loading...

«

»

აპრ 30

ნიკო გომელაურის ლექსების კრებული


ეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი აუცილებლად დაგაინტერესებთ
მეტის სანახავად შედით სრულიადში

 

***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
***
იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი…
***
მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…
***
აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?…
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…
***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება…
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა…
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის…
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია…
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები…
***
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები…
***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
– მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს…
***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?
***
,,რა მემართება? რა მემართება?”
– მაინც თავისით წარიმართება . . .
***
…რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი…
***
რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში…
***
ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
***
ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
– მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
***
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .

Share Button

217 comments

Skip to comment form

  1. avatar
    დემეტრე

    avatarნიკო ყოველთვის ჩვენთან იქნება

  2. avatar
    დიანა

    avatarაუუ როგორ მიყვარს ნიკო გომელაურის ლექსებიი :lol::lol::lol::lol::lol::lol::lol::lol:

  3. avatar
    nugzar

    avatarmagari kaci iyo dezalian………………….

  4. avatar
    ნინიკოოოოოოოოოოოოოოოო

    avatarმე მიყვარს ნიკოოოოოოო

  5. avatar
    ქეთიიიიიიი

    avatarნიკოოოოოო მიყვარხარ და მენატრებიიიიიიი ვაფრენ შენს ლექსებზე განსაკუთრებით თბილისზეეე;
    ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
    აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
    აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
    აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
    აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
    აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
    აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
    ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
    :cry: :(

  6. avatar
    მარიამი

    avatarმენატრება =( ყველაზე მეტად მენატრება =( ადამიანი, რომლის მსგავსიც კი არ დაიბადება =(უდიდესი ტკივილი ჩემი =( ნეტავ იმდენი დრო მოგცა ისევ ღმერთმა რომ დაგვიბრუნდე და 1 ლექსი მაინც დაგვიწერო =( განუმეორებელი და ერთადერთი ადამიანი =( მიყვარხარ ნიკო ♥

  7. avatar
    ნანა კვარაცხელია

    avatarნიკო მართლაც განუმეორებელია…..ძალიან საწყენია რომ ასეთი ადამიანები ჩვენთან აგარ არიან :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry:

  8. avatar
    edita

    avatargmertma sasupeveli dagimkvidros..:) dzaan magari adamiani iyavi chventvis xar da mudam iqnebii.. :**. sheni leqsebi dzalian miyvars gansakutrebit jojoxetshi ibeveben adgilebs..:))..magari kaci xar ! :***

  9. avatar
    bacho

    avatargomelauri kaci
    romelic aghwers grdznobas
    is gamoxatavs qveynad
    dzalian undoblobas.
    mas hyavda muza didi
    da qmnida leqsebs diads,
    ibrdzola magram qveynad
    is ver gaeqca wyvdiads.
    xsovna da uxvi nateli
    poeto shensa saphlavs
    sheni leqsebi chemshi
    suliskvetebas aghdzravs.

  10. avatar
    sali

    avatar@ ირაკლი: namdvilad :P :P :P :P :P :P :P :P

  11. avatar
    გიო

    avatarძაან ცუდია რო წავიდა კაი კაცი იყო

  12. avatar
    ეკა

    avatarძალიან მაგარი, პოეტი მსახიობი და ადამიანი იყო ნიკოოოო:((((

  13. avatar
    ზარო

    avatarძაან მომწონდა ეს მწერალი ნიკო გვენატრებიიიი :oops::oops::( :( :( :( :( :( :( :( :( :( :cry::cry::cry::cry::cry::cry:

  14. avatar
    ნანა

    avatarძალიან მაგარი მწერალი დააკლდა საქართველოს :cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::cry::( :( :( :( :( :( :( :( :( :(

  15. avatar
    nino

    avatarყველა ლექსი მიყვარს ნიკო გომელაურის…. ყველაზე მეეტად და ყველაზე დზალიან

  16. avatar
    თეკა

    avatarყოველთვის ჩემი კერფი იქნები :oops::oops:

  17. avatar
    salita

    avatardzan magarii leqsebss werda da magari kaci iyooo

  18. avatar
    ანა

    avatarნიკო 21-ე საუკუნის პოეტებს შორის მზე იყო მასთან შედარებით სხვები პატარა ვარსკვლავებიც არ არიან. რა ცუდია რომ ეს მზე ასე მალე ჩაქრა, მაგრამ დარჩა სხივები მისი ლექსების სახით. რომლებიც ყოველთვის გაანათებენ ჩვენ გულებს და შეგვახსენებენ ამ ბუმბერაზ პიროვმებას. ნიკო ყოველთვის მემახსოვრები!!!!

  19. avatar
    ანა

    avatar:(:(

  20. avatar

    avatarმაგარი კაცი იყო.

  21. avatar
    უჩა

    avatarმაგარი კაცი იყო

  22. avatar
    tamta

    avatarმაგარი ადამიანი იყოოოოოოოოო:(

  23. avatar
    ნინი

    avatarნიკო გომელაური იყო და…”არის” იდეალური პიროვნება…!!! მე თვითონ ძალიან მიყვარს და აი არვიცი რა…!!!ძალიან ძალიან გული დამწყდა რომ გავიგე რომ გარდაიცვალა!!!ნიკოს კუმირი ვარ და ვიქნები სულ…ნიკოს თითოეული ლექსი ამაზრზენია!!! ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი…!! გულში ღრმად…
    ნიკო…
    :( რა კარგი პორტი იყო და…”არის კიდეც”,მგონი ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი პოეტია!! არა მარტო პოეტია არამედ იდეალური მსახიობიც!!! :( :(

  24. avatar
    მაკა

    avatarნიკო არ გამქრალა

  25. avatar
    სალო

    avatar@ გიორგი:
    როგორც ცჰანს ერტნაირად ვფიქრობტ

  26. avatar
    სალო

    avatar@ ლაშა:
    ნამდვილად

  27. avatar
    ასლანი

    avatarნიკო გომელაური ლექსები იყო, არის და იქნება ყოველთვის საუკეტესო

  28. avatar
    ვახო

    avatar@ ანანო:ნამდვილად მარტალი ხარ ის სჰესანისჰნავი პიროვნება იყო

  29. avatar
    ნინი

    avatar :( :( :( მე ძალიან მიყვარს ნიკო გომელაური და ძალიან სამწუხაროა რომ იმქვეყნად არის:( :( :( :( :( :( მე მის ლექსებზე ვგიჯდები ძალიან მომწონს როგორი ადამიანიც იყო ისეთი ლექსებიც აქვს

  30. avatar
    მაკა

    avatarსამწუხაროღ არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ,ასეთები დიდხანს,ძალიან დიდხანს უნდა ცოცხლობდნენ………………………….

  31. avatar
    ნიტა

    avatarვაიმეეეეეეე როგორ მიყვაააარს ეს ადამიანიიიიიიი!!!!! :cry: ვაბოდეეეეეებ!!! უნიჭიერესიიი, უსაყვარლესიიიიიიი, უმაგრესიიიიი!!!! მე მიყვარს ჩემი ნიკოოო!!! ჩვენი დროის უსაყვარლესი ადამიანიიიიი!!! :cry:

  32. avatar
    მარიამი

    avatarძაანნ მომწონსს <3

  33. avatar
    ქეთი

    avatarძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალებააააა :( ჩემი უსაყვარლესი პოეტი იყოოო… მაგრამ მისი გარდაცვალების მიუხედავად, ჩემი უსაყვარლესი პოეტი, მაინც ის დარჩება… :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :( :cry: :

  34. avatar
    ani

    avatarგარდაცვალების მიუხედავად ვგიჯდები ამ მწერალზე თითქმის ყველა მისი ლექსი ვიცი ყველაზე მეტად მეწყინა მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე მაგრამ იმედი მაქვს რომ ნიკო გომელაურის მსგავსად კიდე იქნება სხვა მწერალი მაგრამ ნიკო გომელაური მაინც ჩემი უსაყვარლესი მწერალი იქნება.
    მის გარდაცვალებას ძაან განhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifვიცდი:http://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gifhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gif

  35. avatar
    გვანცა

    avatarმოგვენატრრეებიიიიიიიი ნიიკოოო ყველლაზეე მაგარიიიიიიი იყაავიი !!! მოგვენაატრეებიი მაგრაამ შენი ლექსებით გაგვახსენდები ხშირაადდ……((((

  36. avatar
    ნინი

    avatarძალიან სამწუხაროა ასეტი დიდებული პოეტის გარდაცვალება
    :(

  37. avatar
    მარიამი

    avatarტანამედროვე პოეზიის შედევრებია ის რასაც ზემოტ ვკიტხულობთ…დასანანია და სატირალი მისნაირი ადამიანის დაკარგვა ,,,ის ქვეყანას და ქრტველ ხალხს ცჰირდებოდა ,,,მე მიყვარდა ,მიყვარს და მუდამ მეყვარება ნიკო გომელაური <3

  38. avatar
    SaLiiiiiiiiiiiii

    avatar@ ლევანი:
    martlac maseti iyo

  39. avatar
    მარი

    avatarმაგარია მიყვარხარ ნიკო სამწუხაროა რო შენ არ უნდა იყო ამ ქვეყნად და ვიღაც სულელები უნდა ცხოვრობდნენ და განაგრძნობდნენ შენს საქმეს(L)

  40. avatar
    თაკო

    avatarვგიჟდები ნიკო გომელაურზე

  41. avatar
    რეზო

    avatarძააააან მიყვარდა ეს პოეტი ,მაგარი ადამიანი ყავი ნიკო :(:(:(:(:(:(:(::

  42. avatar
    ანა ცხომელიძე

    avatarნიკო ადამიანი რომელიც ყოველთვის იქნება ჩემს გულში.მაგარი ადამიანი და პოეტი.

  43. avatar
    სალომე ნაზღაიძე

    avatarძან სამწუხარო რომ გარდაიცვალ ესთი კაი პოეტი :( :( ნიკო ყოველტვის ჩემს გულში იქნება

  44. avatar
    ნანა

    avatarნიკო იყო და არის ყველაზე კარგი პოეტი

  45. avatar
    ნინი

    avatarძალიან მაგარია <3 <3 <3

  46. avatar
    ნატო

    avatarძალიან მიყვარს ნიკო გომელაურის შემოქმედება.უნიკალური ადამიანი იყო:-(

  47. avatar
    Qeti

    avatarნიკო გომელაური იყო ის ადამიანი რომელმაც ძალიან დიდი კვალი დაამჩნია ქართულ პოეზიას:-(
    ნიკო გომელაური იყო პიროვნება:-(

  48. avatar
    Qeti

    avatar@ ნატო:
    Getanxmebii mas unikaluri nichi hqonda:wink:

  49. avatar
    Qeti

    avatar@ უჩა:
    მართალი ხარ საყვარელოოოოოოოო

  50. avatar
    ელენე

    avatarძალიან მიყვარხარ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>