loading...

«

»

იან 12

BRP სამბორბლიანი Can-Am Spyder-ის ჰიბრიდულ ვარიანტზე მუშაობს

Bombardier Recreational Products-მა, რომელიც სპორტისა და დასვენებისთვის ტექნიკის გამოშვებითაა ცნობილი (ჰიდროციკლები და «კვადრიკები» – კანადური კომპანიის ასორტიმენტის მხოლოდ მცირე ნაწილია), ორიგინალური სამბორბლიანისთვის Can-Am Spyder ჰირიდულ პლატფორმაზე სამუშაობის დაწყება დააანონსა. კომპანიამ პროექტში $5 მლნ ჩადო, კიდევ $6 მლნ კანადის ხელისუფლებამ გადაურიცხა. სახსრები BRP-ის ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის ორგანიზებას მოხმარდება კვებეკის შერბრუკის უნივერსიტეტთან (Quebec’s Université de Sherbrooke) თანამშრომლობის ფარგლებში.

«ჩვენი მიზანია – შევქმნათ აბსოლუტურად ახალი ელექტრო ჰიბრიდული ტექნოლოგია სამბორბლიანი სატრნასპორტო საშუალებისთვის, რომელიც 50% უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური იქნება ბენზინიან ანალოგთან შედარებით. ამასთან, ძალოვანმა დანადგარმა შესაბამისი სიჩქარე, სიმძლავრე და მწარმოებლობა უნდა უზრუნველყოს», – განაცხადა მიხაი რასიდეშუმ (Mihai Rasidescu), რომელიც ცენტრის ხელმძღვანელადაა დანიშნული. ეს ნამდვილად არ არის მარტივი ამოცანა, იმის გათვალისწინებით, რომ «დაპირისპირება» მოუწევთ 998-კუბიან  V-ტვინთან Rotax, რომელსაც 106 ცხ.ძ. და 104 ნმ ბრუნვითი მომენტი აქვს.

სირთულე ის გახლავთ, რომ ნებისმიერი საავტომობილო ტექნოლოგიის უბრალოდ აღება და ადაპტირება არ გამოდის – გაბარიტულ-წონითი მაჩვენებლები სრულიად შეუდარებელია, ამიტომ სხვა მიდგომაა აუცილებელი. თუმცა, კანადური კომპანიის მდიდარი საინჟინრო გამოცდილების გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება.