dzalian miyvarzar :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  15. avatar
    ნანიკო

    avatarმიყვარს…… :( :(

  16. avatar
    ლევანი

    avatarყველაზე მაგარი პოეტი იყო.უცნაური და შთამბეჭდავი :( :( :( :( :( :( :( :( :D:D

  17. avatar
    ქეთო

    avatarამბობენ: ,,ღმერთს თავისთვისაც კარგები უნდაო” ალბათ ამიტომ წაგვართვა ნიკო :( :( :( :(

  18. avatar
    გიორგი

    avatar 8O8O:x:x როგორ ხაარრრ

  19. avatar
    მარი

    avatarმე ძალიან მიყვარდა ნიკო და ჴძაან ცუდია ასე ნაადრევად რომ დატოვა სამყარო,მაგრამ ამბობენ რომ უფალს თავისთან საუკეთესოები მიყავსო ეს ასეა რადგან ნიკო ყველასტვის საყვარელი პიროვნება და პოეტი იყო ასევე ჩემტვისაც. :(

  20. avatar

    avatarმე მინდა მქონდეს თბილი სახლი…. სიტყვები რომელიც ყველამ კარგად ვიციტ ნიკო გომელაურს ეკუთვნის :(

  21. avatar
    სოფო კალანდაძე

    avatarიგი არის იყო და იქნება მუდამ. მე მას არასდროს დავივიწყებ და მის ლექსებზე ყოველთვის ავტირდები, მის კინოებზე ყოველთვის გავიციცნებ და ავტირდები.. აუცილებელია წავიკიტხოთ მისი ლექსები რომ არ დაგვავიწყდეს მისი გენიოსობა. ის ყოველთვის დარჩება როგორც მისი ლექსები. :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  22. avatar
    მარი

    avatarნიკოო დძალინ მინდა ცოცხალი იყოოოო……შენი სიტყვები სულში გულში მწვდებააააააა :( :(

  23. avatar
    სალომე

    avatarსანამ ნიკოს ლექსებს წავიკითხავთ,სამან მის შემოქმედებას არ დავივიწყებთ-ნიკო მუდამ იცოცხლებს…ძალიან მიყვარს მისი ლექსები,არ მბეზრდება კითხვა არასდროს… :( :(

  24. avatar
    სალომე

    avatar@ tengizi:
    კარგია ეგ,რომ გვახსოვს…მართლა უმაგრესი სიტყვებია…

  25. avatar
    მარიტა

    avatarნიკო იყო არის და იქნება XXI საუკუნის ყველაზე მაგარი პოეტი, მსახიობი და ზოგადად ადამიანი
    ძალიან სამწუხაროა არმ ნიკო იმ ქვეყნად წავიდა ტუმცა არ ვტვლი რომ მან ჩვენ დაგვტოვა იგი ყოველტვის ახლანდელ დროში ნდა მოვიხსენიოთ და არა-იყო

  26. avatar
    მარიტა

    avatarნიკო ძალიან მენატრებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :(

  27. avatar
    toko

    avatarzalian magari adamiani iyo da zalian miyvars misi shemoqmedebba, samwuxaroa rom ese adre wavida amqveynidan :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :(

  28. avatar
    ანანო

    avatarვგიჟდები ნიკოზე

  29. avatar
    სალომე

    avatarნიკო მაგარი იყო,რა ცუდია წარსულში ლაპარაკი… :( :( ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება…

  30. avatar

    avatarვაიმეეე :X:X მაფაანაატებსს :wink::wink::wink::wink: ვაბოდებბ ::*:* უაზროდდ მიყვარსსს !!

  31. avatar

    avatar@ სალომე:
    Getanxmeebiii Uazrodd Gviyvaardaa Daa Exlaacc uazrodd gviyvarss <3 !!!

  32. avatar
    სალომე

    avatarმეც გეთანხმებით გოგოებო,გვიყვარდა და ახლაც გვიყვარს…

  33. avatar
    გეორგიო

    avatarძნელია ნიკოზე ისაუბრო როგორც უკვე წასული იმ ქვეყნად, მაგრამ ნიკო არ იყო უბრალო ადამიანი ის იყო ისეთი როგორიც ალბათ მხოლოდ რჩეულები არიან. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენი კეთილგანწყობისა ნიკოსადმი, ჩვენ ის მაინც ვერ დავაფასეთ ისე როგორც ეს მას ეკუთვნოდა, და ცოტა მენტალიტეტში გაგვიჯდა ის რომ, ჩვენ ნიკოსნაირ ადამიანებს ვაფასებთ მასშინ როცა ისინი ამ ქვეყნად აღარ არიან . . . . . . .

