loading...

«

»

ოქტ 16

ბრბოს ფსიქოლოგია


სტატიის სანახავად შედით სრულიადში

ბრბო  და პიროვნება
ბრბო  არის  ადამიანთა  ჯგუფი,  რომლის  ქცევაც  დამყარებულია  ინსტიქტურ იმპულსებზე და ამიტომ მისი გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს ნებისმიერი ადამიანი,  თუნდ ისეთი  პიროვნებაც რომელიც მთელი  თავისი სცოცხლის განმალობაში სიკეთის სამსახურში იდგა. მაგალითად სოფიო რომელიც სათნო და უაღრესად კეთილი გოგონა იყო მთელს სოფელში, ბრბოში მოხვედრილმა დაკარგა საღად განსჯის უნარი და ემოციებს აყოლილმა ისროლა საბედისწერო ქვა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
ადამიანთა მასას რომელიც საღად ვერ აღიქვამს მოვლენებს და დაკარგული  აქვს გააზრების უნარი, უმართავია და  შეუძლია გაანადგუროს ყოველივე გინდ ეს ადამიანის სიცოცხლეც იყოს რომელიც ფასდაუდებელია და განუმეორებელი მიუხედავად იმისა, დამნაშავისაა ის თუ არა. მაგრამ როდესაც ბრბო ცხრება და მასში მოფი ადამიანები თავიანთ ადამიანურ სახეებს იბრუნებენ, თითოეულ მადგანის გულში ჩნდება სირცხვილისა და სინდისის ქენჯნის გრძნობა, როგორც ეს მოხდა იმ ბრბოს შემთხვევაში, რომელმაც სრულიად უდანაშაულო მარიტა,  რომელიც კეთილი და ულამაზესი არსება იყო და რომელსაც თითოეული მათგანი წარსულში დიდ პატივს სცემდა, უსამართლოდ დასაჯა და სიცოცხლე მოუსწრაფა.
ადამიანის მთელი სიცოცხლე, მასში ბოროტისა  და კეთილის ჭიდილია, რომელიც სხვადასხვა დოზით ვლინდება ადამიანის ხასიათში. სწორედ ეს ფაქტორი თამაშობს დიდ როლს ბრბოს ქცევაში. ბრბოში მოხვედრილ ადამიანში ბობოტი მძლავრობს, რომელიც ხშირად ისეთ რამეს აკეთებინებს ადამიანს,  რომელიც მელი ცხოვრების მანძლზე სირცხვილის ლაქად ამჩნევია.
გარდა ამისა არსებობს ბრბო, რომელიც არა წუთებით და წამებით არის გონება დაბინდული, არამედ  მთელი სიცოცხლის მანძილზე. იგი ისეთი დაბრმავებულია გონებრივად, რომ ვეღარ ანსხვავებს მისთვის სასიკეთოსა და საზიანოს. და რაც მთავარია, სურვილიც არ აქვს გამოღვიძების, უფრო მეტიც, იგი  ებრძვის ყოველივეს რამაც შეიძლება თვალი აუხილოს, სწორედ ასეთ ბრბოსთან მოუხდა დათა თუთაშხიას  შეხვედრა და როდესაც მან მათი გონზე მოყვანა განისძრახა, მათ მტრულად მიიღეს მისი სიტყვები და მადლობის მაგიერ სასტიკად სცემეს…
რაც არ უნდა მოაზროვნე იყოს ხალხი, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გონებაჩლუნგ, ურწმუნო, გაჯოგებულ და უსახურ ადამიანთა ხროვად–ბრბოდ აქციოს.