loading...

«

»

მაი 08

ყველაზე დიდი ლაინერი მსოფლიოში


ტრანსატლანტიკური პირველი რეისის შემდგომ, ფინეთიდან ფორტ–ლოდერდეილის ნაპირს მიადგა 17 გემბანიანი ხომალდი – Oasis of the Seas, რომლის სიგრძე 361 მ–ი, სიგანე 66მ–ი, ხოლო ეკიპაჟი 2100 ადამიანს შეადგენს. მასზე არსებულ 2704 კაიუტაში შესაძლებელია 6360 მგზავრის განთავსება.ლაინერი – Oasis of the Seas აიგო ფინეთში, კომპანია – Royal Caribbean International–ის დაკვეთით. დღევანდელ დღეს იგი ყველაზე დიდი ზომის ლაინერია მსოფლიოში არსებულ ლაინერთა შორის. ზომით ის 5–ჯერ აღემატება საყოველთაოდ ცნობილ „ტიტანიკს”. მასზე განთავსებულია: ფიტნეს დარბაზები, SPA, თეატრი, ჯაზ–კლუბი, დაუჯერებელი ზომის საცურაო აუზები და უამრავი სხვა რამ. კაიუტებს შორის 30 კაიუტა გახლავთ loft–ის კატეგორიის (თითოეული მათგანის ფართობი შეადგენს 51კვ. მეტრიდან 141კვ. მეტრამდე). მთლიანი სივრცე, კი დაყოფილია 7 თემატიკურ ზონად. ლაინერზე არსებულ პარკში 12,000 სხვადასხვა სახის მცენარე ხარობს. ერთ–ერთი ზონა, რომლის სახელწოდებაცაა Central Park–ი, წარმოადგენს მოედანს, სადაც ბუტიკები, რესტორნები და ბარებია განთავსებული. ბარებთაგან ერთ–ერთი ისეა განთავსებული, რომ მასში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია სხვადასხვა გემბანიდან. Oasis of the Seas გასართობი საშუალებებიდან აღსანიშნავია: საციგურაო მოედანი, გოლფ–კლუბი, 750 ადგილიანი ღია ამფითეატრი, 1300 ადგილიანი დახურული თეატრი, 4 საცურაო აუზი, რომელთაც 10 მეტრიანი სახტომი ანძები გააჩნიათ, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები და ათობით მოედანი, სადაც ბავშვები შეძლებენ ძიძების ზედამხედველობის ქვეშ გართობას. ლაინერის მშენებლობამ შეადგინა 1,5 მილიარდი დოლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>