loading...

«

»

ივნ 04

ერთი წლის განმავლობაში სოციალური ქსელების მობილურ მომხმარებელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა

comScore-ის სოციალური კვლევების თანახმად, აშშ-ში სოციალური ქსელების მობილურ მომხმარებელთა რიცხვი ბოლო ერთ წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. თუ 2009 წელს Facebook-სა და Twitter-ს მობილურის საშუალებით 4,2 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, წელს ეს მაჩვენებელი 14,5 მილიონამდე გაიზარდა. ყველაზე მოთხოვნადი კი სოციალურ ქსელებში სიახლეებია, ასევე სპორტული ინფორმაციები, ამინდის პროგნოზი და საბანკო ანგარიშები. როგორც ცნობილია, მომხმარებელთა 90% სოციალურ ქსელებს ონლაინ-მაღაზიების და სასურველი სერვისების ძიებისთვის იყენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მობილური მოწყობილობით 234 მილიონი ადამიანი სარგებლობს.