loading...

«

»

მაი 04

საკვები და ჯანმრთელობა


სამყარო ჩვენს გარშემო მზის ენერგიითაა გაჯერებული. საკვების მიღების გზით ადამიანი ამყარებს კონტაქტს გარემო პირობებთან და რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, მით მეტ ზეგავლენას ახდენს ის ადამიანზე.

ჰელმინთოზის კვების პროდუქტებით მკურნალობა

ჭიის გამოსადენად იყენებენ. გოგრის, საზამთროს, ლიმონის კურკებს,გვიმრას.
ნიორს ოყნის სახით იყენებენ: დააქუცმაცეთ 1-2 თავი ნიორი, დაასხით 1 ჩ. ჭ. თბილი ადუღებული წყალი ან რძე, დააყენეთ 10-12 საათი. ეფექტურია ხახვი და ნიორი. ხახვს უზმოზე ჭამენ 4 დღის განმავლობაში. სასარგებლოა ხახვის ნაყენიც: დააქუცმაცეთ 1 თავი ხახვი, დაასხით 1 ჩ.ჭ. ცივი, ადუღებული წყალი.

დაუძლურებისგან თაფლი და შვრია გიხსნით

ორგანიზმს საერთო სისუსტის ან მისი დაუძლურების დროს შველის მაღალკალორიული საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს ძალების აღდგენას. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა შვრიის ნახარში რძით და თაფლით.1 ჩ.ჭ. შვრიას დაასხით 5 ჩ.ჭ. წყალი. ხარშეთ მოცულობის განახევრებამდე. გაწურეთ, დაამატეთ იგივე რაოდენობის რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მიღებულ სითხეს დაამატეთ 4 ჩ.კ. თაფლი და კიდევ ერთხელ აადუღეთ. დალიეთ თბილი, დღის განმავლობაში 2-3 მიღებაზე.

როგორ ვუმკურნალოთ კვების პროდუქტებით ქუსლებს

გარეცხეთ 3 საშუალო ზომის კარტოფილი, გახეხეთ სახეხზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. დღე 2-3 საათით დაიდეთ, შეგიძლიათ ღამის განმავლობაში გააჩეროთ. შემდეგ მოიცილეთ და ფეხის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. კომბოსტოს ფურცელზე თაფლი წაუსვით, ფქვილი დააყარეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ. დილით ფურცელი მოიშორეთ, მოიცილეთ გამაგრებული ადგილები, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა და წაისვით ზეთი. ეს პროცედურები საკმაოდ ეფექტურია.თქვენს ქუსლებზე ბზარები სულ მალე გაქრება.

უებარი ჩაი

მიეძალეთ ჩაის. P ვიტამინის წყალობით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, იზრდება სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა, რაც აუცილებელია ანემიის მკურნალობისთვის.

დღეში 2 ფინჯანი ჩაი ორგანიზმზე ისეთსავე ზემოქმედებას ახდენს,როგორსაც 4 ცალი ვაშლი, 5 თავი ხახვი, 7 ცალი ფორთოხალო და 2 ჭიქა წითელი ღვინო. აღმოსავლელი მკურნალები თვლიან, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დღეში 8 ჭიქა მწვანე ჩაის დალევა. ის განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო. ამერიკელმა დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მანდილოსნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ჩაის სვავდენ (დღეში 8-10 ჭიქას), გაცილებით იშვიათად ავადდებოდნენ მკერდის კიბოთი. მხნეობისთვის ბევრი მაგარ ყავას სვავს, მაგრამ განსაკუთრებით არა სასურველია ყავა მაშინ, თუ ალკოჰოლის მიღება მოგიხდათ. ალკოჰოლი ორგანიზმის გაუწყლოლებას იწვევს, ყავა აძლიერებს წყურვილის გრძნობას და შეიძლება ტაქიკარდიაც კი გამოიწვიოს; თანაც ნაბახუსევზე პულსი ისედაც აჩქარებულია. ასე რომ, თუ წინა დღეს ალკოჰოლიანი სასმელი მიირთვით, დილით სჯობს დალიოთ მწვანე ჩაი, უგაზო მინერალური წყალი, ფორთოხლის ან გრეიფრუტის წვენი.

ბუნებრივი წამალი

სანელებლების მეფედ აღიარებულ ნიორს შეუძლია შეცვალოს ბევრი წამალი, რომელსაც ზოგჯერ უკუჩვენებებიც აქვს. ნიორი შეიცავს ორგანიზმისთვისსაჭირო ნივთიერებებს: C,D და B ჯგუფის ვიტამინებს, იოდს, გოგირდს, რკინას, მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს, აძლიერებს მადასა და კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცენტს, იმუნიტეტს, იცავს ადამიანს სეზონური დაავადებებისგან, კბილებს-კარიესისა და ნადაბისგან, აჯანსაღებს მინანქარს, ხელს უშლის ღრძილების ანთებასა და სისხლ დენას, პაროდონტოზის განვითარებას. დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისგან პირის ღრუს გასაწმენდად სრულიად საკმარისია, 3-4 წუთი ერთი კბილი ნიორი ღეჭოთ.
ნიორი შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და ფიტონციდებს, რომელთაც, ანთისეფტიკური, ანთების საწინააღმდეგოდ და ჭრილობების შემახორცებელი თვისებებს.ნივრის წვენი აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, აწესრიგებს გულის რიტმს, დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, შველის თავის ტკივილს.
ხელებიდან ნივრის სუნს მოიცილებთ, თუ წაისვამთ მარილს და დაიბანთ თბილი წყლით.

სწორი კვების ძირითადი პრინციპები

დაიცავით ზომიერება – უმჯობესია ჭამოთ ცოტა და სასარგებლო საკვები, ვიდრე ბევრი და უსარგებლო. მაგალითად, უკეთესია მიირთვათ ახალი თევზის ერთი ნაჭერი ვიდრე დაკონსერვებული ხორცი ან კარტოფილი.
_ უმჯობესია პროდუქტები მოხარშოთ ორთქლზე, ვიდრე ზეთში შეწვათ, რადგან შეწვისას გამომუშავდება კანცეროგენები და ქრება ვიტამინები და მიკროელემენტები.
_ ჭამეთ მხოლოდ დაღერღილი ხორბლის პური.
_ საჭმელი უნდა მიიღოთ არანაკლებ 4 საათში ერთხელ.
_ მიიღეთ ბევრი სითხე. Uუშაქრო ჩაი, წყალი, უშაქროდ მოხარშული კომპოტები და არა კონსერვანტებით გაჯერებული ხელოვნური და შეფერადებული გაზიანი წყლები.
_ არ ჭამოთ გვიან ღამით (არა უგვიანეს 7 საათისა).
_საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი პროდუქტი _ ბოსტნეული, ხილი, კენკრა, ახალი თევზი, ხორცი თაფლი, მარცვლეული და არა ქარხნული წესით დამზადებული ძეხვეული, კონსერვები, ფარში, ყველი, საკონდიტრო ნაწარმი, მაიონეზი, კეჩუბი.

სასარგებლო რჩევები დიასახლისებს

ლობიო უამრავი ჯიშისაა…თუ ამოლესილ ლობიოს აკეთებთ, წითელი შეარჩიეთ, მოსახრაკად კი გურული ლობიო სჯობს.
ხარისხიანი კომბოსტო მრგვალია, თეთრი, ოდნავ მომწვანო, ფოთლები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიკრული.
კარტოფილს თხელი კანი უნდა ჰქონდეს. ახალგაჭრილი კარტოფილის ნაჭრები ერთმანეთს წაუსვით. თუ აქაფდა, კარტოფილი კარგი ხარისხისაა.
რძე შესამოწმებლად გამჭვირვალე ქილაში ჩაასხით, უკან ანთებული სანთელი მიუდგით და ქილაში გაიხედეთ, თუ რძე წყალნარევი არ არის, ანთებული სანთელი არ გამოჩნდება.
ქვაბი ცეცხლზე მეტისმეტად დიდხანს არ გააჩეროთ. კერძს 2-3 დღის სამყოფს ნუ მოამზადებთ, რადგან გაცხელებისას მასში არსებული ვიტამინები იშლება და კერძი უფასურდება.
ვიტამინებს შლის ტუტეც, ამიტომ კერძის მომზადებისას ქვაბში ნუ ჩაყრით სოდას.
წვნიანის მომზადებისას ბოსტნეული ადუღებულ წყალში ჩაყარეთ.
ხილი და ბოსტნეული ფრთხილათ გაასუფთავედ-ვიტამინები უმთავრესად ზედა ფენაშია თავმოყრილი, ეცადეთ, ნაფცქვენს არ გააყოლოთ.
ხილიცა და ბოსტნეულიც უმჯობესია კანიანად მოხარშოდ და მერეღა გაფცქვნათ.
თუ კარტოფილს ცხიმში წვავთ, უმჯობესია მაღალი ტემპერატურიდან დაიწყოთ.
ბოსტნეული ქვაბში ჩაყრის წინ დაჭერით. თუ დრო ვერ გამოზომეთ, გაფცქვნილი კარტოფილი ცივ წყალში შეინახეთ, სხვა ბოსტნეული კი-თავდახურულ ჭურჭელში.
როცა კარტოფილს ცივ წყალში ყრით და ისე ადუღებთ, C ვიტამინის 40% იკარგება. თუ მას პირდაპირ მდუღარე წყალში ჩაყრით, მხოლოდ 10%-ს დაკარგავთ.
საზოგადოდ, კარტოფილის მოხარშვა ორთქლზე სჯობს.
ბოსტნეული მოსახრაკად გახურებულ ცხიმიან ტაფაზე დაყარეთ და სწრაფად მოურიეთ. ცხიმის გარსი მას ჟანგბადის შეხებისაგან დაიცავს და ვიტამინებს შეუნარჩუნებს.
გაზქურის ხმარებისას ბინაში საგრძნობლად იზრდება ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია. უკეთესია, სანამ გაზი ანთია, სარკმელი ღია იყოს. დღის განმავლობაში სამზარეულო 2-3-ჯერ გაანიავეთ გამჭოლი ქარით.

წყარო:kveba.ge

Share Button

1 comment

  1. avatar
    ელენე

    avatarსაინტერესო წასაკითხია კაიაა ისე რომელი ჩუპა ხარ? :lol::lol::lol::lol::lol::lol::D:D:wink::wink:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>