loading...

«

»

ივნ 03

Facebook ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავარი სარეკლამო სივრცეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ინტერნეტ-მომხარებლებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში 1 ტრილიონი სარეკლამო ბანერი იხილეს. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში Facebook მთავარი სარეკლამო სივრცეა. ინტერნეტ-რეკლამის მოგებამ ამ დროისთვის 2,7 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. Facebook-მა სარეკლამო ბიზნესში ისეთი პოპულარული კომპანიები ჩამოიტოვა, როგორებიცაა Yahoo, Microsoft, Fox Interactive Media, ხოლო რეიტინგში კომპანია Google მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა, eBay კი მეცხრე ადგილზე. ამერიკის შეერთებული შტატების ონლაინ-სარეკლამო ბაზარზე სოციალური ქსელი Facebook მთავარი მოთამაშეა, რადგან ინტერნეტ-მაღაზიების მომხმარებლები სწორედ Facebook-ის საშუალებით ახორციელებენ საქმიანობას, რაშიც მათ flash-აპლიკაცია ეხმარებათ.