დეკ 18


ბრძნული გამონათქვამები იხილეთ გაგრძელებაში
ეზოპე:

1.)უკეთესია ისწავლო სხვის შეცდომებზე ვიდრე შენსაზე.

2.)მოყენებულ ზიანს აპატიებ,მაგრამ ვერ დაივიწყებ.

3.)სიმამაცე ადვილია,როცა დაცულ დისტანციაზე იმყოფები.

4.)რწმენა ხანდახან უფრო ეფექტურია ვიდრე ძალა.

5.)რაც უფრო პატარაა გონება,უფრო დიდია პატივმოყვარეობა.

6.)რაც უფრო ერთად ვდგევართ,უფრო ცალ-ცალკე ვეცემით.

7.)არასოდეს სთხოვო რჩევა გასაჭირში მყოფ კაცს.

8.)იყავი კმაყოფილი იმისა,რაც გაქვს.ყველაფერში პირველი ვერ იქნები.

9.)მომჭირნეობაა,როცა დღევანდელ მარაგს ხვალისთვის ამზადებ.

10.)ერთად ყოფნა ძალას გვმატებს.

11.)ხალხს ხშირად შურს სხვების იმ საქციელების,რომელითაც თავად ვერ ისიამოვნეს.

12.)ყოველი პატიება ტირანს ემსახურება.

13.)სიახლოვე ბადებს ზიზღს.

14.)საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების გზები საკუთარი განადგურებისკენ მიდის.

15.)ჩიტი არა მხოლოდ კარგი ფრთებით ფასდება.

16.)ნელი და გამძლე იგებს რბოლას.

17.)მტრის ხაფანგში შეღწევა უფრო ადვილია,ვიდრე იქიდან გამოსვლა.

18.)მე არაფერი მესაქმება კაცთან,რომელიც ცხელ და ცივ ჰაერს ერთნაირი ამოსუნთქვით უშვებს.

19.)არ დაითვალო წიწილები სანამ არ გამოიჩეკებიან.

20.)ბევრს ვინანებდით თუ ყველა ჩვენი სურვილი ასრულდებოდა.

ფრიდრიხ ნიცშე:

1.)ერიდე მონსტრებთან ბრძოლას,რადგან შეიძლება ერთ-ერთი მათგანი გახდე.

2.)სამოთხეში ყველა საინტერესო ადამიანი იკარგება.

3.)სიმართლე რომ ვთქვა,მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს.

4.)ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია.

5.)საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.

6.)ძალიან კარგი მეხსიერება უნდა გქონდეს,რომ დაიმახსოვრო ყველა ის დაპირება,რომელსაც გპირდებიან.

7.)გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის,რომ ერთი და იგივე რამისგან შეიგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.

8.)მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს,მატყუარა კი მხოლოდ სხვებს.

9.)რა არის სიყვარული,თუ არა გაგება და ბედნიერება იმისა,რომ მეორე ადამიანი ცხოვრობს,მოქმედებს და განიცდის ჩვენგან განსხვავებულად.

10.)როცა ჩაიხედები უფსკრულში,უკვე უფსკრული იწყებს შენზე თვალთვალს.

11.)სულში ქაოსის შექმნა გჭირდება,რომ დაბადო ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი.

12.)სიყვარულში ყოველთვის არსებობს სიგიჟე,მაგრამ ასევე არსებობს ამ სიგიჟის მიზეზებიც.

13.)პოეტები უსირცხვილონი არიან.მათ თავიანთი შემოქმედება საგმირო საქმეებად მიაჩნიათ.

14.)ყოველი საქმე,რომელიც უსიყვარულოდ კეთდება,ადგილს იკავებს ცუდისა და კარგის მიღმა.

15.)მხოლოდ გულისამრევი მუსიკით კეთდება დღეს ფული.

16.)განათლებულ კაცს უნდა შეეძლოს არამხოლოდ მტრების სიყვარული,არამედ მეგობრების ზიზღიც.

17.)რაც არ გამანადგურებს მე,ის გამაძლიერებს.

18.)ღმერთი მკვდარია.

19.)მე კანონი ვარ მხოლოდ ჩემი წრის ხალხისთვის,არა ყველასთვის.

20.)არა მხოლოდ მრისხანებით შეიძლება მოკვლა,არამედ დაცინვითაც.