  34. avatar
    თორნიკე

    avatarაუ რა კაცი გარდაგვეცვალა :( :( :( :(

  35. avatar
    ნათია

    avatarსასწაულია ეს ადამიანი

  36. avatar
    გვანცა

    avatar@ ნათია:
    მართალი ხარ ის ცჰვენს გულებსჰი მუდამ იქნება და ის არასდროს არ დაგვავიწყდება არ დაგვავიწყდფება მისი ლექსები და სჰემოქმედება :D:D:D : :( :( :( :( :( :( :( :(

  37. avatar
    ქეთი

    avatarძაან მაგარი ადამიანი იყო….ძალიან მიყვარს მისი ლექსები…. :( :( :( :( :( :(

  38. avatar
    ზიზი

    avatarუმაგრესი პოეტი და მსახიობი….ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ….ნიკო გვენატრები<3<3<3

  39. avatar
    ზიზი

    avatarუმაგრესი მსახიობი და პოეტი….ნიკო გვენატრები<3<3<3

  40. avatar
    ზიზი

    avatarუმაგრესი პოეტი და მსახიობი….ნიკო გვენატრები<3<3<3

  41. avatar
    ნინი

    avatarაბა ეს კაცი უნდა მომკვდარიყო და საშინელებთა ფილმებიდან გადმოსული ჯოჯოხეთის მოციქულები კიდე ამ ქვეყანაზე დააბიჯებდნენ?

  42. avatar
    ეკა

    avatarნიკო სასწაულია.

  43. avatar

    avatarუძლიერესი :( :( ცუდია ნიკომ რომ დატოვა თავისი ქვეყანა :( :( ! ))

  44. avatar
    სალოო

    avatarნიკოო ძააან ძაან მიყვარხარ,ყველაზე ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ :cry::cry::cry::cry::cry::cry:

  45. avatar
    მარიამიი

    avatarვაიმე უზომოდ მიყვარს :((( და დზალიან დზალიანნნ მომწონს ამის ლექსებიიი.. უმაგრესი პიროვნება იყოო :(((( ესეტი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენნ(((((( <3<3<3 ცჰემი ტკივილია

  46. avatar
    ramazi xokerashvili

    avatarniko shen chemtvis cocxali xar da ar sheveguebi imas rom daigupe :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( NIKO MAGARI XAR :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :oops::oops::oops::oops::oops::oops:

  47. avatar

    avatarვგიჟდები ამ ადამიანზე, დზ მიყვარსსს, უზომომოდ, უგონოდ, მეკეტებაა შენზე ნიკოოოო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნებიი სამარადისოოდ :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  48. avatar

    avatarმიყვარხარ ნიკოო :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  49. avatar
    რუსო

    avatarნიკო სენმა გარდაცვალებამმ ყველა ადამიანს დიდი სევდა დაუტოვა გულსი დზალიან კარგი კაცი იყავი დიდი მადლობა რომ ახალგახალგაზრდობას დაგვიტოვე ესეტი კარგი ლექსები და მოგვეცი სჰანსი იმისა რომ წავიკიტხოტ და დავტკბეტ სულ მიყვარდი და მეყვარები

  50. avatar
    შორენა

    avatarძაან მაგარი და ბრძენი პიროვნება :cry: ლექსები ამაზე მეტყველებს :cry::cry:და ძაან მწყდება გული რომ ამ ქვეყნად აღარ არის :cry: მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ბედნიერება რომ მის ლექსებს გავეცნოთ და უფრო შევიყვაროთ იგი :cry::cry:რადგან ის წერდა სევდიან,ლოგიკურ, ბრძნულ და ცხოვრებისეულ ლექსებს :cry::cry:და ის მისაბაძი პიროვნებაა მაგრამ ჩემი აზრით ადვილი არ არის იყო ნიკოსნაირი ადამიანი :cry::cry::cry::cry:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>