loading...

«

»

ივნ 02

Google-მა კოსმოსურ პროექტს ”მარსი-500” საიტი მიუძღვნა

კომპანიამ Google კოსმოსურ პროექტს ”მასრი-500” საიტი მიუძღვნა, რომელიც სამ ინფორმაციულ ბლოკს მოიცავს: ”ხომალდის ჟურნალი”, ”გზამკვლევი მარსზე” და ”გზა მარსისკენ”. ”ხომალდის ჟურნალი” შეიქმნა პლატფორმის Google Blogger ბაზაზე და მთლიანად ეძღვნება პროექტს, სადაც მომხმარებელი ყველანაირ სიახლეს იხილავს. ასევე დააკვირდება კოსმოსური ხომალდის მსვლელობას. ”გზამკვლევი მარსზე” ინტერნეტ-მომხმარებლებს პლანეტაზე ვირტუალური ექსკურსიის საშუალებას აძლევს. ხოლო განყოფილებაში ”გზა მარსისკენ” განთავსდება სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანი. Google-ის საიტზე განთავსებული ინფორმაცია მასში ინტეგრირებული Translate-ის საშუალებით რამდენიმე ენაზე არის ხელმისაწვდომი.