loading...

«

»

იან 19

გლობალური კლიმატური ცვლილებები 3000 წლამდე გაგრძელდება… იდეალური სცენარის შემთხვევაში

მიმდინარე ეკოლოგიური სიტუაციის პირობებში მრავალ ჩვენგანს აღელვებს საკითხი – რა ელის ჩვენს პლანეტას მომავალში? კანადის კლიმატური მოდელირების და ანალიზის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი Nature Geoscience, რომელიც 1000 წლის იქით იყურება. მასში მოდელირებულია კლიმატში ცვლილებები, რომლებზეც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ახდენს გავლენას, თანაც ათვლის წერტილად ძალიან ოპტიმისტური შეხედულებაა აღებული – თუ კი კაცობრიობა, 2010 წლიდან მოყოლებული (და 2100 წლიდან, გათვლის მეორე მოდელით) საერთოდ უარს იტყვის საწვავის გამოყენებაზე.

ასეთი “მწვანე” სცენარის შემთხვევაშიც კი მომავალი – არც ისე “ვარდისფერი” იქნება. ჩრდილოეთ ნახევარსფერო 1000 წლის შემდეგ დაუბრუნდება კლიმატურ პირობებს, რომლებიც XX საუკუნეში ატმოსფეროს გლობალურ დაბინძურებამდე იყო. როგორც ჩანს, ამაში კვლევაში გულისხმობენ იმას, რომ დაბინძურების შედეგები განულდება. იმავდროულად, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილის მიწები გაუდაბურდება –ნიადაგი დაახლოებით 30%-ით გამოიფიტება. ხოლო ანტარქტიკის გარშემო ოკეანური წყლების დათბობა 5о С იმას გამოიწვევს, რომ დასავლეთ ანტარქტიკის ყინულოვანი მასივი დადნება.

მკვლევარებს რამოდენიმე ვერსია გააჩნიათ, რაც ასეთ დიდ სხვაობას გამოიწვევს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს შორის. პირველ რიგში, ამაზე გავლენას ჩრდილოეთ ატლანტიკიდან სამხრეთისკენ ოკეანური წყლის დინების დაბალი სიჩქარეა. «შუა და ღრმა დინებების ინერციულობა, რომლებიც სამხრეთ ატლანტიკისკენ მიედინებიან, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ამ ნაწილის ოკეანეები მხოლოდ ახლა იწყებენ გათბობას CO2-ის გამონაბოლქვის ზეგავლენით, რაც ამ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში დაგროვდა. სიმულაცია გვიჩვენებს, რომ მომდევნო ათასი წლის განმავლობაში გათბობა გაგრძელდება და არ გაჩერდება და არც უკან დაიხევს», – ჰყვება კალგარის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი შონ მარშალი (Shawn Marshall).

სამხრეთ ნახევარსფეროში ქარებიც გაძლიერდებიან, რის გამოც ოკეანის წყლები ატმოსფეროს თბილი ჰაერით გათბებიან. მეცნიერთა გათვლებით, დასავლეთ ანტარქტიკის ყინულოვანი მასივების დნობა მსოფლიო ოკეანის დონის ოთხი მეტრით გაზრდას გამოიწვევს. და ეს ყველაფერი – მოვლენების სრულიად ნორმალური განვითარების არარეალური ვარიანტისას, როდესაც კაცობრიობა 2010 წელს უარს იტყვის საწვავზე! თუმცა, რეალობაში ეს ასე არ ხდება, მეტიც, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონე სულ უფრო უარესდება.

წყარო: sciencedaily.com