loading...

«

»

მაი 04

HP Slate


აი მოდის და მოექანება კომპანია “ენ-ერის” HP-Slate, რომელიც უნდა იქცეს “დამპალი ვაშლის” წარმოების iPad-ის კონკურენტად და ცნობილი გახდა ამ ჯადო-მოწყობილობის მონაცემებიც! მოდით გავეცნოთ და შევადაროთ…

ფორმატი – 8.9″ (iPad – 9.7″)
სისქე – 14.7მმ (iPad – 13.4მმ)
წონა – 670 გრამი (ვაშლი – 680/730 გრამი)
გაფართოება – 1024×600 (iPad – 1024 x 786)
სენსორული ხელსაწყო – კალამი
პროცესორი – Intel Atom Z530 (1.6GHz)
ოპ. მეხსიერება – 1GB
SSD – 32/64GB
დამატებითი მეხსიერება – SD/SDHC/SDXC მაქს. 128GB სიდიდით.
ერთი USB 2.0 პორტი

გარდა ამ ყველაფრისა, კომპიუტერი აღჭურვილია სპეციალური პორტით, სადაც შეგიძლიათ USB-კონექტორიდან დაწყებული და HDMI პორტით დასრულებული, ყველაფერი შეაკვეტოთ (სპეციალური კოდეკის მეშვეობით Slate-ს შეეძლება 1080p ხარისხის ვიდეოს ჩვენება, ოღონდ არა საკუთარ დისპლეიზე). აკუმულატორი ხუთ საათიან მუშაობაზეა გათვლილი. მოწყობილობას აქვს ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium, WiFi 802.11b/g სტანდარტის მხარდაჭერა, Bluetooth პორტი, WWAN და GPS სისტემები… აგრეთვე მყიდველის სურვილისამებრ გათვალისწინებულია 3G მოდემიც.

32GB-იანი სლეიტის ფასი “სულ რაღაც” 550 დოლარი იქნება, ხოლო 64GB-იანისა – 600$ (ეფლთან შედარებით მართლაც “სულ რაღაც”. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო რა)

ასე რომ გეშინოდეთ ვაშლის ხეზე მოკალათებულო მაკინტოშში გამოწყობილო ძიებო!


იხილეთ ვიდეოები:

წყარო:

სიახლის ავტორი: მიშა

წყარო: Overclockers.ge