loading...

«

»

მაი 06

Nokia E5


მობილური ტელეფონების მწარმოებელმა გიგანტმა კომპანია ნოკიამ, დააანონსა ახალი E სერიის მობილური ტელეფონი E5, რომელიც იმუშავებს სიმბიან ოპერაციულ სისტემაზე და აღჭურვილი იქნება QWERTY კლავიატურით. ახალ E სერიის ნოკიას ექნება ყველა ის ფუნქცია, რომელიც უნდა ქონდეს თანამედროვე ბიზნეს კლასის მობილურ ტელეფონს.

ნოკიამ უკვე გამოაქვეყნა E5_ის ტექნიკური მახასიათებლები, რომლების ასე გამოიყურება:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 1900 / 2100 სიხშირეები (HSDPA 850 / 900 / 2100 ამერიკისთვის)
  • 256 ათასი ფერის მქონე TFT ტიპის ეკრანი 240*320 პიქსელით
  • QWERTY კლავიტურა
  • 250 MB შიდა მეხსიერება
  • microSD ბარათის სლოტი მაქსიმუმ 32GB მხარდაჭერით (2GB კომპლექტში)
  • Wi-Fi უკაბელო ინტერნეტი
  • Bluetooth v2.0 A2DP მხარდაჭერით
  • 5 MP კამერა ფიქსირებული ფოკუსით და LED განათებით
  • GPS სანავიგაციო სისტემა ჩაშენებული OVI რუქებით
  • Symbian OS v9.3 ოპერაციული სისტემა
  • და სხვადასხვა სახის მრავალი პროგრამა

გაყიდვაში ნოკია E5 2010 წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება. მისი გასაყიდი ფასი ჯერ უცნობია.

იხილეთ ვიდეო: