loading...

«

»

მაი 01

საინტერესო ფაქტები ქიმიასთან დაკავშირებით


1)

სამეფო სასმისის საიდუმლოება

ვინ დაითვლიდა სპარსეთის მეფე კიროსის ოქროულობას, მის ოქროს დარბაზებს, თვალ-მარგალიტს, მაგრამ ის უფრო მეტ პატივს სცემდა ვერცხლს. იგი ვერცხლის და არა ოქროს თასით სვამდა. ასევე იქცეოდა ალექსანდრე მაკედონელი. მის სანადირო კარავს 400 ოქროს ბოძი ედგა. მაგრამ ჭურჭელს ვერცხლისას იყენებდა. ასეთი მაგალითები ბევრია ისტორიაში. რაში გამოიხატება ვერცხლის უპირატესობა ოქროსთან შედარებით. რა საიდუმლოებას მალავს ვერცხლი?
ბოლო ათეული წლების გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ვერცხლი მცირე რაოდენობით იხსნება წყალში და ეს შეუმჩნეველი რაოდენობა ხოცავს მავნე მიკრობებს. ამიტომ ვისაც ვერცხლის ჭურჭელი არ აქვს, სასმელ წყალში ათავსებენ ვერცხლის კოვზს ან სხვა რაიმე ნივთს.
2)

როგორ ძლებს აქლემი უდაბნოში წყლის გარეშე?

აქლემი უდაბნოს საშინელ სიცხეში კვირების განმავლობაში ძლებს უწყლოდ. როგორ ახერხებს აქლემი თავის გადარჩენას? ამ კითხვას ქიმიკოსებმა უპასუხეს.
თურმე ყოველი 100 გრამი ცხიმის დაწვის შედეგად 150 მლ-მდეწყალი წარმოიქმნება. აქლემის კუზი კი ცენტნერზე მეტ ცხიმს შეიცავს. ამიტომ მას შეუძლია 150 ლიტრამდე წყლით უზრუნველყოს ორგანიზმი.

3)

ნიანგი სუნთქვას აჩერებს

ნიანგი ხმელეთის ბინადარია და ამიტომ ის ატმოსფერული ჰაერით სუნთქავს. მაგრამ ის წყალქვეშ დიდხანს ყოვნდება. რატომ არ იხრჩობა წყალში ნიანგი? როდესაც ნიანგი წყალქვეშ არის, მის ორგანიზმში ამოქმედდება განსაკუთრებული ზოორეგულატორი, რომელზეც შეუძლია თანდათან შეამციროს, ხოლო შემდეგ საერთოდ შეწყვიტოს ჟანგბადის მიწოდება ორგანისმისთვის. შემდეგ გულიც გამოირთვება და თითქმის ჩერდება. შეიმჩნევა მხოლოდ ორი დარტყმა წუთში.
ანალოგიური რეგულატორები აქვს ვეშაპებს და ზოგიერთ სხვა ცხოველსაც.

4)

პლატინა

XVII საუკუნეში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ის, რომ პლატინა ოქროზე ძვირფასია. ესპანეთის ხაზინას ეშინოდა, რომ ოქრო და ვერცხლი არ გაეყალბებინათ და პლატინა არ შეერიათ. ამ მეტალს კნინობით პლატინა უწოდეს (ესპანურად “ვერცხლუკა”). ამის გამო მეფემ ბრძანა, რომ მოპოვებული უამრავი რაოდენობის პლატინა გადაეყარათ ისეთ ადგილებში, საიდანაც ყალბის მქმნელები ვერ ამოიღებდნენ. 1778 წელს პლატინის თვისებების დადგენის შემდეგ ამ მეტალს აღუდგინეს უფლებები.
ამჟამად პლატინა ყველაზე ძვირფას ლითონად არის აღიარებული.

5)

ქიმიამ ქალაქი სანკტ-პეტერბურგი გადაარჩინა

მეორე მსოფლიო ომის დროს ( 1941 წ ) გერმანელებმა ქალაქ სანკტ-პეტერბურგის გასანადგურებლად გამოიყენეს ბომბები, რომლებიც ხანძარს იწვევდა.სახლის სახურავებზე ატანილი ქვიშა საკმარისი არ აღმოჩნდა ხანძრისაგან დასაცავად, ამიტომ შეიმუშავეს ანტისეპტიკური ბარევი – სუპერფოსფატისა და წყლის 3:1 თანაფარდობით. სასუქად გათვალისწინებული 40 000 ტონა სუპერფოსფატი შეეწირა ნაზავის მომზადებას, რითაც დაფარეს მნიშვნეოვანი დაწესებულებების (ერმიტაჟის, პუშკინის სახელობის ბიბლიოთეკის და სხვა) სახურავები. ქალაქი დაწვას გადაურჩა.