loading...

«

»

მაი 04

სასარგებლო რჩევები ქალბატონებს


როგორ გამოვიცნოთ, თუ რა ტიპის სახის კანი გვაქვს
სახეზე არსებული ცხიმის ნადებისა და კანის ტენიანობის მიხედვით სახის კანს სამ ტიპად ყოფენ: ნორმალური, ცხიმიანი, მშრალი და კომბინირებული (შერეული ტიპის).

ნორმალური კანი
ნორმალური კანი სუფთად და ნორჩად გამოიყურება, არის გადაჭიმული, ელასტიური და არ ახასიათებს აქერცვლა. აქვს ვარდისფერი ელფერი, ერთი შეხებით პრიალა და მკვრივია. ნორმალური ტიპის კანს აქვს საკმარისი ცხიმი და ტენიანობა. მასზე ფაქტიურად არ შეინიშნება ფორები, შავი წერტილები და ნაოჭები. ასეთი სახის კანის ქალბატონები ნამდვილად ბედნიერები არიან, რადგან იგი ძალიან იშვიათია.
ცხიმიანი კანი
ცხიმიანი კანს ზედმეტად ცხიმიანობის გამო ახასიათებს სიპრიალე და ცუდი სისხლის მიმოქცევა, ჭარბი ცხიმი ფორებს ავსებს. ხშირად კანი დაბინძურებულია. ფორები ხშირად გახსნილია და შეინიშნება შავი წერტილები. მაგრამ ცხიმიან კანს სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს: იგი არაა მგრძნობიარე და ამიტომ დიდხანს გამოიყურება ახალგაზრდულად. დიდი რაოდენობით გამოყოფილი ცხიმი ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ტენს არ აძლევს აორთქლების საშუალებას და აჩერებს მავნე ნივთიერებების კანში შეღწევას. და კიდევ ერთი პლიუსი: დროსთან ერთად ცხიმიანი კანი უმჯობესდება და 30 წლის ასაკისათვის ის უკვე შერეული ტიპისაა.
მშრალი კანი
მშრალი კანი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს და ამიტომ იგი გარეგნულადაც სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში კანის სიმშრალე `ბუნებრივია~. ამ შემთხვევაში მშრალი კანი გამოიყურება ნაზად, აქვს მქრქალი ფერი. ფორები მასზე შეუმჩნეველია, მაგრამ უკვე ახალგაზრდობის ასაკში ჩნდება ნაოჭები. ხშირად, თუ მას სათანადოდ არ მიხედავენ იქერცლება, არის დაჭიმული და გაღიზიანებული. ასეთი ტიპის კანი ძლიერად რეაგირებს გარემომცველი ტემპერატურის ცვლილებებზე, ვერ იტანს საპონს, კრემებს და ზოგიერთ დამარბილებელ საშუალებებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანის სიმშრალე შეიძლება იყოს ორგანიზმში ცხიმის ნაკლებობის ბრალი, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლებელია არასწორმა კვებამ ან ორგანიზმში არსებულმა დარღვევებმა გამოიწვიოს. ამის გარდა კანის ძლიერ სიმშრალეს იწვევს ვიტამინების A, C, PP-ს ნაკლებობა.
კომბინირებული კანი
კომბინირებული კანი ხშირად გვხვდება. იგი ხასიათდება სახის კანის სხვადასხვა ნაწილებზე ცხიმის არათანაბარი გადანაწილებით. ჩვეულებრივ ცხვირზე და ნიკაპზე მას ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, ანუ მუდმივად პრიალებს, ხოლო თვალების გარშემო და ლოყებზე კანი ნაზი და მშრალია, ხანდახან იქერცლება, მასზე ადვილად ჩნდება ნაოჭები. მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ მისი შერეული ტიპი და კანის სხვადასხვა ნაწილზე მოვლის სხვადასხვა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. წლებთან ერთად იგი მუდმივად გარდაიქმნება ნორმალური ტიპის კანად. კანის ბიოლოგიური დაბერება იწყება 14-15 წლის ასაკში, 28-30 წლის ასაკში ჩნდება ჭკნობის პირველი ნიშნები: 50 წლისთვის კი ასაკობრივი ცვლილებები უკვე კარგად შესამჩნევია. ხანშიშესულ ასაკში, როდესაც კანის ცხიმიანობა და ტენიანობა მცირდება, ნორმალური კანი (ცხიმიანიც კი) შეიძლება მშრალ ტიპის კანად გარდაიქმნას. ამასთან ერთად მას ახასიათებს `ძველი~ ტიპის ნაკლოვანებები და იღებს ახალსაც – მშრალი კანისას. ასეთ კანს არ აქვს ცხიმი და ტენი და გამოიყურება როგორც მშრალი, გაყვითლებული პერგამენტი. ახალგაზრდობში ცხიმიან კანს, შემდგომში ახასიათებს ფორიანობა და უხეშად გამოიყურება.

როგორ განვსაზღვროთ კანის ტიპი
კანის ასაკობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად დაგვეხმარება მისი სწორად მოვლა, ეს კი ადრეულ ასაკშივე უნდა დავიწყოთ. იმისათვის, რომ კანის ტიპი განვსაზღვროთ, დაბანიდან 2-3 საათის შემდეგ დავიდოთ ქაღალდის სალფეთქი, სიგარეტის ქაღალდი ან შუშა (შესაძლებელია ეს სარკეც იყოს). თუ შუშაზე ან ქაღალდზე ცხიმის ლაქები დარჩა, ესე იგი კანი ცხიმიანია ან ნორმალური. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ კანის ტიპი არასწორად განსაზღვრეთ, მაშინ კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ. ნუ დაზოგავთ ფულს თქვენი კანისთვის, რადგან იაფფასიანი სახის ნიღაბი ვერ დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას, თუმცა, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის: სუპერძვირი საშუალებებიც კი არ არის ხოლმე ეფექტური.

სახის ნიღბები

ნიღბები – ეს არის საუკეთესო საშუალება კანის სწრაფად დასარბილებლად, დასაწყნარებლად და ღრმად გასაწმენდად. ისინი მოქმედებენ, როგორც პირველადი დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანის ტიპის მიხედვით ზუსტად არის შერჩეული. ნიღბები არის მატონიზირებელი, ფორების დასავიწროებელი, მკვებავი და სამკურნალო. მათ იყენებენ იმის და მიხედვით, თუ რა მიზანს უნდათ რომ მიაღწიონ. თუ ხანგრძლივი დღის შემდეგ კანი დაბინძურდა, ხოლო თქვენ სასწრაფოდ წასასვლელი ხართ რაიმე საღამოზე ან დღესასწაულზე, ამ შემთხვევაში გამოგადგებათ მატონიზირებელი ნიღაბი. თუ კანი მშრალია და ნაოჭებისკენ აქვს მიდრეკილება, აუცილებელია მკვებავი ნიღაბი, ხოლო ცხიმიან კანს ფორების დასავიწროვებელი ნიღაბი მოუხდება.
ამგვარად, სახის ნიღბები განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ და რამდენიმე ტიპად იყოფა.

სახის გამწმენდი ნიღბები

კანის გაწმენდა სახლის პირობებში

სახის გასაწმენდ ნიღბებს ამზადებენ საპნის ქაფით, ცვილით, თიხის და სხვა სინთეთიკური პროდუქტებისაგან, რომლებიც კანის ზედაპირიდან იკრავენ ცხიმს, სიბინძურეს და კანის მკვდარ ნაწილებს. ყველაფერ ამას ნიღბის შიგნითა მხარეს მოათავსებენ, რათა გაშრეს, და შემდეგ ნიღაბთან ერთან უნდა ჩამოიბანოს კანიდან. შედეგად იწმინდება ფორები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც კანს ჯანმრთელ და სუფთა ელფერს აძლევს.
ამასთან სახისა და ყელის გამწმენდი ნიღბები ნაზად ქერცლავს კანს. სპეციალისტები გვირჩევენ სახის გამწმენდი ნიღბების კვირაში ერთხელ გამოყენებას. ნიღბების ეს ტიპი ყველა სახის კანისთვისაა.
გამწმენდი ნიღბის შემდეგ, რომელსაც თბილი წყლით იბანენ, სასარგებლოა მაშინვე მკვებავი ნიღბის გაკეთება. ხოლო თუ ამისთვის დრო არ არის, მაშინ აუცილებელია სახეზე მკვებავი კრების წასმა.
თუ ქარხნული ტიპის ნიღბებს იყენებთ, მაშინ ცხიმიან კანზე ასეთი ნიღბის გაკეთება შესაძლებელია კვირაში 2-ჯერ, შერეულ, ნორმალურ და მშრალი ტიპის კანზე – კვირაში 1-ჯერ. მგრძნობიარე კანზე – კვირაში 1-ჯერ, ხოლო 40 წლის შემდეგ ნიღბებს უფრო იშვიათად იკეთებენ – სასურველია კვირაში 2-ჯერ, კანის მდგომარეობის მიხედვით.
სახლში დამზადებული ნიღბების გამოყენება უფრო ხშირადაც არის შესაძლებელი, რადგან ისინი ერთდროულად გამწმენდიცაა და მკვებავიც.

ანთების საწინააღმდეგო ნიღბები
ანთების საწინააღმდეგო ნიღბები არის სპეციალურად ცხიმიანი და პრობლემური კანის მოსავლელად. ამ ჯგუფის ნიღბები წმინდავს და ავიწროვებს ფორებს და ამასთანავე გააჩნიათ ანტიბაქტერიული მოქმედებაც.

დამატენიანებელი ნიღბები
დამატენიანებელი ნიღაბი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მშრალი, გაუწყლოებული, მგრძნობიარე და აქერცლილი კანისთვის, რამდენადაც იგი მომენტალურად ატენიანებს კანს და ტენისა და კანის ბალანსს აღადგენს, ასევე კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უბრუნებს. მკვებავი ნიღბები მზადდება ნატურალური პროდუქტებისაგან და არის სახის კრემის მშვენიერი დანამატი. ისინი კანს ამდიდრებენ ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. მისი გამოყენება ყველა ტიპის კანისთვისა სასარგებლოა. ეს ნიღბები ამცირებს ნაოჭებს, აღადგენენ კანს და ავსებს მას დამატებითი ენერგიით. ქარხნული მკვებავი ნიღბების გამოყენება კვირაში 3-4-ჯერ არის რეკომენდირებული, ხოლო სახლში დამზადებულის – ყოველდღე.

