მაი 16


პაბლო რუის ი პიკასო, ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
სრულიადში იხილეთ მისიშემოქმედება
სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭათნ ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდიდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმის და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.

„მშვიდობის მტრედი“
10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.
30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლომდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.
პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.
1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.
ლიტერატურა: Дмитриев Н. А., Пикассоб М., 1971. Зернов Б. А., Zervos Ch., Pablo Pikasso. Catalogue general des oevres de 1895 a 1963, v. 1-23, P., 1932-71. პაბლო პიკასო ბიოგრაფია გალერეა მიმდინარეობა ბმულები დაამზადა

პაბლო პიკასოს ნამუშევვრები:
Boccale e fruiteria 1931

Boy with a Pipe [1905]

Bull Skull, Fruit, Pitcher by Picasso

Cat Devouring a Bird [1939]

Child Holding a Dove [1901]

Donna dai capelli gialli (Femme aux cheveux jaunes), dicembre 1931

Family of Saltimbanques [1905]

Farm Woman [bust]

Fernande con una mantiglia nera 1905-06

Figures by the Sea (The Kiss) [1931]

Goat’s Skull, Bottle, and Candle [1952]

Green Bowl and Black Bottle

Guitar, Gas-Jet and Bottle [1913]

Harlequin [1918]

La Vie [1903]

Les Demoiselles d’Avignon [1907]

Nude [1910]

Nude against a Red Background [1906]

Nude in an Armchair (Seated Woman) [1909]

Nude Woman in a Red Armchair [1932]

Pedro Manach [1901]

Pitcher, Candle and Casserole [1945]

Portrait of Daniel-Henry Kahnweiler [1910]

Portrait of Gertrude Stein [1905-6]

Portrait of Olga [1923]

Seated Bather [1930]

Seated Nude [1909-10]

Self Portrait- ‘Yo Picasso’

Self-Portrait with Palette [1906]

Still Life on a Table [1920]

Still Life with Cards, Glasses and a Bottle of Rum- ‘Vive la France’ [1914-5]

The Artist and his Model [1963]

The Dryad [1908]

The Muse [1935]

The Old Guitarist [1903]

The Rape [1920]

The Sculptor [1931]

The Smoker [1953]

The Three Dancers [1925]

The Tragedy [1903]

Three Dutch Girls [1905]

Three Musicians [1921]

Three Women [1907-8]

Vase of Flowers [1901]

Violin and Grapes [1912]

Weeping Woman [1937]

Woman Asleep in an Armchair (The Dream) [1932]

Woman in a Chemise [1905]

Woman in a Fish Hat [1942]

Woman on the Banks of the Seine, After Courbet [1950]

Woman with a Mandolin [1925]

Women of Algiers, after Delacroix [1955]

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები:
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

     0votes

7 კომენტარების ფოსტზე “პაბლო პიკასოს შემოქმედება”

  1. 1. გიო:

    avatar :D:D:D:D მაგარია პიკასო

  2. 2. გიო:

    avatarგიო დაწერილი:

    მაგარია პიკასო

    :roll::roll::roll::roll:

  3. 3. ანანო გზირიშვილი:

    avatarპიკასო ნამდვილი გენიაა. ძალიან მიყვარს.

  4. 4. ანანო გზირიშვილი:

    avatarჩემი საყვარელი მხატვარი…

  5. 5. მარიამ ვეკუა:

    avatarჩემი უსაყვარლესი მხატვარი.. ძალიან მომწონს მისი შემოქმედება.. ძალიან მაგარი გაოცებული ვარ მისი ნამიშევრებით..

  6. 6. მარიამ ვეკუა:

    avatar@ ანანო გზირიშვილი:
    გეთანხმები,..

  7. 7. გიორგი:

    avatarპიკასო ცჰემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია ვგიჟდები მის ნახატებზე განსაკუთრებით მისი ნახატი კალათა ვაშლებით მომწონს *IN LOVE* =) ;) =) ;) 8)

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *