დეკ 15

ორიგამი  ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ  ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება.

ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან  ხელით მზადდებოდა , ამიტომ ის გამოიყენებოდა განსაკურთებულ ვითარებაში , უფრო მეტად ორიგამი - ყვავილებირელიგიურ  დღეებში . ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად   აკავშირებდნენ ღმერთებთან,  მაგალითად ერთ ერთი რიტუალით ქაღალდისგან  აკეთებდნენ პატარა კოლოფს (სანბო), რომელშიც დებდნენ  თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს , ამ კოლოფით იაპონელები შინტოისტურ ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათ.   სწორედ ამან განაპირობა  იაპონელებში ქაღალდის ფიგურების  და  რელიგიის მისტიური კავშირი. რასაც მოჰყვა ისეთი უნიკალური და სფეციფიკური ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიც არის – ორიგამი.

კამაკურის პერიოდიდან (1185 – 1333 წ.წ.) ქაღალდის ნაკეთობები ადგილს იკავებს უკვე საიმპერატორო კარზე და არისტოკრატულ საზოგადოებაშიც. ორგიამის გაკეთება სავალდებულო ჟესტად ითვლებოდა, და ის ვინც კარგად დაეუფლებოდა ამ ხელოვნებას მიიჩნეოდა უაღრესად განათლებულ და დახვეწილ მანერების მქონე პიროვნებად.  ორიგამის ფიგურებს იყენებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობით.  მაგალითად წერდნენ წერილს და შემდეგ ამ წერილით აკეთებდნენ სხვადასხვა ფიგურებს,  მაგალითად :  პეპელას , ჩიტის და ყვავილის ფორმა მეგობრობის და სიყვარულის  ჟესტს ნიშნავდა.  ამით მათ უადვილდებოდათ გრძნობების გამოხატვა.

მომოიამას  (1573 – 1603 წ.წ.) და ედოს  (603 – 1867 гг.) პერიოდიდან ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება . მის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა,  იქმნება მრავალი  სკოლები , სადაც ასწავლიან ორიგამის გაკეთებას,  ყველაზე პოპულარული ფიგურა  იაპონური “წერო” (Tsuru) ორიგამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. იგი ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა.  იაპონელები ამბობენ , რომ თუ გააკეთებ 100 ცალ Tsuru ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ ის აუცილებლად ასრულდება.  იგი კეთდება ერთი მთლიანი ოთხკუთხედი ქაღალდისგან არავითარ შემთხვევაში დაჭრილი ქარალდისგან , სწორედ ამასშია მისი ორიგინალურობა. აქვე დავდებ ვიდეო ტუტორიალს Tsuru ორიგამის.

ორიგამი - წერო

ბაყაყი ორიგამიXX – საუკუნეში ორიგამით დაინტერესება ქვეყნის გარეთაც ხდება , დიდი ბრიტანეთში , ჰოლანდიაში , საფრანგეთში იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები , სკოლები , დაწესებულებები და კავშირები. ორიგამის ხელოვნება იმდენად რთული და შრომატევადი ხელოვნებაა , რომ მის სასწავლებლად არსებობს სპეციალური კურსები რათა სრულყოფილად დაეუფლო ამ საქმეს.  იაპონიაში დაწესებულია აგრეთვე ორიგამის  დღესასწაული. ამ დღეს ყველა იაპონელი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურების გაკეთებაში.

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები: ,
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

* * * *   4 ქულა

2 კომენტარების ფოსტზე “ორიგამი – ქაღალდის ხელოვნება”

  1. 1. phantom:

    avatarესეც მოპარული გაქვს იაპონიის ბლოგიდან..
    ყოჩაღ შვილო.. 8O 8O

  2. 2. დაჯიკო:

    avatarგაიხარეთ! სრულიად შემთხვევით ავისრულე (უფროწორად, ამისრულეთ) ნატვრა.

გამოხატე შენი აზრი

Current day month ye@r *