loading...

«

»

ივნ 02

Sony Ericsson-ის ისტორია


გაგრძელებაში იხილეთ Sony Ericsson-ის ისტორია

ერთობლივი საწარმო Sony Ericsson დაარსდა 2001 წლის 1 ოქტომბერს  საყოფაცხოვრებო ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია  Sony–ისა და შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson–ის მიერ, მობილური ტელეფონების დამზადების მიზნით. ამ საწარმოსათვის განმსაზღვრელი მიზეზი იყო სამომხმარებლო ტექნიკის დარგში  Sony–ის გამოცდილების გაერთიანება კომუნიკაციების სექტორში Ericsson–ის ტექნოლოგიურ ლიდერობასთან. ორივე კომპანიამ შეწყვიტა თავ–თავიანთი მობილური ტელეფონების წარმოება.
კომპანიის სათაო სამმართველო განთავსებულია ლონდონში – ჰამერსმითისა და ფულემის რაიონებში, რომელსაც თავის მხრივ, კვლევითი და დეველოპერული ჯგუფები აქვს შვეციაში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ინგლისში. 2009 წლისათვის, იგი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ადგილზე იყო მობილური ტელეფონების მწარმოებლებს შორის – Nokia–ს, Samsung–ის და LG–ს შემდეგ. პროდუქციის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა Sony–ის ადაპტირებული Walkman–ის  პოპულარული ხაზისა და Cyber-shot სერიის გამოშვებით.

ბოლო დროინდელი მაჩვენებლები:

მაშინ, როდესაც Sony Ericsson უახლოეს წარსულში დიდ აღმავლობას განიცდიდა, მისი სამხრეთკორეული კონკურენტი LG Electronics 2008 წლის 1 კვარტალში დაეწია მას კომპანიის მოგების მნიშვნელოვანი – 43%–ით კლების გამო , 133 მილიონ  €–მდე (დაახლოებით 179.6697 მილიონი US$), გაყიდვების მოცულობამ იკლო 8%–ით, ხოლო ბაზარზე წილი – 9,4%–დან 7,9%–მდე შემცირდა, მიუხედავად იმ სასურველი მოლოდინისა, რომ 2008 წელს მობილური ტელეფონების ბაზარი გაიზრდებოდა 10%–ით. Sony Ericsson–მა  2008 წლის ივნისში სხვაგვარი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რითაც იგი 2008 წლის 2 კვარტალში სუფთა მოგების 97%–ით კლებას და ამის გამო 2000 სამუშაო ადგილის შემცირებას პროგნოზირებდა, ამან თავის მხრივ დიდი შეშფოთება გამოიწვია, Sony Ericsson კონკურენტ  Motorola–სთან ერთად დაცემის პირას იყო. მესამე კვარტალში მოგება თითქმის იგივე დონეზე დარჩა, თუმცა ნოემბერსა და დეკემბერში იგი შესამჩნევად გაიზარდა ისეთი ახალი მოდელების გამოჩენასთან ერთად, როგორებიცაა C905 ტიპის აპარატები, ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი ტელეფონები ინგლისის ტერიტორიაზე.
2008 წლის 18 ივლისის მონაცემებით, Sony Ericsson–ს დაახლოებით 9400 მომუშავე პერსონალი და 2500 კონტრაქტორი ჰყავდა მთელ მსოფლიოში. კომპანიის პრეზიდენტია ჰიდეკი კომიამა მას შემდეგ, რაც  2007 წლის 1 ნოემბრიდან მან ამ პოსტზე  მაილზ ფლინტი შეცვალა. კორპორაციის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტია ანდერს რანევადი.

ისტორია:

უსიამოვნებები Ericsson–ის მობილური ტელეფონების ბიზნესში:

შეერთებულ შტატებში, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, Ericsson–ი პარტნიორობდა რა General Electric–თან, უპირველესად ამერიკული სტილისა და ბრენდის დამკვიდრებაზე მუშაობდა. Ericsson–მა გადაწყვიტა ჩიპები თავისი მობილური ტელეფონებისათვის შეეძინა ერთადერთი წყაროსაგან _ Philips facility  ნიუ–მეხიკოში. 2000 წლის მარტში, ხანძარმა Philips–ის ქარხანა ისე დააზიანა, რომ შეუძლებელი გახდა პროდუქციის წარმოება. Philips–ი Ericsson–სა და Nokia–ს (ასევე თავის სხვა დიდ კლიენტებს) არწმუნებდა, რომ წარმოება გადაიდებოდა არა უმეტეს ერთი კვირისა. მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ წარმოება ფაქტიურად მრავალი თვის მანძილზე იქნებოდა კომპრომენტირებული, Ericsson–ი სერიოზული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. თუ Nokia–მ უკვე დაიწყო ნაწილების მიღება ალტერნატიული წყაროებიდან, Ericsson–ი ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა,შეჩერებული ჰქონდა რა, როგორც მიმდინარე, ასევე ახალი მოდელების გაშვება.
Ericsson–ს, რომელიც მობილური ტელეფონების ბაზარზე მრავალი ათწლეულის მანძილზე იმყოფებოდა და მსოფლიოში 3 ადგილი ეკავა მობილურების მწარმოებლებს შორის, დიდ დანაკარგებთან გამკლავება უხდებოდა _  2000 წლიდან  გაყიდვების ბუმის მიუხედავად, იმ ხანძრისა და მისი უუნარობის გამო – Nokia–ს მსგავსად ეწარმოებინა უფრო იაფფასიანი ტელეფონები. დანაკარგების შემცირების მიზნით, იგი საჭიროდ მიიჩნევდა წარმოების აუტსორსინგს ( უფრო იაფი მუშახელის რესურსის მქონე მესამე პირთა–კონტრაქტორთა მოზიდვა და მათზე წარმოების პროცესის რაღაც ნაწილის დაკისრება პროდუქციის თვითღირებულების შემცირების მიზნით) აზიურ კომპანიებთან, რომლებსაც ტელეფონების წარმოება ბევრად უფრო მცირე დანახარჯებით შეეძლებათ.
დაიწყო სპეკულაციები  Ericsson–ის მობილური ტელეფონების განყოფილების შესაძლო გაყიდვის შესახებ, მაგრამ კომპანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას. ,,მობილური ტელეფონები _ რეალურად ძირითად ბიზნესს წარმოადგენს კომპანია Ericsson–ისათვის. ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი წარმატებულები (ქსელურ კავშირში), რომ არ გვქონოდა ტელეფონები“, თქვა მან.

ზოგადად ერთობლივი საწარმოს შესახებ:

Sony მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე მარგინალური მოთამაშე იყო, 1 პროცენტზე ნაკლები წილით 2000 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დანაკარგებს განიცდიდა, სურდა მაინც ფოკუსირებულიყო მასზე უფრო  დაწვრილებით.  2001 წლის აპრილში Sony–მ დაადასტურა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია  Ericsson–თან მობილური ტელეფონების ბიზნესში შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც 2000 წლის ნოემბერში, Toshiba–მ  და Siemens–მა განაცხადეს 3G მობილური კავშირის ტელეფონების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გაუქმდა 2001 წელს.
2001 წლის აგვისტოსთვის, ამ ორმა კომპანიამ დაასრულა აპრილში გაცხადებული  შერწყმის პერიოდი. კომპანიას პირველი ხანებისთვის უნდა ჰყოლოდა 3500 თანამშრომელი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველსავე წელს მოგებაზე გასვლას ცდილობდნენ, კომპანია Ericsson–ის წილი ბაზარზე ფაქტიურად დაეცა და 2002 წლის აგვისტოში Ericsson–მა განაცხადა, რომ თუკი ბიზნესი კვლავ გაუცრუებდა იმედებს, შეწყვეტდა ტელეფონების წარმოებასა და Sony–თან თანამშრომლობას, მაშინ როცა Sony–ი ირწმუნებოდა, რომ მთლიანად უძღვნიდა თავს ერთობლივ საწარმოს და მის წარმატებას. 2003 წლის იანვარში კი ორივე კომპანიამ  განაცხადა, რომ მეტ ფულს ჩადებდნენ ერთობლივი საწარმოში დანაკარგების შესაჩერებლად.
Sony Ericsson–ის სტრატეგია იმაში მდგომარეობდა, რომ გამოეშვა ისეთი ახალი მოდელები, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდნენ როგორც ციფრული ფოტოკარით, ასევე სხვა მულტიმედიური  საშუალებებით, როგორებიცაა ვიდეოკლიპების და პირადი ინფორმაციების ჩატვირთვისა და ნახვის მართვის შესაძლებლობები. ამ მიზნით გამოუშვა ციფრული კამერითა და ფერადი ეკრანით  რამდენიმე ახალი მოდელი, რაც იმ დროისათვის სიახლეს წარმოადგენდა. მაღალხარისხიანი P800, რომელსაც ჰქონდა ციფრული კამერა და PDA–ს (ჯიბის კომპ.) ნიშნებიც, დიდი წარმატებით სარგებლობდა მიმოქცევაში. ერთობლივი საწარმო კი მაინც განიცდიდა დანაკარგებს, მიუხედავად გაყიდვების ასეთი ბუმისა. ასე, რომ ერთობლივმა კომპანიამ  მოგებაზე გასვლის მიზნობრივი თარიღი პირველი წლიდან გადაწია 2002 –მდე, 2003–მდე და ბოლოს 2003 წლის მეორე ნახევრამდე. საწარმოს მისიამაც – გამხდარიყო ბაზარზე მულტიმედიური ტელეფონების მთავარი მიმწოდებელი,  წარუმატებლობა განიცადა, 2003 წელს იგი მეხუთე ადგილზე გავიდა.

სასიკეთო შემობრუნების დასაწყისი:

2002 წლის ივნისში Sony Ericsson–მა განაცხადა, რომ შეწყვეტდა CDMA–მობილური ტელეფონების წარმოებას ა.შ.შ.–ს ბაზრისთვის და მიმართულებას აიღებდა GSM–ზე, რომელიც იყო და რჩება დომინანტ ტექნოლოგიად. მან აგრეთვე შეამცირა სამუშაო ადგილები სამეცნიერო კვლევა–განვითარებისათვის ა.შ.შ.–სა და გერმანიაში. 2003 წლის ოქტომბერში განაცხადა თავისი პირველი ყოველკვარტალური მოგება, რასაც მოაყოლა  გაფრთხილება, რომ ტელეფონებზე ფასების ვარდნისა და კონკურენციის გამო რთული იქნებოდა ცუდი მდგომარეობიდან გამოსვლა. Sony Ericsson–ის აღდგინება  მოდელი T610–ის წარმატებას უკავშირდება.
ტელეფონ P800–ის წარმატების შემდეგ Sony Ericsson–მა წარადგინა P900–ი ერთდროულად ლას–ვეგასსა და პეკინში, 2003 წლის ოქტომბერში. იგი უფრო სტაბილური, სწრაფი, უფრო მარტივი და მოქნილი იყო ვიდრე მისი წინამორბედი.
2004 წლის მარტში Ericsson–მა განაცხადა, რომ შეეცდება დაბლოკოს თავისი კონკურენტი Nokia, რათა მან არ მიიღოს კონტროლი ოპერაციულ სისტემა Symbian–ზე.
2004 წელს ბაზარზე Sony Ericsson–ის წილი გაიზარდა პირველი კვარტალის 5,6 პროცენტიდან მეორე კვარტალში 7 პროცენტამდე. 2004 წლის ივლისში Sony Ericsson–მა წარმოადგინა კომუნიკატორი P910, მასში ინტეგრირებული thumbboard–ით (საბეჭდ–ასაკრები დაფა–პლატა), ფართო უზრუნველყოფის ელექტრონული ფოსტით, გაოთხმაგებული მეხსიერებით და გაუმჯობესებული ეკრანით.
2005 წლის თებერვალში კომპანია Sony Ericsson–ის პრეზიდენტმა მაილზ ფლინტმა 3 GSM მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ Sony Ericsson–ი შემდეგ თვეში წარადგენს ციფრული მუსიკალური პლეერით აღჭურვილ მობილურ ტელეფონს, რომელსაც ერქმევა ტელეფონი Walkman–ი და ექნება  MP3 და AAC ფორმატის მუსიკალური ფაილების მხარდაჭერა.

წარმატებები Walkman–ის ტელეფონებით  და კიდევ…

2005 წლის 1 მარტს Sony Ericsson–მა წარადგინა K750i 2–მეგაპიქსელიანი კამერით და ავტოფოკუსით, აგრეთვე  მისი მხარდამჭერი დედაპლატფორმა W800i, პირველი საკმაოდ წარმატებული პლეერ–ტელეფონი– Walkman–ი, რომლითაც შესაძლო იყო 30 საათის განმავლობაში მუსიკის მოსმენა, აგრეთვე ორი იაფფასიანი ტელეფონი.
2005 წლის 1 მაისს Sony Ericsson–ი დათანხმდა  WTA ტურის გლობალური სპონსორის ტიტულს, 88 მილიონი ა.შ.შ. დოლარის 6 წლიანი კონტრაქტით. ქალთა პროფესიონალურ ტენისის ლიგას გადაერქვა სახელი Sony Ericsson WTA Tour–ად. ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ – 7 ივნისს გამოცხადებული იქნა დასავლეთ ინდოეთის ბეცმენების (სპორტ. ბეისბოლი, მომგერიებელი) კრის გეილისა და რამნარეშა სარვანის სპონსორობის შესახებ.
2005 წლის ოქტომბერში Sony Ericsson–მა წარადგინა პირველი მობილური ტელეფონი Symbian UIQ 3 ბაზაზე – P990.
2007 წლის 2 იანვარს, სტოკჰოლმში Sony Ericsson–მა განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი მობილურის წარმოება მოხდება ინდოეთში. განაცხადა, რომ აუტსორსინგში ორი მისი პარტნიორი Flextronics–ი და Foxconn–ი გამოუშვებენ 10 მილიონ მობილურ ტელეფონს წელიწადში, კერძოდ 2009 წლისათვის. გენერალურმა დირექტორმა მაილზ ფლინტმა და ინდოეთის კომუნიკაციის მინისტრმა დაიანითხი მარანმა პრესკონფერენციაზე ჩენაიში ერთი აზრი გაახმოვანეს, რომ ინდოეთი იყო მსოფლიოში ერთ–ერთი სწრაფმზარდი და  Sony Ericsson–სთვის პრიორიტეტული ბაზარი, მისი 105 მილიონი GSM მობილური ტელეფონის მომხმარებლით.
2007 წლის 2 თებერვალს Sony Ericsson–მა შეიძინა UIQ Technology, შვედური კომპანია – პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი Symbian Ltd–დან. მაილზ ფლინტის განცხადებით, UIQ დამოუკიდებელ კომპანიად დარჩება.
2007 წლის 15 ოქტომბერს Sony Ericsson–მა განაცხადა Symbian Smartphone–ს წარდგენის შესახებ, რომ მიყიდიან UIQ–ს თავიანთი წილის ნახევარს Motorola–ს, რითაც UIQ Technology ორი დიდი მობილური ტელეფონების კომპანიის კუთვნილება გახდა.

Cyber-shot–ის წარმატება:

დიდი წარმატება ჰქონდა Sony Ericsson–ის ბრენდს Cyber-shot–ს. ეს ბრენდი შეიქმნა 2005 წელს K750i–ს გამოშვებასთან ერთად, რომელიც Sony Ericsson–ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტელეფონი იყო. ამის მიზეზს მისი მეხსიერების ბარათი წარმოადგენდა თავისი შესაძლებლობებით, რაც ძალიან მოთხოვნადი იყო იმდროისათვის. Cyber-shot–ი ძალიან მალევე გახდა პოპულარული, რადგანაც Walkman–პლეერისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი მედია პაკეტი და ღარიბი კამერა, Cyber-shot–ი  ღირსეულ მედია მკითხველებთან ერთად კარგი კამერითაც იყო აღჭურვილი.
2006 წლის ივნისში კომპანიამ გამოუშვა K800i, რომელიც აღჭურვილი იყო 3,15 მეგაპიქსელი კამერითა და ქსენონის განათებით, რაც იმ დროისთვის საუკეთესო ხარისხის სურათის გადაღების საშუალებას იძლეოდ. იგი დიდ ხანს რჩებოდა ლიდერი ამ სფეროში.
2007 წელს პირველი 5 მეგაპიქსელკამერიანი ტელეფონი Sony Ericsson K850i გამოვიდა ასევე ქსენონის განათებით.
2008 წლისათვის ანონსირებული იყო მსოფლიოში პირველი 8–მეგაპიქსელკამერიანი ტელეფონი Sony Ericsson C905.
2009 წელს მობილური ტელეფონების მსოფლიო კონგრესზე Sony Ericsson–მა წარადგინა პირველი 12 მეგაპიქსელკამერიანი ტელეფონი, დასახელებით – Satio.
დღეისათვის Sony Ericsson–ი კონცენტრირდება შემდეგ კატეგორიებზე: მუსიკა, კამერა, ბიზნესი (ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა), პროექტირება, all-rounder (მრავალმხრივ.), და  ტელეფონის ფოკუსის რესურსები. ეს ხუთი მისი ყველაზე დიდი კატეგორიაა.
Sony Ericsson–ის W სერიის მუსიკალური ტელეფონები იმითაა აღსანიშნავი, რომ ეს იყო პირველი მობილური აპრატების სერია, რომელშიდაც ცენტრალური ადგილი მუსიკას ეკავა და რამაც გამოიწვია მთელი ახალი ბაზარი პორტატული მუსიკისათვის, რაც იმ დროს ვითარდებოდა. მთავარი გამომარჩეველი, რომელიც შეიძლება დავინახოთ Walkman-ის ყველა ტელეფონზე, ეს ვერცხლისფერი ღილაკი W–ა, მასზე დაჭერით იხსნება მედია–ცენტრი.
Sony Ericsson–მა Cyber-shot ტელეფონებისათვის გლობალური მარკეტინგული კამპანია  წამოიწყო  ,,Never Miss a Shot“–ის სახელწოდებით. ამ კამპანიის სახეები იყვნენ გამოჩენილი ტოპ–ჩოგბურთელი ქალები ანა ივანოვიჩი და დანიელა ჰანტუხოვა. 2008 წლის 10 თებერვალს სერია გაამდიდრა C702 და C902 ტელეფონების ანონსირებამ. და აი კიდევ ერთი სრულიად ახალი რამ – Sony Ericsson C905–ი.
მობილური ტელეფონების XPERIA ხაზი სათავეს იღებს, 2008 წლის თებერვალში, ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში გამართულ მობილური ტელეფონების მსოფლიო კონგრესზე წარმოდგენილი  Sony Ericsson XPERIA X1–თ, რითაც გაიხსნა კარი Windows–ის მობილური ოპერატიული სისტემის  Sony Ericsson–ის სმარტფონების სამყაროსთან ინტეგრაციისათვის. XPERIA იყო Sony Ericsson–ის მიერ პირველი დაწინაურებული საკუთარი სავაჭრო მარკა, რომელიც მოწოდებული იყო ძირითად მიზანთან – მომხმარებელთან ტექნოლოგიური კონვერგაციის (დაახლოების) უზრუნველსაყოფად

სერია ბრენდინგი აღწერა სახელწოდება
A ძველი ტელეფონები
C Cyber-shot კამერაზე ორიენტირებული ტელეფონები Cyber-shot
D T-Mobile ექსკლუზიურად T-Mobile ქსელისთვის Deutsche Telekom
F Vodafone ექსკლუზიურად Vodafone ქსელისთვის/თამაშები Vodafone / Fun
G ინტერნეტზე ორიენტირებული ტელეფონები Generation Web
J დაბალფასიანი ტელეფონები Junior
K Cyber-shot;   3G All-around (მრავალმხრივი) Kamera (შვედურად), Camera
M ბიზნესზე ფოკუსირებული სმარტფონები Messaging
P Powerhouse სმარტფონები PDA
R ტელეფონები   AM/FM რადიო  მხარდაჭერით Radio
S ფორმასა და კამერაზე ორიენტირებული Swivel, Slider, Snapshot
T All-around (მრავალმხრივი) Tala (შვედურად), Talk
TM T-Mobile ექსკლუზიურად T-Mobile USA ქსელისთვის T-Mobile
V Vodafone ექსკლუზიურად Vodafone ქსელისთვის Vodafone
W Walkman მუსიკაზე ორიენტირებული ტელეფონები Walkman
X Xperia კონვერგაცია და powerhouse აპარატები Xperia
Z Ze Bobber დასაკეც–გასაშლელი ტელეფონები Ze Bobber

ფინანსური ინფორმაცია:

Sony Ericsson–მა თავისი პირველი მოგება გამოაქვეყნა 2003 წლის მეორე ნახევარში. მას შემდეგ, ტელეფონების გაყიდვები ასეთია:

  • 2004: 42 მილიონი ერთეული
  • 2005: 50 მილიონი ერთეული
  • 2006: 74.8 მილიონი ერთეული
  • 2007: 103.4 მილიონი ერთეული
  • 2008: 96.6 მილიონი ერთეული

Sony Ericsson–მა 2006 წელს მუსიკალური მხარდაჭერის მქონე 60 მილიონი ტელეფონი გაყიდა, მათ შორის 17 მილიონი Walkman–პლეერი, რითაც ხაზი გაუსვა იმას, თუ მისი პროდუქცია რამდენად უფრო პოპულარულია ვიდრე Apple iPod–ი. Apple–მ 2006 წელს 46 მილიონი iPod–ი გაყიდა. შვედური ჟურნალი M3s–ის (7/2006) თანახმად Sony Ericsson–ი არის ყველაზე გაყიდვადი მარკა ჩრდილოეთის ქვეყნებში, შემდეგ კი მას მოჰყვება Nokia.
2009 წლის მესამე კვარტალში Sony Ericsson–ი გახდა მსოფლიოში უდიდეს მობილური ტელეფონების მწარმოებელთა შორის მეოთხე ბაზრის 4,9 % წილით Nokia–ს(37.8%), Samsung–ის(21%) და LG–ს(11%) შემდეგ.
2009 წელს Sony Ericsson–მა განაცხადა, რომ გადაჰქონდა თავისი ჩრდილო–ამერიკული ოფისი Research Triangle Park–იდან ჩრდილო–კაროლინაში, ატლანტაში. ოფისის გადატანა იმ გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც შეამცირებდა სამუშაო ადგილებს, იმ პერიოდისთვის 10,000 თანამშრომელს 20%–ით. იმ წლისათვის Sony Ericsson–ს Research Triangle Park–ში ჰყავდა 425 თანამშრომელი; შტატი შეიკვეცა ასეულებით თანამშრომელთა გამოთავისუფლების ხარჯზე. Sony Ericsson–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეისი დოსტერმა განაცხადა, რომ ატლანტის Hartsfield-Jackson–ის საერთაშორისო აეროპორტიდან ლათინურ ამერიკაში გაფრენებისა და AT&T –ს (ამერიკ. სატელეფ. სატელეგრაფო კომპანია) ოპერატიული მობილურობის სიახლოვემ გავლენა იქონია ა.შ.შ.–ს ოფისის გადატანაზე. Sony Ericsson–ი ხურავს Research Triangle–ს უბანს.

Sony Ericsson_ის ტელეფონები სერიების მიხედვით:

A – Aino
C – C510 · C702 · C901 · C902 · C903 · C905
D – D750
F – F305  · F500  ·
G – G502 · G700  · G705  · G900
J – J100 · J132 · J200 · J210 · J220 · J230 · J300
K – K200 · K210 · K220 · K300 · K310 · K320 · K330 · K500 · K510 · K530 · K550 · K600  · K608  · K610 · K630 · K660 · K700 · K750 · K770 · K790/K800 · K810 · K850
M – M600, M608
P – P800 · P900 · P910 · P990 · P1 · ‘Paris’
R – R290 · R310s · R320s · R380 · R520 · R600
S – S500 · S600 · S700 · S710 · S302 · S312
T – T28 · T39 · T60 · T66 · T68i · T100 · T280 · T250 · T290 · T300 · T310 · T610/T616/T618/T630/T628 · T650  · T700  · T707
U – Satio (U1)
V – V600i · V630 · V640 · V800
W – W200 · W205 · W300i · W350i · W380a · W395 · W580i · W595 · W550/W600 · W610i · W660 · W700 · W705  · W710  · W760 · W800 · W810 · W850i · W880 · W890 · W900i · W902 · W910i · W950i · W960 · W980  · W995
X – X1 · X2 · X10  · Pureness
Z – Z200 · Z300 · Z310 · Z320i · Z500a · Z520a/Z520i · Z525 · Z530 · Z550 · Z555 · Z600 · Z610 · Z710 · Z750 · Z770 · Z780 · Z800 · Z1010