loading...

«

»

სექ 19

რატომ არ უნდა ვმართოთ მანქანა დაღლილ მდგომარეობაში?

საჭესთან უნებლიე ძილმა თქვენი, თქვენი მგზავრების და სხვა ადამიანების სიცოცხლე შიძლება შიწიროს.

ყოველწლიურად მსოფლიოში მძღოლის მიერ საჭესთან დაძინების შედეგად 300 ადამიანი კვდება. იმისათვის, რომ საჭესტან დაღლილად არ იგრძნოთ თავ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

• თავი აარიდეთ გრძელ დისტანციაზე მგზავრობას შუა ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე.

• ხანგრძლივი მგზავრობის წინ კარგად გამოიძინეთ;

• ალკოჰოლის მცირე რაოდენობამაც კი, ისევე როგორც ზოგიერთმა მედიკამენტმა 9რომ აღარაფერი ვთქვათ ნარკოტიკულ საშუალებებზე) მძღოლის ძილიანობა შეიძლება გამოიწვიოს;

• საჭესთან ყოფნისას ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთით მაინც შეჩერდით და დაისვენეთ;

• თუ საჭესთან ძილი მოგერიათ, უმალვე მოძებნეთ უსაფრთხო ადგილი გასაჩერებლად;

• ყავსი ან სხვა მატონიზირებელი სასმელის დალევა საჭესთან დაძინების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეტესო საშუალებაა;

• გრძელ დისტანციებზე მგზავრობისას კარგი იქნება, თუ მძღოლები შეენაცვლებიან ერთმანეთს;
საჭესთან ყოფნისას ფანჯრის ჩაწევა ან რადიოს ჩართვა ნაკლებად დაგეხმარებათ ძილთან გამკლავებაში. ავტომობილის გაჩერება და მცირე ხნით დაძინება, უკეთესია ვიდრე ავტომობილიდან გადმოსვლა და გასეირნება.

საჭესთან ჩაძინება ყოველთვის წინ უძღვის: მთქნარება, თვალების დახუჭვა, თავის ჩაქინდვრა, ყურადღების გაფანტვა და სავალი ზოლის არევა.

წყარო:med.ge