მაი 11


ალბად გაწუხებთ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები, სრულიადში იხილავთ თუ როგორ უნდა მოიშოროთ ისინი ხალხური მეთოდით :) :!:

ო ხ რ ა ხ უ შ ი
* გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იკეთებენ ოხრახუშის ფოთლებისა და ღეროების ნიღაბს, გვიან შემოდგომაზე კი ამ მიზნით იყენებენ ოხრახუშის ძირებს. ოხრახუშს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, იღებენ 2 სუფრის კოვზ ფაფას და იდებენ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ იბანენ ცივი წყლით. სახეზე ისვამენ მკვებავ კრემს.
ეს საშუალება საუკეთესოა განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისათვის, რომელთაც უჩნდებათ პიგმენტური ლაქები და კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას.
* ოხრახუშის ძირებს ხარშავენ, ურევენ ლიმონის წვენს და ისვამენ ლაქებზე დილა-საღამოს.
* სახის გასათეთრებლად ყოველდღე ისვამენ სახეზე ოხრახუშის წვენს.
* ოხრახუშის ლოსიონის დასამზადებლად 50 გ ოხრახუშს (გატარებულს ხორცსაკეპ მანქანაში) ასხამენ 0,5 ლ 500-იან სპირტს ან არაყს, აჩერებენ 2 კვირა ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ. ინახავენ მაცივარში. იწმენდენ სახეს ყოველდღე ლაქების მოსაცილებლად.

ნ უ შ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.

ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და 3-5 წუთის შემდეგ წყალს გადაღვრიან, ნუშს კი ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას უმატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს. კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 30 წთ. შემდეგ იბანენ სახეს. ამ ნიღაბს იკეთებენ კვირაში 2-ჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს იწმენდენ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით. თანდათან უფერულდება ჭორფლი და პიგმენტური ლაქები.
* ლიმონის ნიღბის დასამზადებლად 1 ლიმონის წვენს, 1 კვერცხის ცილას, 10 გრ შაქარს, 100 მლ წყალს ურევენ კარგად და იდებენ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე 20-30 წუთით. ამ პროცედურას ატარებენ დღეგამოშვებით. ნიღაბს იშორებენ თბილ წყალში დასველებულ ბამბის ტამპონით.

კ ი ტ რ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
კიტრს აქვს გამათეთრებელი თვისება და მისი ნიღაბი გამოდგება ნებისმიერი ტიპის სახის კანისათვის. აუფერულებს ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს.

ახალ კიტრს წვრილ სახეხზე ხეხავენ, უმატებენ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს ასხამენ 100 მლ არაყს, აჩერებენ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და ინახავენ დახურული ჭურჭლით მაცივარში.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
კარგად ათეთრებს სახეს ლიმონის წვენში შერეული კარტოფილის ფქვილი (თანაბარი რაოდენობით).

მ ა რ ი ლ ი ჭ ო რ ფ ლ ი ს მ ო ს ა შ ო რ ე ბ ლ ა დ
სახეს ისველებენ მარილის ნაჯერი ხსნარით, საღამოს იბანენ და ხელახლა ისვამენ მარილიან წყალს. ამ პროცედურას ატარებენ ყოველდღიურად, სანამ ჭორფლი გაქრება.

მ ა წ ო ნ ი
კარგად ასუფთავებს სახეს ლაქებისაგან მაწონი. (ოდნავ მჟავე). მაწონს ისვამენ სახეზე, 15 წუთის შემდეგ იბანენ.

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები: ,
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

          0 ქულა

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *