loading...

«

»

იან 22

Hot Wheels Video Racer რბოლების ჩანაწერით

კომპანიის Mattel ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშოების სერიაა მანქანები Hot Wheels. 1968 წლიდან, როდესაც ეს სერია ბაზარზე გამოჩნდა, მანქანები რა თქმა უნდა, იცვლებოდნენ, თუმცა ახლა Mattel-ში იმაზეც დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება სერიის მოდერნიზება. შესაძლოა, ელექტრონული კომპონენტების გამოყენებითაც კი. გადაწყვეტა კი ახალი მოდელის Video Racer სახით მოვიდა.

მანქანები Hot Wheels Video Racer თავისი თანამოძმეებისგან რამოდენიმე მარტივი დეტალით გამოირჩევიან, კერძოდ კი წინა ნაწილში ჩაშენებული კამერით და LCD-დისპლეით, რომელიც ძირზეა ჩამონტაჟებული. თითოეულ ბავშვს, მოზრდილსაც კი (რაღა დაგიმალოთ), ყოველთვის სურს პირველი პირისგან იცოდეს როგორია სათამაშო მანქანით მგზავრობა. ახლა ამის გარკვევის რეალური შესაძლებლობა გამოჩნდა. გადაღებული მასალის ყურება შესაძლებელია ჩაშენებულ ეკრანზე ან კომპიუტერზე USB-სადენით. სურვილის შემთხვევაში კამერა შეგიძლიათ მოხსნათ. ახალი Hot Wheels Video Racer გაყიდვაში შემოდგომაზე გამოჩნდება, მათი ღირებულება კი 60 დოლარის ფარგლებში იქნება.

წყარო: pocket-lint.com