loading...

«

»

ნოე 25

Sony Ericsson Anzu-ს სავარაუდო სპეციფიკაციები


ფლაგმანს Sony Ericsson Xperia X10 რამოდენიმე თვეში მემკვიდრე გამოუჩნდება მუშა სახელით Anzu. თუ კი კომპანია ხაზის Xperia განვითარებას გადაწყვეტს, მაშინ ტელეფონი აღნიშნული იქნება ინდექსით X11 (2011 წელი) ან X12 (ერთი კლასით მაღალი)

Sony Ericsson-ის არაოფიციალური ბლოგის თანახმად, Anzu-ს საბოლოო ნიმუშს ექნება პროცესორი Qualcomm MSM7230 სიხშირით 800 მჰც, 8,1-მპ (სხვა მონაცემებით, 12-მპ) კამერა ავტოფოკუსით და ოპტიკით Exmor R, რომელსაც HD-ვიდეოს გადაღება შეეძლება, ტევადი სენსორული ეკრანი (4,3 დიუმი, გარჩევადობა – 854 х 480 წერტილი), უსადენო მოდულები Bluetooth და Wi-Fi 802.11 b/g/n, A-GPS-ნავიგაცია, ბუდე HDMI, ციფრული კომპასი და ყურთსასმენების სარჭი 3,5 მმ.

მოწყობილობა თხელია, მისი ზომებია 125 x 62,5 x 8,7-10,9 მმ. ამასთან მწარმოებელმა მასში საკმაოდ ტევადი (1500 მასთ) აკუმულატორის ჩაყენება შესძლო. Anzu-ს ამჟამინდელი ვერსია Android 2.1-ს იყენებს, მაგრამ რელიზის მომენტისთვის Android 2.2 ან 2.3-ზე გადავა.