loading...

«

»

მაი 07

კედლებზე მოსიარულე Peugeot Metromorph_ი


დღეს თუ ეტყვით ტაქსის მძღოლს: „გლდანის III მკრ, კორპუსი 12, სართული 8, ბინა 24″ – სასაცილო იქნება, მაგრამ მომავალში ასეთი რამ შესაძლებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში დიზაინერი Roman Mistiuk თვლის რომ ავტომობილმა უნდა მიიყვანოს მფლობელი უშუალოდ მრავალსართულიანი სახლის ბინამდე. ასევე ეს იდეა წყვეტს სადგომების და ავტოფარეხების პრობლემას. „პარკირებული” სადმე მე–80 სართულზე ავტომობილი შეიძლება ასევე აივნის ფუნქციასაც ასრულებდეს. კონცეპტს ჰქვია Peugeot Metromorph და იგი უეჭველად წარმოადგენს ბევრი საინტერესო იდეის ერთობლიობას. მაგალითად სავარძლების ბრუნვითი მექანიზმი და თვლების უნიკალური განლაგება.