loading...

«

»

თებ 02

შუბლზე კოცნის ფილოსოფია

იცოდით, რომ კოცნის 40-ზე მეტი სახეობა არსებობს?

”science of kissing”-ის მიხედვით თითოეულ მათგანს საკუთარი განმარტება და სახელი აქვს.. Butterfly Kiss, Eskimo kiss, French Kiss და ასე შემდეგ, ჩამოთვლას აღარ დავიწყებ… თქვენს ყურადღებას შევაჩერებ კოცნის არც თუ ისე ინტიმურ სახეობაზე Forehead Kiss , რომელსაც შუბლზე კოცნას ვუწოდებთ. ცოტას თუ აქვს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა და მეტიც, ზოგიერთ კულტურაში ის აღიარებულია , როგორც ”დანაშაული”! შუბლზე კოცნა (”Forehead Kiss”) – ”დედობრივ” ან ”მეგობრულს” ნიშნავს. ის შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს ყველასათვის.

შუბლზე კოცნა ტკბილი, უმანკო გზაა აგრძნობინო ადამიანს, რომ ზრუნავ მასზე და მნიშვნელოვანი ხარ მისთვის. შუბლზე კოცნა ატარებს მხოლოდ პლატონურ ხასიათს და არ გულისხმობს აუცილებლად რომანტიულ ჟესტს.მეგობრებს შორის შუბლზე კოცნა არის ბუნებრივი გზა აღიარო მეგობრული კავშირების და პატივისცემის არსებობა. მშობლების მხრიდან შვილების შუბლზე კოცნა ხაზს უსვამს ემოციურ კავშირებს სიყვარულისა და ოჯახისა, რომელიც არსებობს ნათესაურ დონეზე. ემოციები, სოციალური მდგომარეობა, განსხვავებული კულტურები და ფსიქოლოგია ზეგავლენას ახდენს კოცნის მნიშვნელობაზე. ორ ადამიანს შორის გაზიარებული შუბლზე კოცნა აღიარებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.

მსოფლიოში ბევრი კულტურა აღიარებს კოცნას, როგორც ურთიერთობის ფორმას. მაგრამ არსებობენ კულტურები, რომლებსაც არ გააჩნიათ მსგავსი ჩვეულებები, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არ ემხრობიან კოცნის არანაირ ფორმას და კულტურები, სადაც სკეპტიკურად უყურებენ საჯარო კოცნის ყველა გამოვლენას და დაწესებულია ჯარიმებიც კი კოცნაზე, როგორც არალეგალურ ქცევაზე. ეს აკრძალვა მოიცავს ასევე მიამიტ კოცნას შუბლზე.