loading...

«

»

მაი 07

აშშ-ში აპოკალიფსისთვის ემზადებიან


200 ადამიანზე გათვლილი თავშესაფრის აგება 10 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება …
აპოკალიფსის მოლოდინში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდური ბუნკერის მშენებლობა დაიწყო.
200 ადამიანზე გათვლილი თავშესაფრის აგება 10 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება და იგი სხვადასხვა სახის ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებს გაუძლებს, წერს Prian.ru.
ობიექტი მრგვალი ფორმის ცენტრალური სათავსოსგან შედგება, რომელსაც სხივების მსგავსად 10 სხვადასხვა განყოფილება უკავშირდება. წრიულ დარბაზში, რომლის დიამეტრიც 18 მეტრს შეადგენს, საერთო სარგებლობის ოთახებია განლაგებული (ასევე სასადილო ოთახი და კინოთეატრი), განყოფილებებში კი – საცხოვრებელი სათავსოები. ობიექტის საერთო ფართობი 1 860 კვ.მ-ია.
ბუნკერი მთლიანად ავტონომიურია: მას სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, ასევე აღჭურვილია საკანალიზაციო სისტემით. საკვები პროდუქტების მარაგი ბუნკერში მცხოვრებ ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში ეყოფათ. მენიუ 100 სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტსა და სასმელს ითვლის, მალფუჭებადი პროდუქტები გაყინული სახით შეინახება. ბუნკერში ექნებათ ასევე მედიკამენტები, იარსებებს კავშირგაბმულობის სისტემა და მიწისქვეშა ტრანსპორტი.
ბუნკერები, რომელთა აღჭურვაზეც ამერიკული კომპანია Vivos არის დაკავებული, უძლიერეს ატომურ აფეთქებებს, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღით თავდასხმას, ძლიერ შტორმებს, ნებისმიერი სიძლიერის მიწისძვრებსა და მცირე ზომის მეტეორიტის დარტყმასაც გაუძლებს.

წყარო:ambebi.ge