ოქტ 11


ბრიტანელმა სწავლულებმა გამოიგონეს ,,მშრალი წყალი,, _ ნივთიერება, რომელიც ძირითადად ჩვეულებრივი წყლისგან (95%) და მცირე რაოდენობით (5%) კრემნიუმის დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეტი გახვეულია კრემნიუმის დიოქსიდის გარსში. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს გავს.
,,მშრალი წყალი,, რევოლუციას მოახდენს ქიმიკატების გამოყენებაში. ბრიტანელი სწავლულების აზრით ეს ნივთიერება მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააგმდეგ ბრზოლაში _ იგი სამჯერ უკეთესია ვიდრე ჩვეულებრივი წყალი. ისრუტავს ნახშირორჟანგის გაზს, ამით ხელს უშლის მის მოხვედრას ატმოსფეროში. ,,მშრალი წყალი,, აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდისთვის.

,,მშრალი წყალი,, შეიძლება გამოვიყენოთ კატალიზატორად, წყალბადისა და მალეინის მჟავას შორის რეაქციის დასაჩქარებლად. შედეგად წარმოიქმნება ქარვის მჟავა __ ნივთიერება რომელიც გამოიყენება წამლების, კვების პროდუქტების დამატებების და სახალხო მოხმარების საგნების მასამზადებლად. ,,მშრალი წყალის,, გამოყენებისას, რომლის ნაწილაკები შეიცავს მალეინის მჟავას, ქარვის მჟავას მიღება მარტივდება.ხოლო მისი გამომუშავების პროცესი ხდება უფრო მეტად ეკოლოგიური და ენერგო ეფექტური.
,,მშრალი წყლის,, გამოყენებით შესაძლებელი იქნება ერთმანეთს შევურიოთ ისეთი სითხეები როგორიცაა ნავთობი და წყალი. ასეთი მშრალი ემულსიები გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

Bookmark and Share
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები: ,
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

2 შეაფასე შესაბამისი ვარსკვლავით

მსგავსი პოსტები


ერთი კომენტარი “ბრიტანელებმა “მშრალი წყალი” გამოიგონეს”

  1. 1. ლაშა:

    avatarწყარო მიუთითეთ ხოლმე

გამოხატე შენი აზრი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture.
Anti-spam image

:D :-) :( :o 8O :? 8) :lol: :x :P :oops: :cry: :evil: :twisted: :roll: :wink: :!: :?: :idea: :arrow: :| :mrgreen: