loading...

«

»

იან 07

აბა გამოიცანი?!


გაგრძელებაში იხილეთ რამდენიმე სახალისო გამოცანა, მოუყევით მეგობრებს და იხალლისეთ ერთად :)

  • რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

პასუხი: (სახელი)

  • ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?

პასუხი: (როცა ძინავს)

  • რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?

პასუხი: (დროის)

  • დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?

პასუხი: (ჩრდილი)

  • წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი?

პასუხი: (თანაბარი რაოდენობით შეგვხვდება)

  • მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

პასუხი: (1691)

  • რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“?

პასუხი: (გძინავს?)

  • ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?

პასუხი: (კნუტი)

  • ლენინი როდის იცავდა მეფეს?

პასუხი: (როცა ჭადრაკს თამაშობდა)

  • როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?

პასუხი: (სველი)

  • რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში?

პასუხი: (ოთხი ან ხუთი)

  • როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?

პასუხი: (მშრალი)

  • კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?

პასუხი: (ხერხი)

  • წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?

პასუხი: (ქოლგას)

  • ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?

პასუხი: (დედამიწა, რადგან იგი ზღვებსაც შეიცავს)

  • რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?

პასუხი: (რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს)

  • როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ?

პასუხი: (გაჩერებული)

  • მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

პასუხი: (1961)

  • რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?

პასუხი: (კარები)

  • შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?

პასუხი: (დასველდება)

  • რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?

პასუხი: (სიზმრის)

  • რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?

პასუხი: (თებერვალში)

  • რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?

პასუხი: (რომელსაც ყველაზე დიდი თავი ჰქონდა)

  • რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?

პასუხი: (ტოლი მასა აქვთ)

  • სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?

პასუხი: (რუკაზე)

  • საათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ ადგენენ მართ კუთხეს?

პასუხი: (2-ჯერ)

  • მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი. ბავშვმა ერთი მათგანი მოკლა, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე?

პასუხი: (ერთი მოკლული ბუზი, დანარჩენები გაფრინდნენ)

  • ქალაქში ერთ თვეში 30 მმ ნალექი მოვიდა. რამდენი მმ ნალექი მოვა ამ ქალაქში ორ თვეში?

პასუხი: (პასუხის გაცემა შეუძლებელია)

  • კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

პასუხი: (არა, რადგან ქართულში მხოლოდ 33 ასოა)

  • სად თიბავენ თივას?

პასუხი: (არსად. თივა მოთიბული ხმელი ბალახია)

  • კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა – უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?

პასუხი: (წინ უნდა წავიდეს)

  • როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?

პასუხი: (როცა თავი ფანჯარაში აქვს გაყოფილი)

  • მიზანში ამოღების დროს რატომ ხუჭავს მონადირე მხოლოდ ერთ თვალს?

პასუხი: (იმიტომ, რომ თუ ორივეს დახუჭავს, ვერაფერს დაინახავს)

  • შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?

პასუხი: (შეიძლება. ერთი ჭიქით მანამ ვასმევთ, სანამ არ დათვრება)

  • რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?

პასუხი: (ორივეს აქვს რქა)

  • ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?

პასუხი: (შეიძლება. მას ჰყავს ორი მხედველი და)

  • გზაზე მიდის ორი ადამიანი: დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, დიდი კი პატარის დედა არ არის. მაშინ ვინ არის დიდი?

პასუხი: (მამა)

  • როგორი წყლის გადატანა შეიძლება საცრით?

პასუხი: (გაყინულის)

  • გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?

პასუხი: (არა, რადგან ერთის შეჭმის შემდეგ, უზმო აღარ იქნებით)

  • გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რამდენიმე კუ. პირველმა თქვა, რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა, რომ მის წინ მიდის ორი კუ. სულ რამდენი კუ მიდის გზაზე?

პასუხი: (გზაზე მიდის სამი კუ)

  • შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

პასუხი: (ასანთს)

  • რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?

პასუხი: (არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის, როდის მოკვდება)

  • მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?

პასუხი: (არა, რადგან ის მარტოხელა იყო, ანუ ცოლი არ ჰყავდა)

  • ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

პასუხი: (28 რიცხვი ყველა თვეშია)

  • წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც შეიცავს 30 რიცხვს?

პასუხი: (ასეთია 11 თვე)

  • რა უნდა იცოდეს სასრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?

პასუხი: (ავადმყოფის მისამართი)

  • დაღლილი კაცი დასაძინებლად დაწვა საღამოს 7 საათზე, მაღვიძარა კი დააყენა დილის 9 საათზე. რამდენი საათი ეძინა კაცს?

პასუხი: (კაცს ეძინა 2 საათი)

  • საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?

პასუხი: (რა თქმა უნდა, არის)

  • ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?

პასუხი: (მართალია, რადგან მას შეხვდა მამა, შვილი და შვილიშვილი)

  • რომელი ქვეყნის სახელია, თავზე რომ ვიხურავთ?

პასუხი: (პანამა)

  • რომელი მდინარის სახელია, გზატკეცილზე რომ დადის?

პასუხი: (ვოლგა)

  • სწორია თუ არა გამონათქვამი: „ავტომანქანამ ერთ საათში გაიარა 60 კილომეტრი“?

პასუხი: (არ არის სწორი: 60 კმ-იანი საათი არ არსებობს. უნდა ითქვას: „1 სთ-ის განმავლობაში გაიარა“)

  • რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

პასუხი: (არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“)

  • სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?

პასუხი: (დიასახლისს დარჩა 6 ინდაური)

  • კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი ბანანი?

პასუხი: (ერთ ბავშვს კალათიანად უნდა მივცეთ ბანანი)

  • ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

პასუხი: (თითოეულმა გაიარა 10 კმ)

  • ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?

პასუხი: (ერთი ლარი და ერთი მანეთი)

  • ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

პასუხი: (მწყერი ხეზე არ ჯდება)

  • 60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?

პასუხი: (60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის))

  • ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?

პასუხი: (დარჩებოდა 5 სანთელი, დანარჩენები დაიწვებოდა)