loading...

«

»

მაი 23

“Note Desk” თანამედროვე ტექნოლოგია


“ნოუთ-დესკ”-ი წარმოადგენს ნოუთბუკისათვის განკუთვნილ უნივერსალურ სადგამს, რომლის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ოფისებში ასევე სახლის პირობებშიც.

მისი ორიგინალური და მარტივი კონსტრუქცია აძლევს მომხმარებელს საშუალებას, სპეციალური ცოდნის გარეშე, ააწყოს და საჭიროებისამებრ დაშალოს “ნოუთ-დესკ”-ი.

-“ნოუთ-დესკ”-ის, ჩამუქებული სპეციალური შუშისაგან შესრულებული, თარო იზიდავს ნოუთბუკის მიერ გამოყოფილ სითბოს და, ყოველგვარი დამატებითი სპეციალური ტექნიკური საშუალების გარეშე, იცავს ნოუთბუკს გადახურებისგან.

– “ნოუთ-დესკ”-ის მოძრავი თაროები იძლევა მათი დახრის და/ან მილზე ჰორიზონტალურად მოძრაობის საშუალებას. – ჰორიზონტალური მილი, რომელზეც დაფიქსირებულია “ნოუთ-დესკ”-ის ორი თარო, მოძრაობს ზევით და ქვევით ვერტიკალურად დაფიქსირებულ მილზე და ფიქსირდება მომხმარებლისათვის საჭირო სიმაღლეზე.- ვერტიკალურად დაფიქსირებული მილი ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ მომხმარებლისათვის სასურველი მიმართულებით.

“ნოუთ-დესკ”-ის ტექნიკური მონაცემები, აძლევს მომხმარებელს საშუალებას ჩართოს საკუთარი ფანტაზიის პოტენციალი და გამოიყენოს “ნოუთ-დესკ”-ი მისთვის საჭირო ადგილას და მდგომარეობაში, მაგალითად:

1. კონფერენციის მსვლელობისას, ფეხზე მდგარი მომხსენებელი აფიქსირებს “ნოუთ-დესკ”-ის თაროებს შესაბამის სიმაღლეზე და ათავსებს თითოეულ თაროზე ნოუთბუკს და საჭირო დოკუმენტაციას, ან სხვა შესაბამის ორგტექნიკას (გამაგრილებელი სასმელიც არ იქნება ურიგო);

2. ოფისში გამოიყენება, როგორც კომპაქტური და მობილურად გადასაადგილებელი ინვენტარის საშუალება;

3. სახლის პირობებში “ნოუთ-დესკ”-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც მჯდომარე, ასევე სავარძელზე, შეზლონგზე ან ლოგინში მწოლიარე მდგომარეობაში.

მწოლიარე მდგომარეობაში მუშაობისას, შესაძლებელია ნოუთბუკისათვის განკუთვნილი თაროს დახრა მომხმარებლისათვის მოსახერხებელ პოზიციამდე. ნოუთბიკისათვის განკუთვნილი თარო არ აძლევს ნოუთბუკს მისი ჩამოცურების საშუალებას, ვინაიდან შეიცავს სპეციალურ შემაკავებელ ელემენტს.