loading...

«

»

იან 27

ზეგამტარობის მიღება ლაზერის დახმარებით შეიძლება

ოქსფორდის უნივერსიტეტის (Oxford University) მკვლევარებმა ზეგამტარობა მასალაზე ინფრაწითელი ლაზერით ზემოქმედების შედეგად მიიღეს. ზეგამტარობა გამტარში რაიმე სახის ელექტრო წინაღობის არარსებობით ხასიათდება და ენერგიის დანაკარგების გარეშე გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ მძლავრი ელექტრომაგნიტური ველების გენერაციისთვის დანადგარების შექმნისას. ოქსფორდის ჯგუფი სპილენძის ოქსიდის მაღალტემპერატურული ზეგამტარების მიღებაზე მუშაობდა. ნიშანდობლივია, რომ 20° К-ზე მაღალი ტემპერატურისას სპილენძის ოქსიდი, ფაქტიურად, იზოლატორად რჩება და ელექტრო დენს არ ატარებს.

ფიზიკის კათედრის პროფესორი ანდრეა კავალერი (Andrea Cavalleri) ამბობს, რომ შუქის გამოყენებით მათ შესძლეს იზოლატორი ზეგამტარად ექციათ. მძლავრი ინფრაწითელი ლაზერის იმპულსს წამის ნაწილში სპილენძის ოქსიდის ფენების კავშირი ზეგამტარ მდგომარეობაში მოჰყავდა. შედეგი, რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ არის ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ თავად მეთოდს ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. გარდა ზეგამტარობის ტემპერატურის გაზრდის შესაძლებლობისა, იხსნება მასალათა მთელი კლასი, რომლებიც აქამდე იზოლატორებად და ზეგამტარების სახით უპერსპექტივოდ ითვლებოდნენ. კავალერის აზრით, სპილენძის ოქსიდის საფუძველზე შენადნობები გარკვეულ პირობებში შეიძლება ზეგამპატარებად იქცნენ უკვე –170° C.