ნიღბების გამოყენება
სანამ ნიღაბს დაიდებთ სახეზე, იგი კარგად უნდა გაიწმინდოს. ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია ორთქლის აბაზანის ან ცხელი კომპრესების შემდეგ. ნიღაბი სამასაჟე არეებზე უნდა დაიდოთ.
ნიღბის წასმა შესაძლებელია ღრუბლით, ჯაგრისით, ბამბის ტამპონით ან თითების ბალიშით. ყველაფერი ეს უნაკლოდ სუფთა უნდა იყოს.
ამის შემდეგ, მეტი ეფექტის მისაღწევად, სასურველია, სახის თბილი მარლით ან ალუმინის ფოლგით დაფარვა. გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო და გამამკვრივებელი ნიღბები, ასევე ნიღბები, რომლებიც შეიცავენ ხილს, ბოსტნეულს, ცხიმიანი კანიდან იბანენ თბილი, ანადუღარი წყლით (ბამბის ტამპონით). ეფექტის გასაუმჯობესებლად წყალს შეიძლება დავამატოთ ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი (ერთ ჭიქა წყალში ერთი ჩაის კოვზი).
დამატენიანებელ და ზეთიან ნიღბებს მშრალი კანიდან იბანენ ცოტა სველი ტამპონით, ან კოსმეტიკური ხელსაწმენდით. ეს ნაზად უნდა გაკეთდეს, ზედმეტი ძალისა და მოძრაობის გარეშე, რათა კანი არ დაიჭიმოს. ნიღბის ჩამობანის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ სახე ლოსიონით ან ჩაის ან ბალახეულის ნაყენით და წაისვათ კანის ტიპის შესაფერისი მკვებავი კრემი.
სახლში დამზადებული ნიღბები ყველაზე მეტად გავრცელებულია და ისინი განსაკუთრებით ეფექტურად აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას.
სახისა და ყელის კანის მოსავლელ ქარხნული წარმოების ნიღბებში ხშირად არის სინთეთიკური დანამატები. ისინი შეიძლება ზედმეტად უხეში იყოს და კანს, განსაკუთრებით კი მგრძნობიარეს, დიდი ზიანი მოუტანოს. ამიტომ უმჯობესია სახლში, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნიღბების გამოყენება.
მკვებავი, ვიტამინებით სავსე ნიღაბი ნებისმიერი ხილისაგან და ბოსტნეულისგან მზადდება (მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზაფხულში მხოლოდ ბოსტნეული და ხილი უნდა გამოვიყენოთ). ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები აშორებს ნაოჭებსა და დაღლილობას კანიდან, ამაღლებს კანის ტონუსს და ასევე შეიცავს მკვებავი ნივთიერებების დიდ რაოდენობას. ყველაფერი ეს განსაკუთრებით საჭიროა გაზაფხულზე, როდესაც კანს ტენის აღდგენა სჭირდება. ნიღბების უბრალო კომპონენტია ასევე რძის პროდუქტებიც, კვერცხის გული და ა. შ.
ნიღბის ყველაზე მარტივი ხერხია, გავხეხოთ ხილი ან ბოსტნეული და დავიდოთ სახეზე. თუ მას ცოტა წვენი აქვს, შესაძლებელია რძის დამატებაც, ხოლო თუ ზედმეტად წვენიანია, მაშინ დაამატეთ ფქვილი. სასარგებლოა სახეზე ფორთოხლის, პომიდორის, კიტრის ან ლიმონის ნაჭრების დადებაც. თუ ნიღაბი მთლიანად თხევადი მასაა, მაშინ ავიღოთ მარლა, გამოვჭრათ თვალების, ცხვირისა და პირის ადგილები, დავასველოთ წვენში, გავჭიმოთ და დავიდოთ სახესა და ყელზე. შეიძლება ამისათვის ბამბაც გამოვიყენოთ. ასევე შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენი უბრალოდ წავისვათ სახეზე და გავაჩეროთ 15-20 წუთი.
ზამთარში სასურველია ნიღაბს დავამატოთ ზეთისხილის ზეთი ან გლიცერინი.
მაშ ასე, თუ თქვენი კანი გაღიზიანებულია, დააწყნარეთ იგი კიტრის გრილი ნიღბით; თუ `დაიღალა~ – გაახალისეთ იგი პროპოლისით. თუ სიცივისაგან სახეზე მუქი ლაქები გაგიჩნდათ, გამოიყენეთ პარაფინის ნიღაბი – იგი სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ. ასეთი პროცედურების ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-20 წუთი. ხოლო თუ სახეზე სისხლის კაპილარები ჩანს, მაშინ პარაფინის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

წყარო:banksandfinance.ge