ოქტ 28

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ პარტნიორი სჭირდება. რაკი ასეთი მოთხოვნილება არსებობს, ესე იგი მისი რეალიზებაც უნდა მოხდეს. როგორ გააკეთოს ეს, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, მაგრამ არსებობს ზოგადი მიდგომებიც. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობა მოცემულ დროსა და მოცემულ სოციალურ გარემოში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ, ჯერ ერთი, მოცემულ საკითხზე ყოველგვარი მტკიცება სუბიექტურია და მართებულია მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანისთვის; მეორე – ვინმესთან ურთიერთობა ნიშნავს შეუთანხმო მას საკუთარი პოზიციები და მზად იყო, შეიცვალო თვალთახედვა; მესამე – აუცილებელია პარტნიორის უფლებათა უპირობო გათვალისწინება და მიღება; და მეოთხე – უნდა შევძლოთ განშორების ატანაც, რადგანაც სამყარო ასეა მოწყობილი – ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ქალები ქორწინების თაობაზე უამრავი ილუზიით იკვებებიან: ჯვრისწერა, ხელის მოწერა, ქორწილი, თეთრი კაბა… ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც გარემო, რომელშიც გოგონა იზრდება, ასეთი სტერეოტიპებით არის გაჯერებული. ალბათ ბევრს უნახავს, როგორი აზარტით თამაშობენ გოგონები დედობანას, დედაშვილობანას.Gრა გასაკვირია, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებზე ოცნებობენ. მამაშვილობანას თამაშში გართული და დაოჯახების მსურველი ბიჭუნების მნახველი კი ალბათ არავინ არის. ბიჭებს არ აქვთ გოგონების მსგავსი მოთხოვნილებები. მათ მიაჩნიათ: პრინცს რომ გაჰყვე ცოლად, თავად უნდა იყო პრინცესა. ადამიანი არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური და, რაც მთავარია, მოაზროვნე არსებაც არის, ამიტომ, გარდა ბუნებრივი მოთხოვნილებების რეალიზაციისა, ბევრი სხვა რამ სჭირდება, მაგალითად, საუბარი, კოცნა, ნაზი მზერა, დილით ჰალსტუხის შეკვრაში დახმარება… მამაკაცის გაგება, მისი ფსიქიკის სიღრმეებში წვდომა არც ისე ადვილია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მათთან ურთიერთობისას ვიყოთ მომთმენნი, მიმტევებელნი, მათი დარდი და სიხარული გავიზიაროთ.

მამაკაცის ფსიქოლოგიის საინტერესო შტრიხები

  • მამაკაცებს უყვართ მწვადის შეწვა შამფურზე, ნაკვერჩხლებზე. ნებისმიერი საქმე, კერძის მომზადებაც კი, მათთვის მაშინ არის საინტერესო, თუ გარკვეული საფრთხის შემცველია.
  • ყურში საყურეგარჭობილი მამაკაცი შესაძლოა ქორწინებისთვის უკეთ მომზადებული აღმოჩნდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკვე გამოსცადა ტკივილი, მეორეც, იცის სამკაულის შერჩევა და შეძენა.
  • ცოლთან გაყრილ მამაკაცზე დაქორწინება ეკოლოგიური თვალსაზრისით არის გამართლებული: საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებნი არიან, ხოლო ყოველგვარი რესურსი, რომელიც ცოტაა, ხელმეორედ უნდა გამოვიყენოთ.
  • მამაკაცები ერთობ თავდაჯერებული ხალხია. ზოგი მათგანი ისეა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ როდესაც ტელევიზორში სპორტულ შეჯიბრებას უყურებს, ჰგონია, თუ ძალების კონცენტრირებას მოახდენს, თავის გუნდს დაეხმარება.
  • მამაკაცებს უყვართ ტელეფონების ისეთი მოდელები, რომლებსაც ბევრი ღილაკი აქვს.Eეს მათ თავს მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინებს.
  • მამაკაცებს უყვართ, დილის გაზეთებს პირველი გაეცნონ. იმაზე ფიქრიც კი, რომ პირველი არ არის, მამაკაცის ფსიქიკაზე დამღუპველად მოქმედებს.
  • ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტანს ფრაზას ”მოდი, ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ”.
    უ მამაკაცები საოცრად მგრძნობიარენი არიან. თუ მამაკაცმა ბუხარი დაანთო და შეშის უკანასკნელი ნაჭერი ბოლომდე არ ჩაიწვა, ეს შესაძლოა პირად შეურაცხყოფად აღიქვას.
  • მამაკაცის სხეულის საშუალო ტემპერატურა ქალისაზე მაღალია. ასე რომ, თუ ზამთარში ბინა საკმარისად არ თბება, გირჩევთ, მასთან ერთად დაიძინოთ.
  • ქალები ტანსაცმელს მამაკაცებზე მეტად უვლიან და მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ჩაცმას. არავის უნახავს, მამაკაცს წვეულებაზე მასავით ჩაცმული კაცის დანახვაზე თავი გაწბილებულად ეგრძნოს.
  • მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს საყიდლებზე სიარულს. ამიტომ არის, რომ მაღაზიებში მამაკაცის ტანსაცმლის სექციები I სართულზე, კართან ახლოს არის განთავსებული.
  • თუ მამაკაცმა სადილი მოგიმზადათ და სალათში სამზე მეტი კომპონენტი შეურია, ჩათვალეთ, რომ მას თქვენს მიმართ სერიოზული ზრახვები აქვს.
  • თუ მამაკაცი ეუბნება ქალს: ”დაგირეკავ” და არ ურეკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავიწყდა და არა იმას, რომ ტელეფონის ნომერი დაკარგა ან მოკვდა. დასკვნა: მას არ სურს ქალთან დარეკვა.
  • მამაკაცების თავდაჯერებულობა სათავეს ბავშვობიდან იღებს, რადგან საკუთარ წარმოსახვაში ისინი სუპერგმირებთან იდენტიფიცირდებიან. ქალებს, როგორც წესი, ასეთი მაღალი თვითშეფასება არ აქვთ, რადგანაც ბავშვობაში ისინი საკუთარ თავს თოჯინასთან აიგივებენ.
  • კლიმაქსი მამაკაცებში რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, ვიდრე ქალებში: როდესაც ქალს მენოპაუზა აქვს, სუქდება და ალები აწუხებს; როდესაც მამაკაცს ეწყება ანდროპაუზა, ის ცდილობს გაიცნოს ახალგაზრდა გოგონები და შესაძლოა, მოტოციკლსაც კი მოახტეს.
  • მამაკაცები საოცრად გულმავიწყები არიან. ამიტომაც არის, რომ სპორტული გადაცემების ტრანსლაციის დროს საინტერესო მომენტებს გამეორებით აჩვენებენ.
Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები:
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

* * * * * 2 ქულა

5 კომენტარების ფოსტზე “ქალი და მამაკაცი”

  1. 1. ზურა:

    avatar :lol: :lol: 8O 8O

  2. 2. ხატია:

    avatargansakutrebit saxaliso da sasiamovnoa amis mosmena mamakacebisagan :)

  3. 3. tatia:

    avatar<3<3<3 ოკა მიყვარხარ

  4. 4. tatia:

    avatarოკა მიყვარხარ<3<3<3

  5. 5. დათო:

    avatarხატია რაგქვია?

გამოხატე შენი აზრი

Current day month ye@r *