loading...

«

»

მაი 27

Nokia X6


Nokia X6 – ამის გაგონებაზე ალბათ ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდა და ასეც მოხდა… ნოკია როგორც ჩანს მყარად დადგა 9,4 პლათფორმის წარმოების გზაზე და გამართლებულადაც, ვინაიდან იგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Nokia X6 გამორჩეული იქნება როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური შესაძლებლობებით და იმუშავებს Symbian OS v9.4 ოპერაციულ სისტემაზე.

მისი ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 2100 მეგაჰერცი
  • TFT სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერით და 360 x 640 პიქსელით
  • აქსელერომეტრის სენსორი
  • 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება
  • 128 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება
  • HSDPA, 3.6 მბ/წმ მესამე თაობის სტანდარტი
  • ARM 11 434 მეგაჰერცი პროცესორი
  • 5 MP კამერა Carl Zeiss ოპტიკით
  • GPS ნავიგაცია, Ovi Maps 3.0
  • TV-out
  • Word, Excel, PowerPoint კლიენტი
  • Li-Ion 1320 mAh აკუმულატორი

Nokia X6, ისევე როგორც სხვა ახალი მოდელები, გაყიდვაში გამოვა წლის ბოლომდე და მისი ღირებულება თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

იხილეთ ვიდეო: