loading...

«

»

მაი 18

სნობები – ‘’ელიტარული საზოგადოებიდან’’


სტატიის წასაკითხად დააჭირეთ გაგრძელებას
– თათაჩო, გუშინ ლამის ჭკუიდან გადავედი: გუკამ მომაკითხა აი, ძალიან მაგარი მანქანით და რაღაც ახალ ბარში წამიყვანა, საკაიფო ადგილას.. პონტია რა, იქ საერთოდ სხვა ხალხი დადის და აბა თუ მიხვდები ვინ გაიჩითა ?! _ ელენე, ჩემი კურსელი _ სოფლელი…
– კაი რა, ეგ მანდ საიდან მოხვდა?!
– გუკა ლამის გაიგუდა სიცილით იმან რომ ლაპარაკი დამიწყო … თან ვეღარ მოვიშორე რა, კოლოქვიუმებს მაწერინებს ხოლმე და…
– აუ, ანუცი, რა გამახსენდა: მაცაცო ხო იცი?
– ლექსებს რომ წერს ხო? კაი ტიპია…
– კარგი რა, რა ლექსები?! თემქელი ყოფილა…
– დაიფიცე?! აზრზე ხარ ტიპი რას ‘’ჩაგვისასტავდა’’ და …

თინეიჯერთა ენაზე ‘’სვეტსკი’’ დაქალების ჭორაობას, დილით ერთ–ერთ პრესტიჟულ კაფეში, ყავის სმისას მოვკარი ყური. (პრესტიჟული ხაზგასმით, რადგან აქ ხალხის გარკვეული კატეგორია დადის, როგორც აღნიშნეს). გოგონების დახვეწილი საუბრის მანერა – ოდნავ გაწელილი სიტყვებით, ჩაცმის თვალში მოსახვედრი სტილი და სახეზე ამრეზილი, გულგრილი გამომეტყველება ადვილად მიგახვედრებდათ, რომ ეს საზოგადოების პოპულარული ნაწილია და მიუხედავად მათი თავდაჭერილობისა, მათთან მეგობრობა ბევრს სურს…
ხან გააზრებულად, ხან თავადაც არ ვიცით რატომ, გვიზიდავს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც თბილისის პრესტიჟულ უბნებში ცხოვრობენ, ერკვევიან მოდის სიახლეებში, სწავლობენ პოპულარულ სასწავლებლებში და ერთობიან “ამოჩემებულ”, ერთი და იმავე ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ არის ადგილები, სადაც ჩვენ – ‘’ფაშიონ’’ ხალხი, თავგამოდებით ვამტკიცებთ, რომ მთავარი სულიერება და მორალური ღირებულებებია, როცა საქმე მეგობრის ან შეყვარებულის არჩევაზე მიდგება, გვავიწყდება კამათი მატერიალურის ამაოებაზე… ამ პრობლემას (და ამას ნამდვილად შეიძლება პრობლემა ვუწოდოთ) სნობიზმი ჰქვია. (1989 წელს გამოცემულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში, სიტყვა სნობი ასეა განმარტებული: ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე.წ კარგი ტონის წესები, ამაყია, ქედმაღლობს და სხვას მატერიალური ღირებულებებით აფასებს.)

“ქართველი”, ჩემი მეზობელი – ხანშიშესული და ბევრისგამგონე ტაქსის მძღოლი – ალექსანდრე, ჩვეული აღშფოთებით საუბრობს დღევანდელი თაობის “უკუღმართობაზე”: – “არა რა… ხალხი შეიცვალა… კარგის და ცუდის აღქმის უნარი დაკარგეს. დღეს გოგო და ბიჭი ჩამისხდნენ მანქანაში. ბიჭი ისეთი სადა, უბრალო, კარგი ქართველი ბიჭი რა… გოგო ეუბნება:
– აუ, რა გვინდა ‘’ლიტერატურულში’’?
– წიგნი უნდა დავაბრუნო, დოსტოევსკის ‘’იდიოტი’’
– ა…
– წაკითხული გაქვს?
– იცი, მე საერთოდ ‘’რუსებს’’ არ ვკითხულობ…
– …
ბიჭმა გაიცინა რა, რაღა უნდა ეთქვა, ხმას ვეღარ იღებდა, თან გოგოს გაუთავებელ კითხვებს იგერიებდა: აუ სად იცვამ? ბაითი სად გაქვს?.. “

თითქოს აუღიარებელი ფაქტია, რომ დღეს თინეიჯერთა მასა ადამიანში მატერიალურს ანიჭებს უპირატესობას. ახალგაცნობილზე დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად, საკმარისია იმის ცოდნა, რომ ის ვერაზე ცხოვრობს და არა – ვარკეთილში, “cavalli-ს” ბოლო კოლექციიდან აცვია და არავითარ შემთხვევაში, ბაზრობაზე ნაყიდი ცნობილი ბრენდის პატენტი..
ირკვევა ორი კატეგორია: ნაწილი, რომელიც მატერიალურ სურვილებს იკმაყოფილებს და ‘’ბედნიერია’’ (შესაბამისად სურს, მის ირგვლივ ტრიალებდნენ მის მსგავსად უზრუნველყოფილები) და მეორე – ‘’დაბლა მდგომი’’ სზოგადოება, რომელიც თავის მხრივაც სნობია, რადგან ერთგვარი კომპლექსი აქვს ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობების და ცდილობს, რამენაირად თავი მოიტყუოს და გახდეს გაიდიალებული ‘’ელიტარული საზოგადოების’’ წევრი…
უთქვამთ, ‘’მატერიაში იმაზე მეტი სულიერება მჟღავნდება, ვიდრე ჩვენ გვგონიაო’’ იქნებ მართლა ასეა და ქართველ თინეიჯერებს უბრალოდ არ სურთ (ან ვერ ხედავენ საჭიროებას) გათავისუფლდნენ ‘’საამაყო’’ ბრენდების იარლიყებისაგან და მართალი, უბრალო ბუნება გამოავლინონ…

: )