loading...

«

»

სექ 14

Nokia E7

კომპანია ნოკიამ საზოგადოებას წარუდგინა ახალი მოდელი Nokia E7, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესო საუკეთესოთა შორის. თუ რატომ ამას მისი ტექნიკური მახასიათებლებით მიხვდებით…
ტელეფონი შესრულებულია გასაშლელი ფორმით და იხსნება გვერდიდან(ისევე როგორც N97). პირველი რაც თვალში გვხვდება, ესაა მისი დიზაინი… როგორც ჩანს ნოკიამ ამ მიმართულებით ბევრი იმუშავა, ვინაიდა ახალი E7 ძალიან ლამაზი და დახვეწილია.

Nokia E7_ის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობის შემდეგ, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ რაოდენ კარგი მოდელი გამოუვიდა ნოკიას:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 850 / 900 / 1700 / 2100 /1900 მეგაჰერცი
  • 4 ინჩის მქონე AMOLED სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერით და 360 x 640 პიქსელით
  • სრული QWERTY კლავიატურა
  • მულტი-სენსორული დისპლეი ტექსტთან სამუშაოდ
  • აქსელერომეტრის სენსორი
  • 16 GB შიდა მეხსიერება და microSD ბარათის სლოტი 32 GB მხარდაჭერით
  • 256 MB ოპერატიული მეხსიერება
  • Wi-Fi უკაბელო ინტერნეტი 802.11 b/g/n სტანდარტებით
  • Bluetooth v3.0 A2DP მხარდაჭერით
  • HDMI პორტი ვიდეო გამოსახულების გამოსატანად
  • Dolby Digital Plus – HDMI პორტით
  • GPS ნავიგაცია + Ovi Maps 3.0
  • 8 MP კამერა ორმაგი LED განათებით, სახისა და ღიმილის ამოცნობის ფუნქციით
  • ვიდეო გადაღება HD ხარისხში (1280×720)
  • Symbian ოპერაციული სისტემა

და კიდევ მრავალი ფუნქცია…

ერთადერთ მინუსად შეიძლება დასახელდეს დამატებითი კამერის არქონა წინა მხარეს, თუმცა უმრავლესობისთვის ეს ალბათ მეორეხარისხოვანია… გაყიდვაში ახალი E7 ამ წლის ბოლოს გამოვა, მის ღირებულებაზე კი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

იხილეთ ვიდეო:

წყარო:mobi.ge