loading...

«

»

მაი 05

Apple-მა მილიონი iPad გაყიდა


კორპორაცია Apple-მა 28 დღეში მილიონი ერთეული iPad გაყიდა. ამავე ხნის განმავლობაში მომხმარებლების მიერ გადაწერილი აპლიკაციების რიცხვმა 12 მილიონი შედგინა, ხოლო iBookstore-დან ჩამოქაჩულმა ელექტრონული წიგნების რაოდენობამ მილიონს მიაღწია. Apple-ის პირველ სმარტფონს 74 დღე დასჭირდა იგივე შედეგის მისაღწევად. უნდა აღინიშნოს, რომ iPad-ის გაყიდვების პირველსავე დღეებში 300 000 ერთეული მოწყობილობა გაიყიდა. მაისის ბოლოს iPad-ის გაყიდვა უკვე ამერიკის საზღვრებს გარეთაც დაიწყება.

წყარო: ნავიგატორი