loading...

«

»

იან 21

Sheng-ის ალუმინის ნეთბუქი

ჩინურმა კომპანიამ Sheng ტრადიციული პლატფორმის Intel Atom მქონე ნეთბუქი წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ T108 ჩინურ ბაზარზე სულ რაღაც 300$ ღირს, მისი კორპუსი სასიამოვნო ფაქტურის მქონე ალუმინისგანაა დამზადებული. არც ნეთბუქის “შიგნეულობაა” ურიგო”: 250 გბ-იანი ხისტი დისკი, მოდული Wi-Fi, Ethernet პორტი, ვებ-კამერა, 1.66 გჰც-იანი პროცესორი Intel Atom N280, 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, კარდრიდერი და 3G ქსელებისთვის ადაპტერი (ოფციონალურად).

რა თქმა უნდა, 3-ელემენტიანი ბატარეით 3000 მილი ამპერსაათზე T108-ს არ შეუძლია მუშაობის ხანგრძლივობით შეეჯიბროს გადაწყვეტებს Pine Trail-ის ბაზაზე. მაგრამ, მიუხედავა ამისა, Sheng T108 ფასი სავსებით მისაღებია. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა იგი ჩინეთის საზღვრებს გარეთ.

წყარო: tcmagazine.com