loading...

«

»

დეკ 12

Playboy-ს ოქროს კოლექცია აუქციონზე გაიყიდება


Christie’s სააუციონო სახლი გასაყიდად Playboy-ს ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე კოლექციას გამოიტანს, რომელიც 80 ფოტოს, თანამედროვე ხელოვნების 10 ნიმუშსა და 24 კომიქსს მოიცავს.

აუქციონზე გამოტანილ ნივთებს შორის კომიკოს დენი ეიკორდის ფოტოც იქნება, რომელსაც გვერდს კურდღლის კოსტუმში გამოწყობილი პამელა ანდერსონი უმშვენებს.

განსაკუთრებულ ინტერესს ჟურნალის 1953 წლის სადებიუტო გარეკანი იწვევს, რომელზეც მერლინ მონროა გამოსახული, ასევე ბრიჯიდ ბარდოს 1960-იანი წლების ფოტოსესია და ალბერტ ვარგასის აკვარელში შესრულებული ნახატი. აუქციონზე დიუკ ელინგტონისა და დენის ჰოპერის პორტრეტებსაც გამოიტანენ.

Playboy-ს კოლექციის კურატორი აერონ ბეიკერი ლოტებს მაღალ შეფასებას აძლევს: “ეს კოლექცია ყველაზე უნიკალურია იმ ნამუშევრებს შორის, რაც გაგვაჩნია”.


იკაგოში მდებარე Playboy-ს სახლში 5000-ზე მეტი თანამედროვე ნამუშევარი და 20 მლნ-ზე მეტი ფოტო ინახება.

წარმოდგენილი ფოტოებისა და ნახატების უმრავლესობა სხვადასხვა დროს ამ პოპულარულ ჟურნალში იბეჭდებოდა, რომელმაც აშშ-ის სექსუალურ რევოლუციაში დიდი წვლილი შეიტანა.

პოტენციურ მყიდველთა განსაკუთრებულ ინტერესს სალვადორ დალის აკვარელში შესრულებული ნახატი – Playmate იწვევს. მასზე მწოლიარე შიშველი გოგონაა გამოსახული. ნახატი დღემდე Playboy-ს სახლში ჰეფნერის საძინებელში ეკიდა.

აუქციონზე მერლინ მონროს ფოტოებიცაა გამოტანილი, მათ შორის ჟურნალის 1953 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანი. სპეციალისტების შეფასებით, ეს ნამუშევარი, შესაძლოა, 10-15 ათას დოლარად გაიყიდოს.

საცვლებში გამოწყობილი ბრიჯიდ ბარდოს ფოტოს გაყიდვას 4-6 ათას დოლარად აპირებენ.

მყიდველებს მოდელების – ანა ნიკოლ სმიტის, ჯენი მაკარტისა და პამელა ანდერსონის ორიგინალი ფოტოების შეძენაც შეუძლიათ.

Christie’s სააუქციონო სახლის წარმომადგენელთა თქმით, აუქციონი 2010 წლის დეკემბერში გაიმართება.