loading...

«

»

იან 22

თამაშების ჟანრების კლასიფიკაცია


თამაშების ჟანრების კლასიფიკაცია
Shooter (სროლები):
თამაშის ამ სტილში მოთამაშემ (რომელიც ძირითადად მარტო მოქმედებს) უნდა გაანადგუროს მტრები ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით,რათა მიაღწიოს დანიშნულებას.დავალების შესრულების შემდეგ მოთამაშე გადადის შემდეგ რეჟიმში.
თამაშის სიუჟეტის მიხედვით მოთამაშის “არსენალი” შეიძლება შეიცავდეს როგორც თანამედროვეობის იარაღებს,ასევე “მომავლის” იარაღებს,რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.როგორც წესი მოთამაშეს შეუძლია ატაროს ცივი იარაღი (დანა,კასტეტი,ბეისბოლის ჯოხი და სხვ.)ასევე ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი,ავტომატური იარაღი,სნაიპერული შაშხანა) ცოტა უფრო რეალურ შუთერებში მაგ: , (FarCry, F.E.A.R.და სხვა.) მოთამაშეს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის იარაღის ტარება შეუძლია,როდესაც ისეთ შუთერებში როგორიცაა (Unreal Tournament, Quake) შეიძლება პერსონაჟმა ატაროს ყველა არსებული იარაღი.

First person shooter (შუთერი პირველი პირიდან)
შუთერი პირველი პირიდან -ამ დროს მოთამაშეს არ შეუძლია დაინახოს თავისი პერსონაჟი.ის თვითონ პერსონაჟის თვალიდან უყურებს მომხდარ მოვლენებს.
FPS-ტიპის თამაშები:
Doom
Quake
Unreal Tournament

Third person shooter (შუთერი მესამე პირიდან)
შუთერი მესამე პირიდან -ამ დროს მოთამაშე ხედავს საკუთარ პერსონაჟს. ზოგ თამაშში არის რეჟიმი სადაც შეიძლება პირველი პირის გადართვა მესამე პირზე ან პირიქით.
TPS-ტიპის თამაშები:
Tomb Raider
Max Payne
Stronglehold

Tactical shooter-(ტაქტიკური შუთერი)
ჩვეულებრივი შუთერებისგან ტაქტიკური შუთერი განსხვავდება იმით რომ მოთამაშე მოქმედებს არა მარტო,არამედ გუნდთან ერთად.ძირითადათ ტაქტიკურ შუთერებში მთავარია გუნდის შეწყობილი თამაში,შეტევის ერთობლივი განხორციელება,გუნდის შეიარაღება და ა.შ. ესეთი ტიპის შუთერები საკმაოდ პოპულარულია რადგანაც მისი მთავარი ხიბლი სწორედ მრავალ-მომხრარებლიან რეჟიმშია.
ასეთი ტიპის თამაშებია:
Battlefield
Counter-Strike: Condition Zero
Counter-Strike
Counter-Strike Source
Star Wars: Battlefront
Delta Force
Star Wars: Republic Commando
Operation Flashpoint: Cold War Crisis

FIGHTING-(ბრძოლები)
ამ ჟანრის თამაშის გეიმფლეი ძირითადად მოიცავს ორ ან მეტ პერსონაჟის შეჯიბრებას ხელჩართულ ბრძოლაში.
ასეთი ტიპის თამაშებია:
Mortal Kombat
Street Fighter
Tekken
Virtua Fighter
Dead or Alive
Guilty Gear X

Slesher-სლეშერი
თამაშის ჟანრი მესამე პირიდან რომლის გეიმფლეი ძირითადად მოიცავს აკრობატულ ბრძოლებს მოწინააღმდეგესთან ცივი ან სხვა ტიპის იარაღის საშუალებით
ასეთი ტიპის თამაშებია:
Blade of darkness
Rune
Enclave
Jedi Academy
God of War
Devil May Cry

Arcade-არკადა  Posted Image
თამაშის ჟანრი სადაც მოთამაშის   სწრაფად მოქმედებაა საჭირო,სადაც მას უწევს თამაშსი ჩართოს თავისი რეაქცია და რეფლექსები.
პირველად ესეთი ჟანრის თამაშები სათამაშო ავტომატებზე გამოვიდა,ხოლო შემდეგ კონსოლებზეც გადაინაცვლა და ძირითადად ისინი ითვლებიან კონსოლების ერთ-ერთ მთავარ თამაშის ჟანრად.

