loading...

«

»

იან 14

DARPA იწყებს პროექტს “კიბერგენომი”

სამხედრო სფეროში მაღალი ტექნოლოგიებითა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით დაკავებული ორგანიზაცია DARPA (Defense Advanced Research Projects Agency – თავდაცვის მოწინავე სამეცნიერო პროექტების სააგენტო) მორიგ გრანდიოზულ პროექტზე იწყებს მუშაობას, რომელიც ადრე ანონსირებულ მრავალ პროექტზე მნიშვნელოვანია. რადგანაც კიბერუსაფრთხოების სფეროში – ეს ინფორმაციის ან შეტევის წყაროს განსაზღვრაა, მეცნიერებმა მისი გადაჭრა თითის ან რნმ-ის განსაზღვრის ვირტუალური გზით გადაწყვიტეს. პროგრამაში ჩადებული “კიბერგენომის” (Cyber Genome Program) იდეა – ეს “კიბერდაცვის და გამოძიების რევოლუციური ტექნოლოგიებია, რომლებიც ინფორმაციის მოსაძიებლად, იდენტიფიკაციისთვის, მახასიათებლების აღების, მონაცემთა და/ან მომხმარებელთა თვისებების და პროგრამული უზრუნველყოფის არტეფაქტებს შორის კავშირებისა და თვისებების წარმოსადგენადაა განკუთვნილი”.

“ციფრული არტეფაქტები”-ს იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ კომპიუტერებმა, განაწილებულმა გამოთვლითმა ცენტრებმა, ისეთებმა როგორიცაა, წარმოსახვითი, სადენიანი და უსადენო, მედიამონაცემები, ელექტრონული დოკუმენტები. DARPA-ს აღწერის თანახმად, მისი პროგრამა რეალიზაციის რამდენიმე ფაზას და ინტერესის სფეროს გულისხმობს, რომელთა ფარგლებშიც გენოტიპის ციფრული ექვივალენტის დამუშავება იქნება შესაძლებელი, რაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს ციფრული არტეფაქტების წარმომავლობა. სხვა სიტყვებით, სააგენტოს სურს შესაძლებლობა ჰქონდეს თვალი მიადევნოს ნებისმიერი ტიპის ნებისმიერი ინფორმაციის ისტორიას. პროექტთან დაკავშირებული პირველი კონფერენცია იანვრის ბოლოს გაიმართა.