loading...

«

»

მაი 06

კოსმოსში მოგზაურობის მსურველთათვის განკუთვნილმა ხომალდმა პირველი საფრენი გამოცდა გაიარა


კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსში მოგზაურობის მსურველი ტურისტებისთვის განკუთვნილი ხომალდის – SpaceshipTwo – პირველი საფრენი გამოცდა ჩაატარა.

გამოცდა, რომლის დროსაც SpaceshipTwo ჰაერში თვითმფრინავმზიდმა – WhiteKnightTwo – აიტანა, კალიფორნიის შტატში, მოჰავას უდაბნოში მდებარე პოლიგონზე ჩატარდა. Virgin Galactic-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველმა საცდელმა ფრენამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, წარმატებით ჩაიარა.
პირველი კერძო რაკეტოპლანი – SpaceShipTwo, რომლის მშენებლობასაც ბრიტანელი ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი აფინანსებს, კოსმოსური ფრენებისთვის იქნება განსაზღვრული (დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ის სიმაღლეზე).
როგორც დაგეგმილია, SpaceShipTwo-ს 16 კმ-ის სიმაღლეზე თვითმფრინავმზიდი WhiteKnightTwo აიტანს, შემდეგ კი რაკეტოპლანი დამოუკიდებლად გააგრძელებს ფრენას, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება.
Virgin Galactic SpaceShipTwo-ის პირველი ფრენის განხორციელებას 2010 წლის ბოლოს გეგმავს. კომპანია სულ 5 რაკეტოპლანისა და თვითმფრინავმზიდის აგებას გეგმავს.
SpaceShipTwo-ს ბორტზე ერთდროულად 6 ტურისტი დაეტევა, რომელთაგან თითოეულს მოგზაურობა 200 ათასი დოლარი დაუჯდება. რაკეტოპლანზე ადგილი უკვე 330 ადამიანს აქვს დაჯავშნული.

წყარო:ambebi.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>