Stealth-action (სტელს -მოქმედება)
თამაში სადაც მოთამაშეს ბევრად მეტი უპირატესობა ექნება თუ შეასრულებს დავალებას ისე,რომ არ ქონდეს კონტაქტი მოწინააღმდეგებთან.სტელს ელემენტები თითქმის ყველა ჟანრის თამაშში გხვდება მაგ:(COD-ის სერია)
ასეთი ტიპის თამაშებია:
Assassin’s Creed
Thief
Metal Gear Solid
Tom Clancy’s Splinter Cell
Hitman
Manhunt

Simulator-(სიმულატორი)
ტექნიკური სიმულატორები:
თამაში-სიმულაცია.კომპიუტერის დახმარებით ხდება იმიტირება ფიზიკური მოქმედებებისა.მაგ:თვითმფრინავის,შვეულმფრენის,სპორტული მანქანის მართვა და სხვა.თუ არკადული ჟანრის თამაშები ცდილობს გაართოს მოთამაშე დაძაბული სიუჟეტით და გეიმფლეით-ტექნიკური სიმულატორი კი გადმოსცემს ობიექტის (მანქანის,თვითმფრინავის და ა.შ) რეალურ მოქმედებას.
ასეთი ტიპის თამაშებია:
FlightGear
Live for Speed
Microsoft Flight Simulator
X-Plane
Ил-2 Штурмовик
Orbiter
ARMA
არკადული სიმულატორი:
სიმულატორის ჟანრის თამაშები შედარებით გაადვილებული გეიმფლეით და სიუჟეტით.
ასეთი ტიპის თამაშებია:
X-Wing
TIE-Fighter
Wing Commander
Need for Speed
Полный привод
Burnout Paradise

Sport game-(სპორტული თამაშები)
სათაურიდანაც ჩანს რომ ამ ჟანრში სპორტული თამაშების იმიტაცია ხდება. ფეხბურთის,კალათბურთის,ჰოკეის,ჩოგბურთის და ა.შ

Strategy (სტრატეგია)
თამაში სადაც მოთამაშემ უნდა გააკეთოს სტრატეგიული მანევრი მიზნის შესასრულებლად(მაგ:გამარჯვება საბრძოლო ოპერაციაში და ა.შ)
მოთამაშე აკონტროლებს არა ერთ პერსონაჟს არამედ მთელ ბატალიონს   სტატეგიულ თამაშებს ყოფენ ორ ნაწილად 1.რეალური დროის სტრატეგიად  და ე.წ შეწყობილ სტრატეგიად (Turn-based strategy)-სადაც მოთამაშეებს აქვთ გარკვეული დრო საკუთარი მანევრის შესარულებლად.
Real-time strategy, RTS
ამ სტრატეგიაში მოქმედება ხდება რეალურ დროში (მულტიფლეირში ძირითადად).თამაშის პროცესი მოიცავს რესურსების მოგროვებას,ბანაკების და ციხეების გამაგრებას,მოწინააღმდეგე ჯარის შტურმს და სხვა.
ასეთი ტიპის თამაშებია:
Command & Conquer
Warcraft
Age of Empires

Turn-based strategy
სტრატეგიის ჟანრი სადაც მოთამაშე (ები) აკეთებენ მანევრს რიგ-რიგობით. RTS-სგან საკმაო განსხვავებულობით გამოირჩევა.ამ ჟანრში თამაში რეალურ დროს წყდება და დინამიურობას კარგავს,თუმცა მოთამაშეს უფრო მეტი დრო აქვს რათა გააკეთოს საკუთარი სტრატეგია და უფრო კარგად დაგეგმოს მოქმედება.
ასეთი ტიპის თამაშებია:
X-COM
Civilization
Galactic Civilizations
Heroes of Might and Magic
Disciples

Role playing game, RPG-(როლური თამაში)
ამ ჟანრში მთავარ  მოთამაშეს და ასევე სხვა პერსონაჟებს ახასიათებთ სხვადასხვა რაოდენობის პარამეტრები (ცოდნა,ხასიათი,დიალოგი,გამოცდილება).ეს პარამეტრები ვითარდება მოთამაშის გარკვეული მოქმედებების შემდეგ (მტრის მოკვლა,დიალოგები,დავალების შესრულება)
ასეთ ჟანრს ახასიათებს ძლიერი  სიუჟეტური ხაზი,განვითარებული დიალოგის ფუნქცია ალტერნატიული პასუხებით და რაც მთავარია ფართო სამყარო.

Hack’n’Slash RPG-როლური თამაში სადაც თამაშის მთავარი პროცესია მტრების განადგურება,ახალი გაუმჯობესებების მიღება,ქულების მომატება და პერსონაჟის გაძლიერება.
ასეთი ტიპის  თამაშებია:
Diablo, Dungeon Siege, Lineage 2.

True RPG:-როლური თამაში რომელშიც უხვად არის დიალოგები და დავალების შესრულების ალტერნატიული ვარიანტები.
ასეთი ტიპის თამაშებია:
Gothic, Fallout,Mass Effect.

Massively multiplayer online-(მასიური ონლაინ თამაშები)
მასიური თამაშები ონლაინში:
World of Warcraft
Warhammer Online: Age of Reckoning
Ragnarok Online
EVE Online
RF Online
Everquest 2
Lineage 2

Open world game
თამაშის ჟანრი სადაც შეწყობილია RPG-ს და შუთერის და სხვა ჟანრის ელემენტები.ამ ჟანრში მოთამაშეს აქ სრულიად თავისუფალი სამყარო სადაც არ არის შეზღუდული არაფერში.მოთამაშეს შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები ამ სამყაროში.
ასეთი ტიპის თამაშებია:
GTA-სერიები
PROTOTYPE
Just cause

წყარო: overclokers.ge