ოსკარ უაილდი:

1.)კაცი ნებისმიერ ქალთან იქნება ბედნიერი მანამდე,სანამ არ შეუყვარბედა იგი.

2.)ყოველთვის აპატიე შენ მტრებს,ამაზე მეტად მათ არაფერი აგიჟებთ.

3.)ყოველი პორტრეტი,რომელიც მთელი გრძნობით არის დახატული ის უკვე მხატვრის პორტრეტი ხდება და არა შემკვეთის.

4.)მოდა ისეთი საზიზღარი და აუტანელი რამაა,რომ ყოველ 6 თვეში მისი გამოცვლა გვჭირდება.

5.)ყოველთვის მინდა შევიტყო ყველაფერი ჩემი ახალი მეგობრების შესახებ და არაფერი ძველი მეგობრების შესახებ.

6.)მე ვფიქრობ,ღმერთმა ადამიანის შექმნისას მეტისმეტად მაღალი შეფასება მისცა მის შესაძლებლობებს.

7.)ხალხს თუ გინდა სიმართლე უთხრა ხუმრობით შეაპარე,წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოგკლავენ.

8.)ილუზია ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

9.)ძალიან სამწუხაროა,რომ დღეს დღეისობით ძალიან ცოტა გამოსაყენებელი ინფორმაციაა მსოფლიოში.

10.)ძალიან ბანალურია მისცე ცუდი რჩევა,ხოლო კარგი რჩევის მიცემა ფატალურია.

11.)ადამიანი ძალიან ცოტა სიმართლეს ამბობს,როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობს.გაუკეთეთ მას ნიღაბი და სიმართლეს გაიგებთ.

12.)ორი სახის ადამიანი არის სრულიად მიმზიდველი:ერთნი რომელთაც ყველაფერი იციან და მეორენი რომელთაც საერთოდ არაფერი იციან.

13.)ჩვენ ვასწავლით ხალხს როგორ დაიმახსოვრონ და არასდროს ვასწავლით როგორ ისწავლონ.

14.)როცა ხალხი მეთანხმება,ყოველთვის ეჭვი მაქვს,რომ ვცდები.

15.)სიბრძნე ზამთრობით მოდის.

16.)როცა ღმერთი გადაწყვიტავს ჩვენს დასჯას,სწორედ მაშინ შეისმენს ჩვენს ვედრებებს.

17.)მხოლოდ სულელნი არიან შესანიშნავნი ჭამის დროს.

18.)ტანჯვა ყველაზე დიდი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში.მისი სეზონებად დაყოფა შეუძლებელია.

19.)ყველაფერს შემიძლია გავუძლო,მაგრამ ვერ ვუძლებ ცდუნებას.

20.)გამოცდილება სახელია,რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს არქმევენ.

ვინსტონ ჩერჩილი:

1.)ფანატიზმი არის რამ,რაც ვერ შეცვლის თქვენს აზროვნებას და არ შეუძლია პრობლემის გამოსწორება.

2.)ყოველი დიდებული რამ არის მარტივი და შესაძლებელია რამდენიმე სიტყვით განიმარტოს.მაგალითად:თავისუფლება,სამართალი,ღირსება,მოვალეობა,მოწყალეა,იმედი.

3.)საერთოდ რომ ვტქვატ,თუ ცოტას ილაპარაკებთ კარგია,ხოლო საუკეთესოა თუ ბრძნულად ისაუბრებთ.

4.)ისტორია კარგად მომიგონებს მე,რადგან მისი დაწერა მაქვს განზრახული.

5.)რაც არ უნდა შესანიშნავი სტრატეგია შეიმუშაოთ,დროგამოშვებით მაინც უნდა იფიქროთ შედეგებზე.

6.)მიყვარს ღორები.ძაღლები ყოველთის ქვევიდან ამოგვცქერიან,კატები ზემოდან დაგვყურებენ,ღორებში კი ყოველთვის რაღაც საერთოს ვპოულობთ.

7.)ყოველთვის არ არის საჭირო საქმეში გამოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები,ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ გავაკეთოთ ის რაც გვევალება.

8.)სიმართლეა რომ ბევრის სწავლა მიყვარს,მაგრამ არ მიყვარს როცა მასწავლიან.

9.)წარმატება ეს თვისებაა,რომლის დროსაც დაუღალავად აგრძელებ სიარულს ერთი წარუმატებლობიდან მეორისაკენ ენთუზიაზმის დაუკარგავად.

10.)ცუდია,რომ მსოფლიოში უამრავი ტყუილი ვრცელდება,მაგრამ უარესი ისაა,რომ ნახევარი მათგანი სიმართლეა.

11.)ჩვენ ცხოვრებას ვიწყობთ იმით რაც მივიღეთ და ვცხოვრობთ იმით რასაც გავცემთ.

12.)როდესაც არწივები სდუმან,მხოლოდ მაშინ იწყებენ თუთიყუშები ყბედობას.

13.)სიმამაცე გაძლევს საშუალებას წამოდგე და ილაპარაკო,ასევე სიმამაცეა როდესაც უბრალოდ ზიხარ და უსმენ.

14.)მთავრობაში ახალ შემოსულთ მინდა ვუთხრა:მე ვერაფერს შემოგთავაზებთ,გარდა სისხლისა,შრომისა,ცრემლებისა და ოფლისა.

15.)მომავლის დამპყრობლები გონების დამპყრობლები არიან.

16.)მე ოპტიმისტი ვარ,მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს,როცა სხვა გზა არ დამრჩენია.

17.)ეს დასასრული არ არის,ეს არც დასასრულის დასაწყისია.ეს დასასრულია დასაწყისისა.

18.)ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოწყალება,მაგრამ არ უნდა ვითხოვდეთ მას.

19.)ერთხელ პრეზიდენთი რუზველტი ხალხს აზრს ეკითხებოდა თუ რას დაარქმევდნენ ომს,მეც მკითხა და მართივად მივუგე:”უსარგებლო ომი”.

20.)მე თქვენ ვერ გიწინასწარმეტყველებთ თუ რა აქვს განზრახული რუსეთს,მისი განზრახვა არის გამოცანა კარგად გახვეული იდუმალ ენიგმაში,მაგრამ უნდა არსებობდეს გამოსავალი და ჩემი აზრით ეს რუსეთის ეროვნული ინტერესებია.

ვილიამ შექსპირი:

1.)მოქმედება ნიშნავს მჭერმეტყველებას.

2.)ქმედებაშიც ისეთივე ძლიერი იყავი,როგორიც ფიქრებში ხარ.

3.)ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ.მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი.

4.)ჩემი ღირსება ჩემი ცხოვრებაა.ისინი განუყოფელნი არიან.ღირსების წართმევით თქვენ ცხოვრებასაც მართმევთ.

5.)ძლიერი საფუძველით ძლიერი გადაწყვეტილება მიიღება.

6.)ჩვენ ვხედავთ იმას რაც ვართ და არა იმას რაც შეიძლება ვიყოთ.

7.)ღმერთო ჩემო!რა სულელნი ყოფილან ეს მოკვდავნი.

8.)გიყვარდეს ყველა,ენდე ცოტას,არავის უღალატო.

9.)არანაირი მემკვიდრეობა ფასდება ისე,როგორც პატიოსნება.

10.)ჩემში არის უკვდავი მისწრაფება.

11.)სიმართლე ისაა,რომ ჩვენ უკეთესი დღეებიც გვინახავს.

12.)სულელი არასოდეს დაფიქრდება,რომ იგი ბრძენია.ბრძენი კი გამუდმებით ფიქრობს,რომ იგი სულელია.

13.)ცხოვრება ისეთივე მოსაწყენია,როგორც ორჯერ მოყოლილი ერთი და იგივე ზღაპარი.

14.)ყოველთვის ილოცე როგორც შეგიძლია.დაივიწყე და აპატიე

15.)ჩვენი ეჭვები მოღალატეები არიან და ხშირად გვაკარგინებენ ყოველივე იმას,რაც შეგვიძლია მოვიგოთ.

16.)კანონი არ მომკვდარა,უბრალოდ მას ძინავს.

17.)რაც ჩემია ის შენია,ხოლო რაც შენია ის ჩემია.

18.)ეშმაკს თუ დასჭირდა საღმრთო წერილზეც დაიფიცებს.

19.)ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სუნთქვის უფლება,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანს ლაპარაკისა.

20.)როგორი მოჩვენებითი ყოფილა ჩემი მიღწევები.

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები:
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

* * * *   4 ქულა

ერთი კომენტარი “ბრძნული გამონათქვამები”

  1. 1. თეონა:

    avatar *IN LOVE* *IN LOVE*

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *