loading...

«

»

ივნ 02

Nokia-ს ისტორია


გაგრძელებაში იხიეთ ნოკიას ისტორია

პრე–ტელეკომუნიკაციების ერა:

თანამედროვე Nokia–ს წინამორბედი კომპანიები  იყვნენ Nokia (Nokia Aktiebolag)(ცელულოზა–ქაღალდის წარმოებაზე ორიენტირებული), Finnish  Rubber Works  Ltd (Suomen Gummitehdas Oy)(რეზინის ნაწარმზე ორიენტირებული) და Finnish Cable Works Ltd (Suomen Kaapelitehdas Oy)(ნახევარგამტარებზე ორიენტირებული).
Nokia–ს ისტორია 1865 წელს დაიწყო, როდესაც სამთო ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამმა სამხრეთ–დასავლეთ ფინეთში, ქალაქ ტამპერეში, ტამერკოსკის (Tammerkoski ) ჩქერობის ნაპირზე დააარსა მერქან–ცელულოზის საფქვავ–გადამამუშავებელი ფაბრიკა და დაიწყო ქაღალდის წარმოება. 1868 წელს, იდესტამმა მეორე საწარმო ააშენა  ტამპერედან დასავლეთით თხუთმეტ კილომეტრში (ცხრა მილი) პატარა ქალაქ Nokia–ს ახლოს, ჰიდროელექტროენერგიის საუკეთესო რესურსების მქონე მდინარე – ნოკიანვირტას (Nokianvirta) ნაპირზე. 1871 წელს, იდესტამმა, ახლო მეგობრისა და სახელმწიფო მოხელის – ლეო მეჩელინის დახმარებით, თავის ფირმას სახელი გადაარქვა და  სააქციონერო საზოგადოებად გადააკეთა, ასე დაარსდა კომპანია Nokia, რომელიც დღემდე ამ სახელითაა ცნობილი.

ქალაქს, სახელი – Nokia, მასზე გამავალი მდინარის გამო ეწოდა. თვით მდინარის სახელწოდება – ნოკიანვირტა (Nokianvirta) კი იმ პატარა, შავ–ბეწვიანი ცხოველის აღმნიშვნელი ძველი ფინური სიტყვიდანაა წარმოშობილი, რომელიც მდინარე ნოკიანვირტას სანაპიროებზე ბინადრობდა. თანამედროვე ფინურზე, noki მურს–ჭვარტლს ნიშნავს, nokia – კი მრავლობითის ფორმაა, თუმცა სიტყვის ეს ფორმა იშვიათად თუ ოდესმე იხმარება. ძველი სიტყვა – nois (მრავლ. nokia) ანდა nokinäätä (“შავი კვერნა”)   ეწოდებოდა სიასამურს. მას მერე, რაც სიასამური,  ინტენსიური ნადირობის შედეგად ამოწყდა ფინეთში, ამ სიტყვით ზოგიერთ შავბეწვიან კვერნისებრსაც აღნიშნავდნენ, მაგალითად,  ფიჭვის კვერნა, რომელიც დღესაც ბინადრობს იმ მიდამოებში.
მე–19 საუკუნის მიწურულს,  ელექტროობის სფეროში ბიზნესის გაფართოების მეჩელინისეულ სურვილს თავიდან, იდესტამმა შეუშალა ხელი. თუმცა, 1896 წელს, კომპანიის მმართველობიდან იდესტამის გადადგომამ მეჩელინს ხელი შეუწყო გამხდარიყო კომპანიის თავმჯდომარე (1898–დან 1914–მდე), რაც შეიძლება მეტი აქციონერი დაერწმუნებინა თავის გეგმებში და ამით თავისი ხედვის რეალიზება მოეხდინა. 1902 წელს Nokia–ს ბიზნეს – საქმიანობას  ელექტროწარმოებაც დაემატა.

ინდუსტრიული კონგლომერატი (მრავალპროფილიანი გაერთიანება):

1898–ში ედუარდ პოლონმა დააარსა კალოშებისა და რეზინის სხვა ნაკეთობათა მწარმოებელი Finnish Rubber Works–ი, რომელიც მოგვიანებით Nokia–ს რეზინის ბიზნეს – საკუთრება გახდა.  მე–20 საუკუნის დასაწყისში, Finnish Rubber Works–ის ქარხნები განთავსებული იყო პატარა ქალაქ Nokia–ს მახლობლად და პროდუქციის სამარკო დასახელებად – Nokia–ს იყენებდა. 1912–ში, არვიდ ვიკსტრემმა დააარსა Finnish Cable Works–ი, რომელიც  სატელეფონო, სატელეგრაფო და  ელექტრო კაბელებს აწარმოებდა, რაც ქმნიდა Nokia–სა და სხვა ელექტრონული ფირმების საკაბელო ფონდს. 1910–იანი წლების ბოლოს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,  კომპანია Nokia გაკოტრების პირას აღმოჩნდა. Nokia–ს გენერატორებიდან ელექტროენერგიის შეფერხების გარეშე მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, Finnish Rubber Works–მა შეიძინა გადახდისუუნარო  კომპანიის ბიზნესი. 1922–ში, Finnish Rubber Works–მა შეისყიდა Finnish Cable Works–ი. 1937–ში, ვერნერ ვეკმანი, მოჭიდავე (ბერძნულ–რომაულ ჭიდ.სახეობაში) – ფინეთის პირველი ოლიმპიური ოქროსმედალოსანი,  Finnish Cable Works–ის პრეზიდენტი გახდა, 16 წლიანი ტექნიკურ დირექტორად მუშაობის გამოცდილებით.  II მსოფლიო ომის შემდეგ, Finnish Cable Works–ი კაბელებით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს, ფინეთის წილი სამხედრო რეპარაციის (ომით მიყ. ზარალის ანაზღაურება) სახით. რამაც, კომპანიის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობებს კარგი საფუძველი ჩაუყარა.

1922 წლიდან ერთობლივად მოქმედი ეს სამი კომპანია, 1967 წელს ერთ ინდუსტრიულ კონგლომერატ – Nokia Corporation–ში გაერთიადა და ამით გზა გაუხსნა  Nokia–ს, მომავალში გლობალურ კორპორაციად ჩამოყალიბებას. ახალი კომპანია წარმოების მრავალ სფეროში ჩაება, სხვადასხვა დროს აწარმოებდა რა ქაღალდის პროდუქტებს, მანქანისა და ველოსიპედის საბურავებს, ფეხსაცმელს (მათ შორის რეზინის ბოტებს), საკომუნიკაციო კაბელებს, ტელევიზორებს და სხვა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას, პერსონალურ კომპიუტერებს, ელექტროგენერაციის მანქანებს, რობოტ–ტექნიკას, კონდენსატორებს, სამხედრო საკომუნიკაციო საშუალებებსა და აღჭურვილობებს (როგორიცაა, მოწყობილობა SANLA M/90 და  M61 აირსაწინააღმდეგო ნიღაბი ფინეთის არმიისთვის), პლასტმასს, ალუმინსა და ქიმიურ პრეპარატებს. ყოველ ბიზნეს ერთეულს თავისი დირექტორი ედგა სათავეში, რომლებიც ანგარიშვალდებულები იყვნენ Nokia Corporation–ის პირველი პრეზიდენტის – ბერნ ვესტერლუნდის მიმართ. ჯერ კიდევ Finnish Cable Works–ის პრეზიდენტის რანგში ყოფნის დროინდელი მისი დამსახურებაა, 1960 წელს კომპანიაში ელექტრონიკის პირველი დეპარტამენტის დაარსება, რითაც ტელეკომუნიკაციის სფეროში Nokia–ს მომავალს ჩაუყარა საფუძველი.
საბოლოოდ, 1990–იან წლებში კომპანიამ გადაწყვიტა უკანა პლანზე გადაეწია საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის წარმოება და ფოკუსირებულიყო მხოლოდ ტელეკომუნიკაციების სწრაფმზარდ სეგმენტზე. საბურავების მწარმოებელი Nokian Tyres–ი (ნოკიას საბურავები) გამოეყო Nokia Corporation–ს საკუთარი კომპანიის ჩამოყალიბების მიზნით 1988 წელს და ორი წლის შემდეგ  რეზინის ბოტების მწარმოებელი Nokian Footwear–ი დაარსა. 1990–იანების დანარჩენ წლებში, Nokia ცდილობდა თავიდან მოეცილებინა თავისი ყველა არასატელეკომუნიკაციო ბიზნესი.

ტელეკომუნიკაციების ერა:

Nokia–ს ამ სახით მიმდინარე აღორძინებას საფუძველი ჩაუყარა 1960 წელს კაბელების განყოფილებაში ელექტრონიკის სექციის დაარსებამ  და 1962 წელს გამოშვებულმა პირველმა ელექტრონულმა პროდუქციამ: იმპულსების ანალიზატორი, ატომურ ელექტროსადგურებში გამოსაყენებლად. 1967 წელს, ეს სექცია გამოიყო საკუთრივ დამოუკიდებელ განყოფილებად და დაიწყო სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება.

ქსელური აპარატურა:

1970–იან წლებში Nokia უფრო აქტიურად ჩაება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში, შექმნა რა Nokia DX 200 – ციფრული გადამრთველი სატელეფონო სადგურებისთვის. 1982 წელს, Nokia DX 200 გახდა სატელეფონო სადგურების მსოფლიოში  პირველი მაკონტროლებელი  მიკროპროცესორი და პირველი მთლიანად ციფრული კომუტატორი, რომელიც ევროპამ მომსახურებაში დანერგა. DX 200 გახდა ქსელური აპარატურის სფეროს “მუშა ნაწილი”.  მოდულურული და მოქნილი კონსტრუქციის წყალობით, მისი გამოყენება სხვადასხვაგვარ გადამრთველ–საკომუტაციო პროდუქტში იყო შესაძლებელი. 1984–ში, დაიწყო ვერსიის შექმნა Nordic Mobile Telephony–ის (სკანდინავიური ქვეყნების მობილური სატელეფონო ქსელი) ავტომატური სატელეფონო სადგურებისათვის (ე.წ. АТС–ი).
1970–იანების რაღაც პერიოდში, Nokia–ს ქსელური აპარატურის პროდუქცია შევიდა კომპანია  Telefenno–ს განკარგულებაში, რომელიც ერთობლივად ეკუთვნოდა როგორც დედა კორპორაციას, ასევე ფინეთის სახელმწიფოდაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას. 1987 წელს სახელმწიფომ გაყიდა თავისი წილი Nokia–ს აქციები და 1992 –ში სახელწოდებაც იქნა შეცვლილი – Nokia Telecommunications–ად (ნოკიას ტელეკომუნიკაციები).
1970–იანებსა და 1980–იანებში, Nokia განავითარებდა – Sanomalaitejärjestelmä–ს (ფინურიდან – “მესიჯ–უწყებათა სისტემის აპარატურა”), ციფრულ, პორტატულ და საკომუნიკაციო აპარატურას დაშიფრული ტექსტური ინტერფეისით, ფინეთის სამხედრო ძალებისათვის. დღესაც, თავდაცვაში ძირითადად გამოყენებული კომპონენტი არის – Sanomalaite M/90 (SANLA M/90).


ნოკიას პირველი მობილური ტელეფონი Mobira Cityman 150 (1989წ.) და Nokia 1100 (2003წ.)

თანამედროვე მობილური სატელეფონო სისტემების წინამორბედი ტექნოლოგიები გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით “0G”– მდე – მობილური ქსელის რადიო–სატელეფონო კავშირის სტანდარტი. 1960 წლიდან Nokia აწარმოებდა კომერციულ და ზოგიერთ სამხედრო რადიო–მობილური სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის პროდუქციას, თუმცა კომპანიის ეს ნაწილი გაიყიდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მოგვიანებით მოხდებოდა კომპანიის მოდერნიზაცია.1964–დან მოყოლებული, Nokia–მ შექმნა VHF (შემოკლ.– ძალიან მაღალი სიხშირე) რადიო, Salora Oy –სთან ერთად. 1966–ში, Nokia–მ და Salora–მ დაიწყეს ARP სტანდარტის (რომლის მხარდაჭერაც აქვს Autoradiopuhelin–ს(ავტომანქ.რადიომიმღები), სხვაგვარად – ავტომანქანის ინგლისურენოვან ტელეფონს) შექმნა, რომელსაც დაეფუძნა ავტომანქანის მობილური რადიო–ტელეფონების სისტემა და პირველი კომერციული, სახალხო მობილური ტელეფონების ოპერატიული ქსელი ფინეთში. რაც online–რეჟიმით ამოქმედდა1971–ში და 100% –იანი დაფარვის ზღვარს 1978–ში მიაღწია.
1979–ში, Nokia–სა და Salora–ს შერწყმით დაარსდა Mobira Oy (ფინურიდან – სააქც. საზოგ. Mobira). Mobira შეუდგა მობილური ტელეფონების დამზადებას NMT–ს (სკანდინავიის მობილური ტელეფონები) ქსელის სტანდარტისათვის, ეს იყო პირველი თაობა, პირველი მთლიანად ავტომატიზირებული მობილური ტელეფონების სისტემა, რომელიც online–რეჟიმში 1981–ში გაიშვა. 1982–ში, Mobira–მ წარადგინა თავისი პირველი საავტომობილო ტელეფონი – Mobira Senator–ი NMT-450 ქსელისათვის.
1984 წელს, Nokia–მ შეისყიდა Salora Oy და ამჟამად ფლობს რა კომპანიის 100%–ს, ტელეკომუნიკაციის განხრით მომუშავე უკვე თავის ამ კომპანიას სახელი შეუცვალა და დაარქვა – Nokia-Mobira Oy. 1984 წელს გაშვებული Mobira Talkman–ი – მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი ტრანსპორტაბელური ტელეფონი იყო. 1987–ში, Nokia–მ წარადგინა მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი handheld (ხელის–პორტატული) ტელეფონი – Mobira Cityman 900 NMT-900–ის ქსელისათვის (რომელიც NMT-450 ქსელთან შედარებით, უკეთესი სიგნალით გამოირჩეოდა, თუმცა რუმი ისევ მცირე ჰქონდა). მაშინ, როცა 1982 წლის Mobira Senator–ი იწონიდა 9,8 კგ.–ს (22 ფუნტი) და Talkman–ი ოდნავ ცოტას – 5 კგ.–ს (11 ფუნტი), Mobira Cityman–ი აკუმულატორიანად მხოლოდ 800 გ.–ი (28 უნცია) იყო და 24,000 ფინური მარკა (დაახლოებით 4,560 €) ღირდა. მაღალი ფასის მიუხედავად, გამყიდველებს პირველი ტელეფონები ლამის ხელიდან დასტაცეს. მობილური ტელეფონი თავიდანვე “yuppie” (ტერმინ.– წარმატებული ადამიანი…) პროდუქტად და სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
Nokia–ს მობილური ტელეფონების პოპულარობა ძალიან გაიზარდა 1987 წელს, როცა საჯაროდ გავრცელდა სურათები, რომლებზედაც აღბეჭდილი საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი Mobira Cityman–ით უკავშირდებოდა ჰელსინკიდან მოსკოვში თავის კავშირგამბულობის მინისტრს. რის გამოც ამ ტელეფონს ზედმეტსახელად “გორბა” შეარქვეს.
1988–ში, იორმა ნიემინენმა, მობილური ტელეფონების სფეროში აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან წასვლის შემდეგ, თავისი განყოფილების ორ თანამშრომელთან ერთად, დააარსა ცნობილი საკუთარი მობილური ტელეფონების კომპანია – Benefon Oy–ი (შემდეგში – GeoSentric–ი). ერთი წლის შემდეგ, Nokia-Mobira Oy–ი გახდა Nokia Mobile Phones–ი(ნოკიას მობილური ტელეფონები).

GSM–ში ჩართვა:

Nokia ერთ–ერთი მთავარი შემქმნელია GSM–ის (გლობალური სისტემა მობილური კომუნიკაციისათვის), მეორე თაობის მობილური ტელეფონების ტექნოლოგია, რომელსაც ერთნაირად შეეძლო როგორც ციფრული ინფორმაციის, ასევე ხმოვანი შეტყობინების გადაცემა. NMT (სკანდინავიის მობილური ტელეფონები), მსოფლიოში პირველი მობილური სატელეფონო სტანდარტია, რომელიც დაუშვეს საერთაშორისო როუმინგში, რაც განაპირობა Nokia–ს GSM–ის შექმნაში მჭიდრო მონაწილეობით მიღებულმა მნიშვნელოვანმა გამოცდილებამ. 1987–ში GSM–ი მიღებული იქნა, როგორც ახალი ევროპული სტანდარტი ციფრული მობილური ტექნოლოგიებისათვის.
Nokia–მ თავისი პირველი GSM ქსელი 1989–ში ფინურ ოპერატორ Radiolinja–ს მიაწოდა (მიჰყიდა 50 მლნ. დოლარად). მსოფლიოში პირველი კომერციული GSM ზარი განხორციელდა 1991 წლის 1ივლისს ჰელსინკში, ფინეთში, Nokia-ს მიერ მიწოდებული ქსელით, ფინეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრის ჰარი ჰოლკერის მიერ, Nokia–ს GSM ტელეფონის პროტოტიპით. 1992–ში, პირველი GSM ტელეფონი – Nokia 1011 გამოვიდა. მოდელის ნომერი მისი გამოშვების თარიღზე მიუთითებს – 10 ნოემბერი. Nokia 1011–ში ჯერ კიდევ არ იყო გამოყენებული Nokia–სთვის დამახასიათებელი ringtone (ზარის მელოდია), Nokia–ს მელოდია. იგი ზარის მელოდიად შემოიღეს 1994–ში Nokia 2100 სერიიდან.
GSM–ის მაღალხარისხოვანი ხმოვანი ზარები, იოლი საერთაშორისო როუმინგი და ახალი მომსახურების მხარდაჭერა, მაგ. როგორიცაა ტექსტური შეტყობინებების გადაცემა (SMS), მსოფლიოში მობილური ტელეფონების გამოყენების ბუმის საფუძველი გახდა. 1990–იანებში, მსოფლიო მობილურ – სატელეფონო კავშირებს შორის დაიწყო GSM–ის დომინირება, 2008 წლის შუისათვის, იგი მსოფლიო მაშტაბით, მობილური კავშირის დაახლოებით სამ მილიარდ აბონენტს ითვლიდა, 700–ზე მეტი მობილური კავშირის ოპერატორით 218 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ახალი ჩართვების დამატების შემდეგი სიხშირით: 15 ერთეული – 1 წამში, სხვაგვარად, 1,3 მილიონი – 1 დღეში.

ზრდა–განვითარებისგან გამოწვეული პრობლემები:

1980–იანებში, კარი კაირამოს გენერალური დირექტორობის დროს, Nokia გაფართოვდა ახალ სფეროებში, ძირითადად შესყიდვებით. 1980–იანების ბოლოს და 1990–იანების დასაწყისში, კორპორაცია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომლის ძირითადი მიზეზი იყო მძიმე დანაკარგები ტელევიზორების წარმოების ნაწილში და ზედმეტად ურთიერთგანსხვავებულ ბიზნეს–სფეროებზე მოდება. ეს პრობლემები, და როგორც ეჭვობენ – სრული გამოფიტვა(ადამიანური ძალებისგან – ,,გადაწვა“), სავარაუდოდ, გახდა კაირამოს თვითმკვლელობის მიზეზი 1988 წელს. კაირამოს გარდაცვალების შემდეგ, Nokia–ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახდა სიმო ვუორილეჰტო. 1990–1993 წლებში, ფინეთმა სერიოზული ეკონომიკური კრიზისი განიცადა, რომელმაც Nokia–საც დაარტყა. ვუორილეჰტოს ხელმძღვანელობით, Nokia მნიშვნელოვნად გარდაიქმნა (,,გარემონტდა“). კომპანიამ კრიზისის საპასუხოდ მოახდინა სატელეკომუნიკაციო დანაყოფის ოპტიმიზაცია (გამარტივება), და თავიდან ჩამოიცილა ტეელევიზიისა და PC (პერსონალური კომპ.) დანაყოფები.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება Nokia–ს ისტორიაში 1992–ში განხორციელდა, მაშინ, როცა ახალმა გენერალურმა დირექტორმა იორმა ოლლილამ მიიღო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწვეტილება – კონცენტრირება მოეხდინათ მხოლოდ ტელეკომუნიკაციებზე. ამგვარად, 1990–იანი წლების დანარჩენ პერიოდში, რეზინის, კაბელების და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის დანაყოფები თანდათან გაიყიდა, რამდენადაც Nokia განაგრძობდა ყველა არასატელეკომუნიკაციო ბიზნესის თავიდან ჩამოცილებას.
უკვე 1991 წელს, Nokia–ს საქონელბრუნვის მეოთხედზე მეტი, კვლავ, ფინეთის ბაზარზე გაყიდვებს ეკავა. თუმცა, 1992–ის სტრატეგიული ცვლილების შემდეგ, ძალიან მოიმატა Nokia–ს გაყიდვებმა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. მსოფლიოში მობილური ტელეფონების პოპულარობის წარმოუდგენელმა ზრდამ, რაც Nokia–ს ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც აღემატებოდა, 1990–იანების შუა წლებში ლოჯისტიკის (მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა, მომარაგება) კრიზისი გამოიწვია. ამან უბიძგა Nokia–ს დაწვრილებით გადაემუშავებინა და გარდაექმნა მთელი თავისი ლოჯისტიკური საქმიანობა. 1998 წლისათვის, Nokia ფოკუსირდება ტელეკომუნიკაციებსა და თავის ადრინდელ, GSM ტექნოლოგიებში ჩადებულ ინვესტიციებზე, რამაც კომპანია მობილურების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახადა მსოფლიოში. 1996–სა და 2001 წლებს შორის, Nokia–ს საქონელბრუნვა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა – 6,5 მილიარდი ევროდან 31 მილიარდ ევრომდე. ლოჯისტიკა რჩება კონკურენტების მიმართ Nokia–ს ერთ–ერთ მთავარ უპირატესობად, წარმოების გაზრდის ხარჯზე მიღებულ მნიშვნელოვან ეკონომიასთან ერთად.


ზომების შემცირება ნოკიას მობილურ ტელეფონებში


ნოკიას კომუნიკატორების ევოლუცია: 9000, 9110, 9210, 9500.

ძირითადი ეტაპები და რელიზები:

  • 2000 წლის 5 მაისს, უნგრეთის ქალაქ კომარომში, Nokia–მ გახსნა მობილური ტელეფონების საწარმო.
  • 2007 წლის მარტში, Nokia–მ ხელი მოაწერა მემორანდუმს რუმინეთის ქალაქ კლუჟის საბჭოსთან ერთად, ქალაქის შორიახლოს,  Jucu–ს კომუნაში საწარმოს გახსნის თაობაზე. ქალაქ ბოხუმიდან (გერმანია)  წარმოების გადატანამ უფრო დაბალანაზღაურებადი მუშახელის ქვეყანაში, გერმანელების უკმაყოფილება გამოიწვია.
  • 2007 წლის მაისში, Nokia–მ განაცხადა, რომ 2003 წლის მობილური ტელეფონი Nokia 1100,  200 მილიონზე მეტი გაშვებული ერთეულით, იყო ყველა დროის, ყველაზე უფრო გაყიდვადი მობილური ტელეფონი და მსოფლიოში ტოპ–გაყიდვადი სამომხმარებლო ელექტროპროდუქცია.
  • 2007 წლის ნოემბერში, Nokia–მ გამოუშვა Nokia N82, თავისი პირველი (და დღეისთვისაც ერთადერთი) N სერიის ტელეფონი ქსენონის ელვა–ნათებით.
  • 2007 წლის დეკემბერში, Nokia World კონფერენციაზე, Nokia–მ განაცხადა “Comes With Music” (,,მგზავრობა მუსიკით“) პროგრამა: Nokia–ს აპარატების მყიდველთათვის  წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი უფასო მუსიკალური ჩატვირთვები. ეს სერვისი კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა 2008 წლის მეორე ნახევარში.
  • 2008 წლის აპრილში, Nokia–მ საზოგადოებასთან კონტაქტის ახალი გზების ძიება დაიწყო, სთხოვდა რა “აუდიტორიას” გამოეყენებინათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი და მობილური აპარატები კომპანია Nokia–ს პროდუქციის შესაქმნელად – მონაწილეობა მიეღოთ გადაღებებში, სცენებში, რედაქტირებასა და ერთობლივი ფილმის გამოშვებაში. Nokia Productions–ი იყო კინოწარმობის ყველაზე პირველი მობილური კინოპროექტი, მას სპაიკ ლი ხელმძღვანელობდა. ეს იყო საერთო სცენარის მიხედვით  თანდათან დამუშავებადი, ერთობლივი ექსპერიმენტი გადაჭიმული საზღვრებსა და პერსპექტივებზე.  2008 წლის ოქტომბერში  ფილმის პრემიერა გაიმართება.
  • 2008–ში, Nokia–მ გამოუშვა Nokia E71, მას პირდაპირი კონკურენცია უნდა გაეწია BlackBerry–ის აპარატებისათვის, რომლებიც უფრო სრულყოფილ კლავიატურასა და დაბალ ფასს გვთავაზობდნენ.
  • 2009 წლის აგვისტოში Nokia–მ განაცხადა, რომ გაყიდვაში გაუშვებს მაღალი კლასის მინი კომპიუტერს Windows-ის ბაზაზე, სახელწოდებით – Nokia Booklet 3G.
  • 2009 წლის 2 სექტემბერს, Nokia–მ გამოუშვა ორი ახალი ტელეფონი, მუსიკალური და სოციალური ქსელის მხარდაჭერით  –  X6 და  X3. Nokia X6–ის მახასიათებლებია:  32გ.ბ. ჩადებული მეხსიერება, 3.2″ სენსორულ კლავიატურიანი ინტერფეისი, მუსიკის სმენის ხანგრძლივობა – 35 საათი.  Nokia X3 –   40 Ovi Store-enabled  სერიის პირველი აპარატია. X3  აღჭურვილია მუსიკალური სტერეოხმოვანებით, მასში ჩადებული FM რადიოთი და 3.2 მეგაპიქსელიანი კამერით.
  • 2009 წლის 10 სექტემბერს, Nokia–მ წარადგინა ახალი სპორტული, კვადრატული ფორმის აპარატი  –  7705 Twist , გაშლა ხდება ცენტრალური ღერძის გარშემო შემოტრიალებით, რათა სრულად გამოჩნდეს როგორც QWERTY(სტანდარტული), ასევე დამხმარე კლავიატურაც. ახალი მობილური ხელმისაწვდომია მხოლოდ რადიო ვერსიით, აქვს 3 მეგაპიქსელიანი კამერა, web საძიებელი, ხმოვანი ბრძანებები, იწონის დაახლოებით  3.44 უნციას.

შესყიდვები:

2003 წლის 22 სექტემბერს, Nokia–მ შეიძინა Sega.com–ი, Sega–ს ფილიალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Nokia N-Gage(სიგნალ.მიმღებ–გადამცემი) მოწყობილობის შექმნაში.

2005 წლის 16 ნოემბერს, Nokia–მ და კორპორაცია Intellisync–მმა – მონაცემთა და PIM სინქრონიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი, ხელი მოაწერეს Nokia–სათვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მის მიერ Intellisync–ის შეძენის თაობაზე. Nokia–მ შესყიდვის პროცესი 2006 წლის 10 თებერვალს დაასრულა.

2006 წლის 19 ივლისს, Nokia–მ და Siemens AG–მ განაცხადეს შერწყმის შესახებ, გაართიანეს რა თავ–თავიანთ მობილურებისა და ხაზის ტელეფონების ქსელური საქმიანობა, დააარსეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ქსელური ფირმა –Nokia Siemens Networks–ი. მასში თითოეული კომპანიის წილი 50%–ია, სათაო ოფისი მდებარეობს ესპოში, ფინეთი. კომპანიის გათვლებით, 2010–ისათვის წლიური გაყიდვები იქნება –16 მილიარდი €, დანახარჯების ეკონომია კი –1,5 მილიარდი €–ს ოდენობით. დაახლოებით 20,000 Nokia–ს თანამშრომელი გადაეცა ამ ახალ კომპანიას.

2006 წლის 8 აგვისტოს, Nokia–მ და Loudeye Corp.–მ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც Nokia–მ დაახლოებით 60 მილიონ US $ დოლარად შეიძინა ონლაინ მუსიკის დისტრიბუტორი Loudeye Corporation–ი. კომპანია ონლაინ–მუსიკის სერვისის განვითარებით იმედოვნებს, რომ გაზრდის მობილური ტელეფონების გაყიდვათა რიცხვს. მომსახურება ჩართულია 2007 წლის 29 აგვისტოდან და გამიზნულია iTunes–ზე კონკურენციის გასაწევად. Nokia–მ შესყიდვა დაასრულა 2006 წლის 16 ოქტომბერს.

2007 წლის ივლისში, Nokia–მ Twango–ს ყველა აქტივი შეიძინა, ყოველმხრივი მედია–გადაწყვეტათა(შესაძლებლობების) ნაკრები, რათა გაეუმჯობესებინა ფოტოებთან, ვიდეოებთან და სხვა პერსონალურ მედია–ინფორმაციასთან მუშაობისა და ურთიერთგადაცემის პროცესი.

2007 წლის სექტემბერში, Nokia–მ განაცხადა სურვილი – შეესყიდა Enpocket–ი, მობილური სარეკლამო ტექნოლოგიებისა და სერვისის მიმწოდებელი.

2007 წლის ოქტომბერში, აქციონერთა და მმართველთა თანხმობით, Nokia–მ 8,1 მილიარდ $ დოლარად იყიდა Navteq–ი. Nokia–მ შესყიდვა დაასრულა 2008 წლის 10 ივლისს.

2008 წლის სექტემბერში, Nokia–მ შეიძინა OZ Communications–ი, კერძო კომპანია დაახლოებით 220 მომსახურე პერსონალით და სათაო ოფისით მონრეალში, კანადა.

2009 წლის 24 ივლისს, Nokia–მ განაცხადა, რომ ყიდულობს გარკვეულ აქტივებს cellity–საგან – მობილური პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კერძო კომპანია, 14 თანამშრომლით ჰამბურგში, გერმანია. cellity–ის შეძენა დასრულდა 2009 წლის 5 აგვისტოს.

2009 წლის 11 სექტემბერს, Nokia–მ განაცხადა გარკვეული აქტივების შეძენის სურვილი Plum Ventures–ისაგან – Inc (კორპორაციად დარეგისტრირებული სააქციონერო საზოგადოება), კერძო კომპანია 10 მომუშავე პერსონალით, სათაო ოფისი – ბოსტონში, მასაჩუსეტის შტატი. Plum–ი შეავსებს Nokia–ს ადგილობრივ სოციალურ სერვისს.

აპარატურა:

აპარატურული განყოფილება პასუხისმგებელია Nokia–ს ტელეფონების პორტფოლიოს (მონაცემთა საქაღალდე) შემუშავება–განვრცობასა და მართვაზე, კომპონენტების სორსინგის (საჭირ. კომპ. მოძიება და არჩევა) ჩათვლით, განყოფილებას ხელმძღვანელობს Kai Öistämö (ფინ.). დანაყოფი შედგება ძირითადი, მობილური ტელეფონების განყოფილებისგან, მასთან არსებული ცალკეული ქვეგანყოფილებებით – მულტიმრდია (N სერიის აპარატები) და Enterprise Solutions (ბიზნეს გადაწყვეტა) (E სერიის აპარატები), ასევე ადრევე ცენტრალიზებური, ტექნოლოგიურ პლატფორმად წოდებული – R&D–საგან.
ეს განყოფილება უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე იმას, რომ ფართო მასებს მიეწოდოს ,,მობილური ხმა“ და ათასგვარი მონაცემების მქონე მობილური აპარატურა, მათ შორის high-volume (მასობრივი), მომხმარებელზე ორიენტირებული ტელეფონები და მოწყობილობები, და უფრო ძვირი მულტიმედია და enterprise-class(ბიზნეს–კლასი) ტელეფონები. აპარატები, GSM/EDGE, 3G/W-CDMA –სა და CDMA–ს ფიჭურ ტექნოლოგიებზე არიან ბაზირებულნი. Nokia–ს N–სერიის მულტიმედიური კომპიუტერები ფართოდ იყენებენ Symbian OS–ს.
2006 წლის პირველ მეოთხედში, Nokia–მ 15 მილიონი მობილური ტელეფონი გაყიდა MP3 მხარდაჭერით, ეს იმას ნიშნავს, რომ Nokia მსოფლიო ლიდერია არა მხოლოდ მობილური ტელეფონებისა და ციფრული კამერების (რამდენადაც, Nokia–ს ტელეფონების უმრავლესობა ციფრული კამერებითაა აღჭურვილი, ფიქრობენ, რომ ბოლო დროს Nokia–მ გადაასწრო Kodak–ს კამერების წარმოებაში, ამ სფეროშიდაც უდიდესია იგი მსოფლიოში) მიწოდებაში, არამედ დღეისათვის Nokia ციფრული აუდიო პლეერების (MP3 პლეერი) წამყვანი მიმწოდებელიც არის, წინ უსწრებს რა გაყიდვებით Apple–ის iPod –ს. 2007 წლის ბოლოსათვის, Nokia–მ შეძლო თითქმის 440 მილიონი მობილური ტელეფონის გაყიდვა, რაც მობილური ტელეფონების მსოფლიო გაყიდვების 40% –ს შეადგენს.

სერვისი:

სერვისის განყოფილება ინტერნეტ მომსახურების ხუთ სფეროში მუშაობს: მუსიკა, რუქები, მედია, მესიჯ–უწყებები და თამაშები. განყოფილება შედგება previous enterprise–ისა (მოწინავე წარმოება) და მულტიმედია და Enterprise Solutions–ის(ბიზნეს კლას. გადაწყვეტა) ქვეგანყოფილებებისგან, მათში წინასწარვე გაერთიანებული სამომხმარებლო დრაივერ სერვისებით, ასევე მრავალი ახალი შენაძენისაგან (Loudeye, Gate5, Enpocket, Intellisync, Avvenu და OZ Communications), განყოფილებას ხელმძღვანელობს ნიკლას სავანდერი.
ჯგუფი მუშაობს არასატელეკომუნიკაციო სფეროს კომპანიებთან ტექნოლოგიების ავანსირებისათვის, ახალი დანართებისა და სხვა შესაძლებლობების განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ოლაინ სერვისი, ოპტიკა, მუსიკის სინქრონიზაცია და streaming–მედია (ჭავლური– როდესაც მიღების პროცესშივეა შესაძლებელი მულტიმედიური ინფორმაციის ნახვა).

გადაწყვეტები:

განყოფილება “გადაწყვეტები” პასუხისმგებელია Nokia–ს გადაწყვეტებზე, რომლებშიდაც მობილური აპარატი, პერსონალიზირებული სერვისი და კონცენტი (ჩადებული ინფ.) ინტეგრირებულია უნიკალურ, მომხმარებლისათვის მომხიბლავ პაკეტში. ჯგუფს ხელმძღვანელობს ალბერტო ტორესი.

მარკეტინგი:

მარკეტინგის განყოფილება Nokia–ს Customer(მომხმარებელი) და Market(მარკეტი) ოპერაციული განყოფილების მემკვიდრეა, იგი მართავს მომარაგება–მიწოდების რგოლს, გაყიდვების არხებს, უზრუნველყოფს კომპანიის ბრენდისა და მარკეტინგის სწორ ფუნქციონირებას. განყოფილების ხელმძღვანელია ანსი ვანოკი(Anssi Vanjoki).

ფილიალები:

Nokia–ს რამდენიმე ფილიალი აქვს, რომელთაგანაც 2009 წლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორია –Nokia Siemens Networks–ი და Navteq–ი. აქვს სხვა გამორჩეული ფილიალებიც: მდიდრული მობილური ტელეფონების დამამზადებელი და გამავრცელებელი –Vertu, ბაზირებული ინგლისში; Qt Software, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია, ბაზირებული ნორვეგიაში, და OZ Communications, სამომხმარებლო e-mail –ისა და სწრაფი მესიჯირების მიმწოდებელი.
2009 წლამდე, Nokia იყო მთავარი აქციონერი Symbian Limited–ის, რომელიც აწარმოებდა Symbian OS–ს მიერ წარმოებული პროდუქციის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და ლიცენზირებას, სწორედ ამ ოპერაციულ სისტემებს გამოიყენებს სმარტფონებისთვის Nokia და სხვა მწარმოებლებიც. 2009–ში Nokia–მ შეიძინა Symbian Ltd და, სხვა მრავალი კომპანიის გვერდით, შექმნა Symbian Foundation–ი (სიმბიანის ფონდი), რათა დისტრიბუცია Symbian–ის პლატფორმის სალიცენზიო გადასახადისგან გაენთავისუფლებინა და იგი ღია წყაროდ გადაექცია.

Nokia Siemens Networks (ნოკია–სიმენსის ქსელი):

Nokia Siemens Networks–ი (უწინ Nokia Networks–ი) უზრუნველყოფს, როგორც რადიო და საკაბელო ქსელის ინფრასტრუქტურას, საკომუნიკაციო და ქსელური სერვისის პლატფორმებს, ასევე აწარმოებს ოპერატორების პროფესიონალურ მომსახურებასა და მიწოდებების სერვისს. Nokia Siemens Networks–ის ფოკუსირების ობიექტებია: GSM, EDGE, 3G/W-CDMA და WiMAX რადიო მხარდაჭერის მქონე ქსელები; ძირითადი ქსელები მზარდი IP–ით და მულტიშეღწევადობის (ერთობლივი შესვლა ქს.ში) შესაძლებლობებით; და სხვა მომსახურებები.
2006 წლის 19 ივლისს, Nokia–მ და Siemens AG–მ განაცხადეს შერწყმის შესახებ, გაართიანეს რა თავ–თავიანთ მობილურებისა და ხაზის ტელეფონების ქსელური საქმიანობა, დააარსეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ქსელური ფირმა –Nokia Siemens Networks–ი. ამის შემდეგ, Nokia Siemens Networks –ის, როგორც ბრენდის იდენტიფიცირება მოხდა 3GSM მსოფლიო კონგრესზე ბარსელონაში, 2007 წლის თებერვალში.
2009 წლის მარტის მონაცემებით, Nokia Siemens Networks–ი ემსახურება 600–ზე მეტ აბონენტ–ოპერატორს 150–ზე მეტ ქვეყანაში, მის ქსელში ჩართულია 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი.

Ovi:

Ovi, 2007 წლის 29 აგვისტოს, ამ სახელით წარადგინა Nokia–მ ინტერნეტ სერვისის თავისი ,,ყოვლისმომცველი კონცეფცია“. თავმოყრილია რა Ovi.com–ზე ,,პერსონალური პანელის“ სახით, სადაც მომხმარებელს შეუძლია აწარმოოს ფოტოსურათების ურთიერთგაცვლა მეგობრებთან, გადმოწეროს მუსიკა, რუკები და თამაშები პირდაპირ თავის ტელეფონში და ისარგებლოს, Yahoo–ს Flickr ფოტო–საიტის ანალოგიური, third-party სერვისით. Ovi –ს მეშვეობით Nokia უფრო ღრმად იჭრება მსოფლიო ინტერნეტ–სერვისის სფეროში, სადაც პირდაპირი კონკურენცია Microsoft–თან, Google–სა და Apple–სთან გარდაუვალია.
Ovi გვთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: Ovi Store (დანართები, თამაშები, ვიდეოები და…) (Nokia–ს დანართების კოლექც.), Nokia–ს მუსიკალური კოლექცია, Nokia–ს რუკები, Ovi Mail (შეტყობინებები), N-Gage მობილური თამაშების პლატფორმა რამდენიმე S60 სმარტფონისთვის, Ovi Share(ფოტო–ვიდეო), Ovi ფაილები, კონტაქტები და კალენდარი. Ovi Store დანართები ჩაირთო 2009 წლის მაისში. Ovi Store–ს გახსნამდე , Nokia–მ მოახდინა თავისი პროგრამული უზრუნველყოფის Download store (ჩატვირთვა)–ს, შეკვეცილი MOSH არქივისა და WidSets ვიჯეტების სერვისის მასში ინტეგრირება.