|
აპრ
30
|

ეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი აუცილებლად დაგაინტერესებთ
მეტის სანახავად შედით სრულიადში
***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
***
იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი…
***
მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:
ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…
მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…
***
აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?…
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…
***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება…
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა…
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის…
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია…
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები…
***
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები…
***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.
2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.
3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.
4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…
წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.
წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს…
***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?
***
,,რა მემართება? რა მემართება?”
- მაინც თავისით წარიმართება . . .
***
…რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი…
***
რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში…
***
ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
***
ოპტიმისტური ლექსი
კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .
მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
***
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .



მაისი 1st, 2010 at 14:38
სამწუხაროა რომ ასეთი პიროვნება წავიდა იმ ქვეყნად
მაისი 12th, 2010 at 13:03
მაისი 12th, 2010 at 13:04
მაისი 19th, 2010 at 21:02
მაისი 22nd, 2010 at 15:27
ივნისი 7th, 2010 at 16:45
ივნისი 29th, 2010 at 20:17
ივლისი 7th, 2010 at 22:58
სექტემბერი 14th, 2010 at 01:08
სექტემბერი 25th, 2010 at 21:57
სექტემბერი 29th, 2010 at 22:40
ნოემბერი 21st, 2010 at 21:52
დეკემბერი 8th, 2010 at 22:29
დეკემბერი 10th, 2010 at 17:30
გეტანხმებიი
დეკემბერი 15th, 2010 at 22:06
დეკემბერი 20th, 2010 at 11:48
დეკემბერი 23rd, 2010 at 14:56
დეკემბერი 24th, 2010 at 18:27
დეკემბერი 24th, 2010 at 18:37
დეკემბერი 25th, 2010 at 11:53
დეკემბერი 25th, 2010 at 15:41
დეკემბერი 27th, 2010 at 22:04
მეთანხმებით?
დეკემბერი 27th, 2010 at 22:05
დეკემბერი 31st, 2010 at 00:15
იანვარი 27th, 2011 at 00:24
იანვარი 27th, 2011 at 00:24
თებერვალი 2nd, 2011 at 23:16
მე ძალიან მიყვარს ნიკო გომელური და ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენც გიყვართ…იმედი მაქ როგორც ეხლა არიან შ
თებერვალი 2nd, 2011 at 23:17
თებერვალი 5th, 2011 at 14:30
:
თებერვალი 5th, 2011 at 14:41
თებერვალი 7th, 2011 at 15:45
თებერვალი 10th, 2011 at 16:34
თებერვალი 10th, 2011 at 16:35
თებერვალი 10th, 2011 at 16:47
თებერვალი 10th, 2011 at 16:48
თებერვალი 11th, 2011 at 18:02
თებერვალი 13th, 2011 at 19:10
თებერვალი 14th, 2011 at 15:31
თებერვალი 14th, 2011 at 19:17
თებერვალი 16th, 2011 at 20:43
MiyVars nIkoo GomeLaurii.GhmerTma AcxovNos misii Suli
(Tu Ar mikeTia Satvale Brma Var Chatvale)
თებერვალი 16th, 2011 at 20:44
თებერვალი 17th, 2011 at 00:53
თებერვალი 18th, 2011 at 15:43
სიყვარული არ წაიღო დარჩა
დაბრუნდება ის ფიფქებად მოდის
ყველა მისთვის ვინს უმისოდ დარჩა.
მარტი 8th, 2011 at 15:54
მარტი 14th, 2011 at 16:31
me misi leqsebi dzlian momwoda da momwons
მარტი 14th, 2011 at 16:32
ცჰვენც მოგვენატრა:(:(:(
მარტი 18th, 2011 at 16:17
მარტი 18th, 2011 at 20:02
მარტი 22nd, 2011 at 21:09
მარტი 22nd, 2011 at 23:14
მარტი 22nd, 2011 at 23:15
მარტი 23rd, 2011 at 19:33
მარტი 23rd, 2011 at 21:40
მარტი 29th, 2011 at 13:16
აპრილი 4th, 2011 at 17:24
აპრილი 5th, 2011 at 15:41
აპრილი 12th, 2011 at 22:24
აპრილი 12th, 2011 at 22:46
აპრილი 12th, 2011 at 22:52
ამითი უფრო ახლოს მივდივარ ნიკოს სულთან. ძალიან, ძალიან მენატრები!!!
აპრილი 12th, 2011 at 22:56
ამითი უფრო ახლოს მივდივარ ნიკოს სულთან. ძალიან, ძალიან მენატრები!!!
აპრილი 15th, 2011 at 15:47
აპრილი 16th, 2011 at 15:43
აპრილი 16th, 2011 at 19:19
აპრილი 17th, 2011 at 14:04
აპრილი 17th, 2011 at 18:54
აპრილი 17th, 2011 at 18:57
ver veravin vegar dawers
აპრილი 19th, 2011 at 19:30
აპრილი 21st, 2011 at 16:48
აპრილი 21st, 2011 at 22:06
აპრილი 22nd, 2011 at 21:46
აპრილი 24th, 2011 at 19:35
აპრილი 25th, 2011 at 11:34
აპრილი 25th, 2011 at 16:04
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე :*
აპრილი 26th, 2011 at 22:48
აპრილი 27th, 2011 at 23:05
მართალი ხარ ხატია კარგი კაცი იყოოოო ;(
აპრილი 30th, 2011 at 12:06
ასდ
მაისი 2nd, 2011 at 12:49
მეც ამის მჯერა
მაისი 2nd, 2011 at 16:11
მაისი 3rd, 2011 at 15:54
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ყველაზე მეტად <3
მაისი 4th, 2011 at 08:21
მაისი 7th, 2011 at 00:46
მაისი 8th, 2011 at 20:55
მაისი 12th, 2011 at 11:48
მაისი 12th, 2011 at 14:28
მაისი 12th, 2011 at 14:29
მაისი 13th, 2011 at 00:18
მაისი 20th, 2011 at 16:44
მაისი 25th, 2011 at 00:51
მაისი 25th, 2011 at 16:09
@ ნოკი მართალია მაგარრი კაცი იყო და მიდი აუვარდი ღმერთს და გააცოცლებინე ნიკო არ გეწყინოს8O
მაისი 25th, 2011 at 17:01
მაისი 27th, 2011 at 16:08
მაისი 31st, 2011 at 21:54
ივნისი 3rd, 2011 at 22:19
ივნისი 11th, 2011 at 21:11
ივნისი 14th, 2011 at 15:21
ივნისი 14th, 2011 at 21:38
ივნისი 17th, 2011 at 17:02
ივნისი 27th, 2011 at 17:56
ივლისი 4th, 2011 at 09:42
ივლისი 4th, 2011 at 17:59
ივლისი 8th, 2011 at 21:57
ივლისი 8th, 2011 at 21:58
ივლისი 10th, 2011 at 21:39
ივლისი 15th, 2011 at 21:41
ივლისი 15th, 2011 at 23:26
ივლისი 27th, 2011 at 16:03
ივლისი 30th, 2011 at 22:12
ნიკო სიცხოცხლეშიც დაფასებული იყოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ივლისი 30th, 2011 at 22:18
ვინ მოგაწოდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ნიკო სიცოცხლეში დაუფასებელი იყოო????????????????
ივლისი 31st, 2011 at 08:20
ივლისი 31st, 2011 at 08:24
აგვისტო 4th, 2011 at 21:24
აგვისტო 25th, 2011 at 14:56
აგვისტო 25th, 2011 at 14:59
მართალი ხარრრრ ნიკოსნაირი 21-ე საუკუნეში არავინ იყოოოო
სექტემბერი 9th, 2011 at 14:08
სექტემბერი 15th, 2011 at 17:20
სექტემბერი 29th, 2011 at 16:46
ოქტომბერი 25th, 2011 at 20:56
ნოემბერი 4th, 2011 at 15:27
ნოემბერი 5th, 2011 at 22:00
ნოემბერი 15th, 2011 at 21:42
ნოემბერი 18th, 2011 at 23:50
ნოემბერი 19th, 2011 at 14:43
ნოემბერი 19th, 2011 at 14:47
martali xar is legendaruli adamiani iyo da iqneba yoveltvis
ნოემბერი 22nd, 2011 at 15:53
ნოემბერი 22nd, 2011 at 15:55
ნოემბერი 26th, 2011 at 15:03
ნოემბერი 27th, 2011 at 15:52
ნოემბერი 28th, 2011 at 20:19
ნოემბერი 28th, 2011 at 20:21
დეკემბერი 5th, 2011 at 16:12
დეკემბერი 5th, 2011 at 19:34
დეკემბერი 8th, 2011 at 20:42
დეკემბერი 16th, 2011 at 17:30
დეკემბერი 17th, 2011 at 19:00
დეკემბერი 26th, 2011 at 23:27
.
დეკემბერი 27th, 2011 at 14:48
იანვარი 4th, 2012 at 13:59
მას დზალიან უკვარს ადამიანები და მეც დზალიან მიკვარს იმიტომ რომ დზალიან კეტეილი და ჯკვიანია მე ვუსურვებ რომ დიდხანს იცოცხლოს
იანვარი 4th, 2012 at 14:00
იგი კიდე ცხვორობს ამ ქვეკანაზე
იანვარი 8th, 2012 at 11:34