loading...

«

»

იან 14

DARPA: ჯარისკაცთა ცნობიერების მართვა ტვინის სტიმულაციის გზით

მოწინავე თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოს (Defense Advanced Research Projects Agency, DARPA) სპეციალისტებმა უკვე მრავალჯერ სცადეს ჯარისკაცების ცნობიერებაში შეღწევა. ამ მიმართულებით მეტი წარმატების მიღწევაში მათ დამუშავების სტადიაში მყოფი ტრანსკრანიალური იმპულური ზებგერითი სტიმულაციის ტექნოლოგია დაეხმარება. სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, რომელთა ჩაშენებესაც მეცნიერები ჯარისკაცების ჩაფხუტებში გეგმავენ, ადამიანის ტვინის აქტივობით მანიპულირება იქნება შესაძლებელი, კერძოდ: სიფხიზლისა და სიფრთხილის სტიმულირება, ტვინის ტრამვული დაზიანებისას სტრესულ სიტუაციებში დახმარების გაწევა.

ცნობიერებით და ადამიანების ტვინის აქტივობით მანიპულირებისა ხერხები, ბრძოლის ველზე მათი “ეფექტურობის” გაზრდის მიზნით დიდი ხანია სამხედრო უწყებებისა და კვლევითი ლაბორატორიების სპეციალისტთა მსჯელობის საგნადაა ქცეული. მიუხედავად ამისა, არსებული ტექნოლოგიები აქამდე მრავალი შეზღუდვა აქვთ.

არიზონის უნივერსიტეტის დოცენტის უილიამ ჯ. ტაილერის (Dr. William J. Tyler) თქმით, არსებული ხარვეზებისგან თავის დაღწევა მისი და კოლეგების მიერ  შემუშავებაში მყოფი ტრანსკრანიალური იმპულური ზებგერითი სტიმულაციის ტექნოლოგიის დახმარებით იქნება შესაძლებელი. ტექნოლოგია დისტანცირებულ ტვინზე სტიმულაციას ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის გარეშე განახორციელებს. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ დასახული მიზნებისთვის ახალი ტექნოლოგია მრავალჯერ უფრო კარგ შედეგებს უჩვენებს, ვიდრე ტრადიციული ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია.

ტაილერის მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგია მაღალტექნოლოგიურ ჩაფხუტებთან ერთად სასურველი შედეგების მისაღწევად ჯარისკაცებს ტვინის სხვადასხვა სფეროს სტიმულაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს: სტრესისგან განთავისუფლება, როდესაც დასვენების დრო აქვს, შეინარჩუნოს სიფხიზლე თუ კი გამოუძინებელია. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტექნოლოგიის დახმარებით ჭრილობების შემთხვევაში ტკივილის სიმპტომების დაქვეითებაც იყოს შესაძლებელი.